დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 29 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 03/02/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 010210040.10.003.018413 |
|
მუხლი 1 |
,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02.12.2013, 010210040.10.003.017475) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები განისაზღვრება შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით: ა) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; ბ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; გ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; დ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; ე) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; ვ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; ზ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; თ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს; ი) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს.‘‘. 2. მე-5 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-5 მუხლის ,,მ“ და ,,ნ‘‘ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან კოორდინირებით ახორციელებს საგანგებო სიტუაციის პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამხარეო ოპერატიული ცენტრის საქმიანობას;‘‘. 4. მე-5 მუხლს ,,ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ1“ - ,,ნ5“ ქვეპუნქტები: ,,ნ1) კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს ერთიანი სისტემის შესაბამისი სუბიექტების საერთო მზადყოფნას და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას; ნ2) კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; ნ3) კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს მოსახლეობის ევაკუაციას, ღონისძიებების განხორციელებას ევაკუირებული მოსახლეობის სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად; ნ4) კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეაგირების ძალების საქმიანობას და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას; ნ5) კანონით დადგენილი წესით, ქმნის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის დონეების შესაბამის ოპერატიულ ცენტრებს, გეგმავს და ახორციელებს სამოქალაქო უსაფრთხოების პრევენციულ ღონისძიებებს, შეიმუშავებს და ამტკიცებს რისკის მართვის გეგმებსა და საგანგებო მართვის გეგმებს;‘‘. 5. ამოღებულ იქნეს: ა) მე-9 მუხლის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი; ბ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ‘‘ და ,,ზ‘‘ ქვეპუნქტები; გ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები