„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 07
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 29/12/2014
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 310040000.55.067.016070
07
29/12/2014
ვებგვერდი, 29/12/2014
310040000.55.067.016070
„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №07

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის  2012 წლის 31 აგვისტოს N019 ბრძანებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1.      მე-10 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გემები მიუხედავად მათი ნავსადგურში შემოსვლის თარიღისა და მანევრირების რიგითობის თანმიმდევრობისა ნასადგურში უნდა შევიდნენ ან ნავსადგურიდან გავიდნენ შემდეგი უპირატესობით:

ა) განგაშის გამო ან დასახმარებლად გამსვლელი გემი, ავარიული გემი;

ბ) სამხედრო და სანაპირო დაცვის გემი;

გ) ჰუმანიტარული დანიშნულების გემი;

დ) საკრუიზო გემი;

ე) სახაზო-სამგზავრო გემი;

ვ) სახაზო-სატვირთო გემი;

ზ) სხვა გემები, განაცხადის გაკეთების რიგითობის მიხედვით.“

2.      მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

„151. გემების ნავსადგურში შესვლის სავარაუდო თარიღის და დროის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიღებისთანავე ნავსადგური ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსს - ნავსადგურის კაპიტანს გემების ნავსადგურში შემოსვლის განრიგის თაობაზე.“

3.      97-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. იმ სარკინიგზო, საავტომობილო და სამგზავრო ბორანის, რომელიც აღჭურვილია ორი მთავარი ძრავით და შესაბამისად ორი სანიჩბავი ხრახნით, ასევე ცხვირის მისაბჯენი მოწყობილობით, ფოთის ნავსადგურში შესვლა/გასვლა და მიბმა დასაშვებია დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში, გემის მაქსიმალური სიგრძით 195 (ასოთხმოცდათხუთმეტი) მეტრი და მაქსიმალური წყალშიგით 8 (რვა) მეტრი, კარგ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში და გემის კაპიტნის  თანხმობის შემთხვევაში, მხოლოდ №2 სარკინიგზო-საბორნე ნავმისადგომთან."

4. 97-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ქარის სიჩქარის 17 (ჩვიდმეტი) მ/წმ და მეტად გაძლიერებისას და ხილვადობის 0,5 მილზე ნაკლები შემცირებისას, აგრეთვე შესასვლელ არხთან 3 (სამი) ბალზე მეტი ლივლივისას/ღელვისას ან საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ საშტორმო გაფრთხილების გამოცხადებისას  ნავსადგური იხურება. საშტორმო გაფრთხილების გამოცხადებისას,  ნავსადგურში გემების შესვლა/ გასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური ფაქტიური ამინდის პირობების გათვალისწინებით და კონკრეტული გემის კაპიტანთან და საზღვაო ლოცმანთან შეთანხმების საფუძველზე.“

5. 97-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  61  პუნქტი:

„61. დასაშვებია თევზსაჭერი სეინერების ნავსადგურიდან გასვლა, თევზის რეწვის რაიონში  ნაპირიდან არაუმეტეს 6 (ექვსი) საზღვაო მილისა, ტალღის სიმაღლე არაუმეტეს 2 (ორი) მეტრისა (IV ბალი) ან ქარის სიმძლავრე არა უმეტეს  6 (ექვსი) ბალისა (14 მ/წმ-ში), მაგრამ არაუმეტეს სარეგისტრაციო დოკუმენტებით მინიჭებული ნაოსნობის უფლების შესაბამისად.“

6. 101-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფოთის ნავსადგურში არსებული ამწეების ექსპლუატაცია უნდა შეჩერდეს ამწის ტექნიკური სპეციფიკის გათვალისწინებით, იმ პირობით რომ დაცულია უსაფრთხოების მინიმალურ ზღვარი (ტექნიკური სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მაქსიმალურ დასაშვებ ოდენობაზე 10% ნაკლები ზღვარი)“ .

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიზაზა მახარაძე