ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ

ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 300390000.10.003.018494
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
109
10/03/2015
ვებგვერდი, 12/03/2015
300390000.10.003.018494
ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (12/03/2015 - 11/05/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №109

2015 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 

ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ

მუხლი 1
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესა­ხებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძ­ველ­ზე:

1. ქალაქ ქუთაისში, 359251.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშ­ნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის მისამართი: ქალაქი ქუთა­ისი, ავტომშენებლის ქ. №88, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №03.01.21.358) შეიქ­მნას ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინ­დუს­ტრი­ული ზონა (შემ­დგომში - ქუთაისის ჰუალინგის თიზ), 30 წლის ვადით.

2. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ორგანიზატო­რის/ადმინისტრა­ტო­რის უფ­­­ლე­ბამოსილებას განახორციე­ლებს შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“ (საიდენტი­ფიკაციო კოდი: №212921999).

3. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების ვადის დაწყებად გა­ნი­საზღვროს არა უგვიანეს 2015 წლის პირველი ოქტომბრისა.

4. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების დაწყების მიზ­ნით, ორ­განიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის 30 მაისამდე, უზრუნველყოს „შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“-ს მიერ ქ. ქუთაისში, ავტომშე­ნებ­­ლის ქუჩის ჩრდილოეთით, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე თავისუფა­ლი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საჭი­რო პირობების განსაზღვ­რის თაობაზე“ სსიპ - შემოსავლების სამსა­ხურის უფროსის 2014 წლის 18 დეკემბრის №52841 ბრძანებაში მითი­თებული:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობებისა და სპეციალური ტექნიკის განთავსება თიზ-ის ორგანიზატორის მიერ წარ­დგენილი სიტუაციური გეგმის შესაბამისად;

ბ) სპეციალიზებული საავტომობილო სასწორის განთავსება;

გ) საქონლის დათვალიერების ადგილის გამოყოფა და შესაბამისად აღჭურვა (სასწორი,  გადმოტვირთვა-დატვირთვის სპეციალური ტექნიკა);

დ) საბაჟო დეკლარაციის შევსების, აღრიცხვის მოწმობის გამოწერის, კონტროლიდან მოხსნისათვის აუცილებელი კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის არსებობა და შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრო­ნულ ბაზასთან სამსახურის მიერ განსაზღვრული სიმძლავრის კავშირის უზრუნველყოფა;

ე) საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა გამოსახულების ჩამწერი და მიმდინარე რეჟიმში შემოსავლების სამსახურისათვის გადაცემის ტექნი­კუ­რი საშუალებებით;

ვ) სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების განთავსებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტექნიკა-დანადგარებით აღჭუ­რ­ვა.

5. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით დაშვე­ბულ იქნეს მხოლოდ საქონლის, საავტომობილო ტრანსპორტისა და ფე­ხით მოსიარულეთა გადაადგილება.

6. ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ტერიტორიაზე ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შეტანა განხორციელდეს მხო­ლოდ იმ შემთხვევაში, თუ თიზ-ის ორგანიზატორის მიერ უზრუნ­ველ­ყოფილი იქნება საბაჟო გამშვები პუნქტის აღჭურვა კონტრო­ლის განხორ­ციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურითა და ტექნიკა-დანადგარე­ბით.

7. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის რენტგენო-სკანერით აღჭურვა განახორციელოს მოთხოვნიდან ერთი წლის განმავლობაში.

8. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, უზრუნველ­ყოს ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ტერიტორიისა და საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგე­ნილი წესის შესაბამისად.

9. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის პირველი მაისისა, საქართველოს მთავრო­ბასთან გააფორმოს „თა­ვისუ­ფალი ინდუსტრიული ზონის შე­ქმ­ნის, მოწყობისა და ფუნქციო­ნირების წესების დამტკიცების შე­სახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთვა­ლდე­ბულებათა შე­სა­ხებ ხელშეკრულება, თიზ-ის ფუნქციონირების დაწ­ყებიდან 2020 წლის ჩათვლით განსახორციელებელ ვალდებუ­ლებებ­თან დაკავშირებით, ხოლო 2021 წლიდან თიზ-ის ფუნქციონირების ვადის ამო­წურვამდე განსახორციელებელ ვალდებულებებთან დაკავში­რებით - არა უგვიანეს 2020 წლის პირველი დეკემბრისა.

10. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2015 წლის პირველი ივლისისა, შეიმუშაოს და საქარ­თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხ­მებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გა­ნა­შენიანების რეგულირების გეგმა „თავისუფალი ინდუსტრი­ული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქ­ციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავ­რობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული პირო­ბების შესაბამისად.

11. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, ქუთაისის ჰუალინგის  თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვა­დაში, წარადგინოს შესაბამისი გარანტია „თავისუფალი ზონის შექმ­ნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმ­ნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.

12. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ის ფუნქციონირების მთელი პერიოდის განმავლობაში უზ­რუნ­ველ­ყოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრუ­ლება.

მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა­მინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზ­რუნ­ველყონ აღნიშნული დადგენილების შესრულების მიზნით, კა­ნონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციე­ლება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი