დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 23 |
დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 03/11/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.151.016161 |
|
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №8 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 03.02.2011 წ., 210020010.35.151.016027) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დანართი №1-ის პირველ მუხლს დაემატოს 71 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,71 სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გათავისუფლდნენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბიურთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისგან“. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრამდე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები