წყალქვეშ სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წეესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ

  • Word
წყალქვეშ სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წეესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 215
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 09/08/1985
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 30/08/1985
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.001.000.013
  • Word
215
09/08/1985
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 30/08/1985
020.080.000.05.001.000.013
წყალქვეშ სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წეესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის

ბრძანებულება

წყალქვეშ სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ

(ამონარიდი)

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

3. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შემდეგი ცვლილებები:

დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1831 მუხლი:

    „მუხლი 1831. წყალქვეშ სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წესების დარღვევა

წყალქვეშ სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წესების დარღვევა,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათიდან ოცდაათ მანეთამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ, თანამდებობის პირთა ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ.

იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ, თანამდებობის პირთა ორმოცდაათიდან ას მანეთამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ;

206-ე მუხლში ციფრები 180-183 შეიცვალოს ციფრებით 180-1831“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი

თბილისი,

1985 წლის 9 აგვისტო.

№215XI