საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05/46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016171
05/46
19/03/2015
ვებგვერდი, 20/03/2015
040030000.22.054.016171
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/46

2015 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის“ თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის -კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის  2010 წლის 11 მარტის N3/38 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე



საჯარო სამართლის იურიდიული პირის კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი“ (შემდგომში ცენტრი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 25 დეკემბრის N697 დადგენილების პირველი მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 თებერვლის N92 ბრძანებულებით შექმნილი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის -კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის“ უფლებამონაცვლეს.

2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.

3. ცენტრის სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი“.   

4. ცენტრის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.

5. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. N76ბ.


მუხლი 2. ცენტრის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
1. ცენტრის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:

ა) საქართველოში კლასიკური მუსიკის განვითარება და პოპულარიზაცია, ამ სფეროში არსებული მდიდარი ტრადიციებისა და მემკვიდრეობის დაცვა;

ბ) კლასიკური მუსიკის სფეროში მუსიკოსთა პროფესიული დონის ამაღლება;

გ) მოსწავლე ახალგაზრდობისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესება;

დ) კულტურის სფეროში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესების ხელშეწყობა;

ე) ქართველ მსმენელში გემოვნების მაღალი სტანდარტების დანერგვა;

ვ) საერთაშორისო კლასისა და მნიშვნელობის მუსიკალური ფესტივალის – თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ქება ვაზისა”, საერთაშორისო მასტერკლასების აღდგენა და ყოველწლიურად ჩატარება განახლებული სახელითა („თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“) და ფორმატით.

ზ) მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ დებულებით დასახული მიზნების მიღწევას.

2. ცენტრის ძირითად ამოცანებსა და საქმიანობას წარმოადგენს:

ა) თანამედროვე ქართული მუსიკალური შემოქმედების სტიმულირება, საკონცერტო, საფესტივალო საქმიანობა – „თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის” ყოველწლიური ჩატარება;

ბ) ნიჭიერი შემოქმედებითი კადრების დაოსტატება – საგანმანათლებლო პროგრამების მასტერკლასების, სემინარების და სხვა ღონისძიებების ჩატარება;

გ) ეროვნული და მსოფლიო პროფესიული მუსიკალური ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშებისა და შემსრულებლების მოსახლეობის ფართო ფენებში პოპულარიზაცია – პროპაგანდა;

დ) კახეთის რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ ცენტრად გადაქცევის ხელშეწყობა.

3. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ცენტრი უფლებამოსილია:

ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების განსაზღვრაში (რეპერტუარის არჩევა, მუსიკოსთა მოწვევა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაცია);

ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი პროდუქციის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გასცეს თანხმობა საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემის ნაწარმოების ჩაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;

გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც სახელმწიფო, ისე – კერძო ორგანიზაციებთან;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა განხორციელებას;

ე) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს ცენტრის შინაგანაწესი, განსაზღვროს ცენტრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს სხვადასხვა პროექტები, (მათ შორის ერთობლივი), შემსრულებელთა გაცვლა საზღვარგარეთის ქვეყნებთან;

ზ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულებების შესაბამისად;

თ) განახორციელოს ინდივიდუალური საკონცერტო მოღვაწეობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; ორგანიზება გაუწიოს და თავად მოაწყოს მუსიკალური, საქველმოქმედო და კომერციული აქციები, მათ შორის კონკურსები, ფესტივალები, ფორუმები, გასვლითი კულტურული პროგრამები, სხვა სახის ღონისძიებები;

ი) მონაწილეობა მიიღოს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების სხვადასხვა ორგანიზაციების  მიერ შემოთავაზებულ მუსიკალურ და სხვა სახის კულტურულ ღონისძიებებში, დადოს მათთან შესაბამისი ხელშეკრულებები;

კ) დაამყაროს შემოქმედებითი ურთიერთობები სხვა მუსიკალურ ორგანიზაციებთან ნაწარმოებების შესასრულებლად და/ან ჩასაწერად; საჭიროების შემთხვევაში საკონცერტო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს სოლისტი-შემსრულებლები, ორკესტრები, ანსამბლები და ა.შ.;

ლ) აწარმოოს ჩაწერები აუდიო- და ვიდეომატარებლებზე, ინტერნეტში, გადაიღოს ვიდეოფილმები, აწარმოოს საკუთარი შემოქმედებითი პროდუქციის რეალიზაცია და/ან გაქირავება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;

მ) ჩამოაყალიბოს მის სტრუქტურაში შემავალი შემოქმედებითი ჯგუფები, შემოქმედებითი დაოსტატების მიზნით, თავისი პროფილის შესაბამისი სასწავლო სტუდიები;

ნ) დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

ო)  კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განახორციელოს სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი სერთიფიკატის გაცემა, საქართველოს მთავრობის  2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილების შესაბამისად.  

4. ცენტრი ვალდებულია:

ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „კულტურის შესახებ”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად;

ბ) წარმართოს შრომითი (მათ შორის სახელშეკრულებო) ურთიერთობანი საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული გარიგებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;

დ) დაიცვას ცენტრის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები.


მუხლი 3. ცენტრის მართვა და სტრუქტურა
1. ცენტრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. ცენტრის მართვას ახორციელებენ ცენტრის გენერალური სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური მენეჯერი;

3. ცენტრს ჰყავს სამხატვრო საბჭო, რომელიც წარმოადგენს სათათბირო ორგანოს.

4. ცენტრის გენერალურ სამხატვრო ხელმძღვანელს და გენერალურ მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.

5. ცენტრის გენერალური სამხატვრო ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს ცენტრის სტრატეგიულ და შემოქმედებით საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

ბ) ხელმძღვანელობს ცენტრის სამხატვრო საბჭოს და სხვა სათათბირო შემოქმედებით ჯგუფებს;

გ) ცენტრის გენერალურ მენეჯერთან ერთად შეიმუშავებს ცენტრის შინაგანაწესს.

6. ცენტრის გენერალური მენეჯერი:

ა) არის ცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის ორგანიზაციულ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და შედეგზე;

ბ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს ცენტრის სახელით;

გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად განაგებს ცენტრის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პაუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე;

დ) წყვეტს ცენტრის მუშაკების მოწვევა-გათავისუფლების საკითხს;

ე) საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობს ცენტრის სამხატვრო საბჭოს და სხვა სათათბირო ჯგუფს;

ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;

ზ) უფლებამოსილია ცენტრის პერსონალის შერჩევის მიზნით გამოაცხადოს კონკურსი;

თ) პასუხისმგებელია მუსიკალური ღონისძიებების მიმდინარეობაზე და უზრუნველყოფს მის ტექნიკურ მხარეს;

ი) უფლებამოსილია საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს ხელფასების დანამატები და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარება;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

ლ) ცენტრის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აცხადებს და ახორციელებს თანამშრომელთა კონკურსსა და ატესტაციას;

მ) უფლებამოსილია მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი;

ნ) უფლებამოსილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარუდგინოს ცენტრის მართვის სტრუქტურული გეგმა, ფინანსური რესურსების მართვის სტრატეგია, ცენტრის ბიუჯეტი;

ო) უფლებამოსილია მოიზიდოს დამატებითი ფინანსური და მატერიალური რესურსები;

პ) ცენტრის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადება ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად წარუდგინოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.

7. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) ბუღალტერია.


მუხლი 4. ცენტრის სათათბირო ორგანო – სამხატვრო საბჭო
1. სამხატვრო საბჭო არის ცენტრის მთავარი სათათბირო ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ცენტრის მხატვრულ-შემოქმედებით მიმართულებებს.

2. სამხატვრო საბჭოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას ამტკიცებს ცენტრის გემერალური სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც იმავდროულად არის სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე.

3. სამხატვრო საბჭოს სხდომების პერიოდულობა განუსაზღვრელია და მათ საჭიროების შემთხვევაში იწვევს თავმჯდომარე.

4. სამხატვრო საბჭოს სხდომებზე განიხილება ცენტრის შემოქმედებითი განვითარების სტრატეგია, საბჭოს თავმჯდომარისა და წევრების მიერ დასმული საკითხები.

5. სამხატვრო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი და იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა.

6. სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარის დროებითი არყოფნის შემთხვევაში სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს სამხატვრო საბჭოს ერთ-ერთი


მუხლი 5. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს  მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;

2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.


მუხლი 6. ცენტრის ქონება
1. ცენტრს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც ცენტრის სხვა ქონებასთან ერთად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

2. ცენტრს  მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ)  თავდებობა;

დ) ცენტრის საშტატო ნუსხის, საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, პრემიების, ჯილდოებისა და ფინანსური დახმარების, ასევე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა/გაცემა, კვების ობიექტის მოწყობა;

ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.

4. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.


მუხლი 7. ცენტრის დაფინანსების წყაროები
1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) გრანტები და შემოწირულობანი;

ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ)ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე)ცენტრის მიერ ბილეთებისა და აბონიმენტების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი  ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება  ცენტრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.


მუხლი 8. ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
1. ცენტრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.

2. ცენტრი წლის დასაწყისში ადგენს განვლილი წლის წლიურ ბალანსს და დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

3. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი  ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.


მუხლი 9. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.


მუხლი 10. ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.