საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3838
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 22/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.002.443
  • Word
3838
07/12/2006
სსმ, 48, 22/12/2006
060.000.000.05.001.002.443
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. XLIV1 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წარმოება რეკეტული, ქურდული სამყაროს წევრის ან ადამიანით მოვაჭრის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით“.

2. 3561 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ადამიანით მოვაჭრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;“;

ბ) „დ“ – „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ოჯახის წევრი – რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრის ან ადამიანით მოვაჭრის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე რეკეტირთან, ქურდული სამყაროს წევრთან ან ადამიანით მოვაჭრესთან მუდმივად მცხოვრები პირი;

ე) ახლო ნათესავი – რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრის ან ადამიანით მოვაჭრის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, აგრეთვე მშობლისა და შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობელი;

ვ) რეკეტირთან, ქურდული სამყაროს წევრთან ან ადამიანით მოვაჭრესთან დაკავშირებული პირი – პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია რეკეტის შედეგად ან სხვა არაკანონიერი გზით და ამ ქონებით სარგებლობს რეკეტირი, ქურდული სამყაროს წევრი ან ადამიანით მოვაჭრე;

ზ) რეკეტული ქონება – რეკეტის შედეგად მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ადამიანით მოვაჭრის ქონება – ადამიანით მოვაჭრის მიერ ადამიანით ვაჭრობიდან მიღებული ქონება, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ადამიანით მოვაჭრესთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.“.

3. 3562 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სარჩელის აღძვრა რეკეტული, ქურდული სამყაროს წევრის ან ადამიანით მოვაჭრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეკეტული, ქურდული სამყაროს წევრის ან ადამიანით მოვაჭრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრის უფლება აქვს პროკურორს რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრის ან ადამიანით მოვაჭრის მიმართ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში.“;

გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. ადამიანით მოვაჭრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელი შესაძლებელია აღიძრას ადამიანით მოვაჭრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ადამიანით მოვაჭრესთან დაკავშირებული პირის მიმართ.“.

4. 3563 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქონების რეკეტულად ცნობა, ქურდული სამყაროს წევრის ან ადამიანით მოვაჭრის ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:

„5. მოსამართლე ადამიანით მოვაჭრის, მისი ოჯახის წევრის ქონებას უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობს, თუ არ არსებობს ადამიანით მოვაჭრის, მისი ოჯახის წევრის ქონების მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება.

6. მოპასუხე ვალდებულია, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები თავისი ქონების დასაბუთებულობისა და კანონიერების შესახებ.“.

5. 3564 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3564. ქონებაზე ყადაღის დადება

თუ არსებობს მონაცემები, რომ რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან რეკეტირთან ან ქურდული სამყაროს წევრთან ან ადამიანით მოვაჭრესთან დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებულ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ანდა სხვაგვარად გაასხვისებენ, პროკურორი ვალდებულია, განცხადებით მიმართოს სასამართლოს ქონებაზე, მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე, ყადაღის დადების თაობაზე.“.

6. 3565 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ სასამართლომ ამ კოდექსის 3563 მუხლის შესაბამისად რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, ადამიანით მოვაჭრის ან მისი ოჯახის წევრის ან რეკეტირთან ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირის ქონება რეკეტულად, უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნო, ასეთი ქონება მესამე პირის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს.“.

7. 3566 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეკეტული, ქურდული სამყაროს წევრის ან ადამიანით მოვაჭრის ქონების ჩამორთმევის თაობაზე წარმოებული საქმეების განხილვისას, როდესაც გამოცხადდა რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, ადამიანით მოვაჭრის ან მისი ოჯახის წევრის ან რეკეტირთან ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირის ძებნა, არ გამოიყენება ამ კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 7 დეკემბერი.

№3838–IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.