„საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016136
8
17/02/2015
ვებგვერდი, 23/02/2015
010250020.35.130.016136
„საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2015 წლის 17 თებერვალი

ქ. საჩხერე

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №42 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 29/10/2014წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.130.016119) და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1.

1. საჩხერის მუნიციპალიტეტი დაიყოს 13 ადმინისტრაციულ ერთეულად, დანართი №1–ის შესაბამისად.

2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული  ცენტრია ქალაქი საჩხერე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე