საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 408
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 16/10/1985
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10-ის დანართი, 31/10/1985
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.014
408
16/10/1985
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 10-ის დანართი, 31/10/1985
020.000.000.05.001.000.014
საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის

ბრძანებულება

საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

„ლოთობასთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 მაისის, „სამხედრო საავტომობილო ინსპექციისათვის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ზოგიერთი საქმის განხილვის უფლების მინიჭების შესახებ“ 1985 წლის 12 თებერვლის, „სსრ კავშირის სახელმწიფო ჯილდოების მიმართ უკანონო მოქმედებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ“ 1985 წლის 5 მარტის, „სამხედრო აღრიცხვის წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ“ 1985 წლის 30 ივლისის, „ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე“ 1985 წლის 14 აგვისტოს ბრძანებულებების და „ლოთობისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების, არაყის შინ გამოხდის აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 24 მაისის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

I. შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები საქართველოს სსრ შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:

1. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ. №1, მუხ. 10; 1973 წ., № 6, მუხ. 98; 1982 წ. №12, მუხ. 371):

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 2101 მუხლი:

მუხლი 2101. სსრ კავშირის ორდენის, მედლის, საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის ყიდვა, გაყიდვა, გაცვლა, აგრეთვე ყალბის გაკეთება ან განზრახ განადგურება

სსრ კავშირის ორდენის, მედლის, საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის ყიდვა, გაყიდვა, გაცვლა ან სხვა სასყიდლიანი გადაცემა –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, აგრეთვე სსრ კავშირის ყალბი ორდენის, მედლის, საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის გაკეთება ან განზრახ განადგურება, ან მათი სხვაგვარი შებილწვა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე“.

2. 1691 და 173-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1691. სპირტიანი სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა

სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოთა მუშაკების მიერ არაყით და სხვა სპირტიანი სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევა, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის ან საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომების გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ორასიდან სამას მანეთამდე, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებში მუშაობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამიდან ხუთ წლამდე“.

მუხლი 173. შინნახადი მაგარი სპირტიანი სასმელების გამოხდა, გასაღება, შენახვა

გასაღების მიზნის გარეშე შინნახადი არაყის, ჭაჭის, არაკას, თუთის არაყის, ბრაგის ან სხვა მაგარი სპირტიანი სასმელების შინ გამოხდა ან შენახვა, გასაღების მიზნის გარეშე მათი გამოსახდელი აპარატების დამზადება ან შენახვა –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე.

გასაღების მიზნით შინნახადი არაყის, ჭაჭის, არაკის, თუთის არაყის, ბრაგის ან სხვა მაგარი სპირტიანი სასმელების შინ გამოხდა ან შენახვა, ანდა გასაღების მიზნით მათი გამოსახდელი აპარატების დამზადება ან შენახვა, აგრეთვე აღნიშნული სპირტიანი სასმელების ან აპარატების გასაღება –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ანდა ჯარიმით ხუთასიდან ათას მანეთამდე.

ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მოქმედებანი, ჩადენილი განმეორებით –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ქონების კონფისკაციით“.

3. 230-ე მუხლში:

სათაური და პირველი ნაწილის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 230. ბუნაგის შენახვა და მაჭანკლობა

გარყვნილების ბუნაგის შენახვა – “;

 დაემატოს მუხლს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:

„სპირტიანი სასმელების სმისათვის ბუნაგების მოწყობა ან შენახვა, აგრეთვე ამ მიზნებისათვის სადგომების სისტემატური დათმობა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე“.

4. 2361 მუხლში სიტყვები „თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ორასიდან სამას მანეთამდე“.

5. 241-ე მუხლის სათაურში სიტყვა „ტრანსპორტის“ შეიცვალოს სიტყვებით „სატრანსპორტო საშუალებების“.

6. 243-ე მუხლში:

სათაურში სიტყვა „ავტომოტოტრანსპორტის“ შეიცვალოს სიტყვებით „სატრანსპორტო საშუალებათა“;

პირველ ნაწილში სიტყვები „ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა ან სხვა თვითმავალი მანქანების“ შეიცვალოს სიტყვებით „სატრანსპორტო საშუალებების, ესე იგი ყველა სახის ავტომობილების, ტრაქტორების და სხვა თვითმავალი მანქანების, ტრამვაი-ტროლეიბუსების, აგრეთვე მოტოციკლებისა და სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა“;

მესამე ნაწილში სიტყვები „ავტომოტოტრანსპორტის საშუალებათა ან სხვა თვითმავალი მანქანების“ შეიცვალოს სიტყვებით „სატრანსპორტო საშეალებათა“.

II. საქართველოს სსტ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11; 1985 წ.,  № 2, მუხ. 23):

1. 126-ე მუხლში:

პირველ ნაწილში ციფრები „234-ე, 2411“ შეიცვალოს სიტყვებით „234-ე მუხლით, 2411 მუხლის პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილებით“;

მეოთხე ნაწილში ციფრები „237-241-ე, 2412“  შეიცვალოს სიტყვებით „237-241-ე მუხლებით, 2411 მუხლის მეორე ნაწილით, 2412“.

2. მე-400 მუხლში სიტყვები „2411 მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით „2411 მუხლის პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილებით:“.

 

III. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421):

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 491, 851, 852, 853, 1751, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 2071 მუხლები:

    „მუხლი 491. ცხოველთა სამყაროზე სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევა

ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების თვითნებური დათმობა, აგრეთვე სხვა გარიგებანი, რომლებიც აშკარად თუ ფარული ფორმით არღვევენ ცხოველთა სამყაროზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას, ასევე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით თვითნებური სარგებლობა, რისთვისაც ნებართვის მიღებაა საჭირო, –

გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.“.

    „მუხლი 851. მცენარეთა დაცვის იმ საშუალებებისა და სხვა პრეპარატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რომლებმაც ზარალი მიაყენეს ცხოველთა სამყაროს

მცენარეთა დაცვის საშუალებების, ზრდის სტიმულატორების, მინერალური სასუქებისა და სხვა იმ პრეპარატების ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რომლებმაც ზარალი მიაყენეს ცხოველთა სამყაროს, –

გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.“.

    მუხლი 852. ცხოველთა სამყაროთი სარგებლობის წესის დარღვევა, აგრეთვე წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთა სახეობათა შენარჩუნებისათვის ზარალის მიმყენებლად მიჩნეულ ცხოველთა ან მცენარეთა უკანონო შემოზიდვა

ნაკრძალებსა და სხვა განსაკუთრებით დაცულ ტერიტორიებზე ცხოველთა სამყაროთი სარგებლობის დადგენილი წესის დარღვევა, აგრეთვე სსრ კავშირის წითელ წიგნსა ან საქართველოს სსრ წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთა სახეობების შენარჩუნებისათვის ზარალის მიმყენებლად მიჩნეულ ცხოველთა ან მცენარეთა სსრ კავშირში უკანონო შემოზიდვა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე.

    მუხლი 853. იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა მოსპობა ან სხვა ისეთ მოქმედებათა ჩადენა, რასაც შეიძლება მოჰყვეს ასეთ ცხოველთა დაღუპვა, მათი რიცხვის შემცირება ან ბინადრობის გარემოს დარღვევა

სსრ კავშირის წითელ წიგნში ან საქართველოს სსრ წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთა სახეობებს მიკუთვნებულ იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგების და სხვა ნაგებობათა განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს ასეთ ცხოველთა დაღუპვა, მათი რიცხვის შემცირება ან ბინადრობის გარემოს დარღვევა, ანდა ამ ცხოველთა მოპოვება მოპოვების ნებართვაში მითითებულ პირობათა დარღვევით, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა – ას მანეთამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ.“.

    „მუხლი 1751. უკანონო მოქმედებანი სახელმწიფო ჯილდოების მიმართ

სსრ კავშირის ორდენის, მედლის, საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის ან საორდენო ბაფთებისა და მედლების ბაფთების თამასაზე ტარება იმ პირის მიერ, რომელსაც საამისო უფლება არა აქვს, აგრეთვე სსრ კავშირის ორდენის, მედლის, საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის უკანონო შენახვა, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.

საქართველოს სსრ საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის ყიდვა, გაყიდვა, გაცვლა ან სხვა სასყიდლიანი გადაცემა, აგრეთვე საქართველოს სსრ საპატიო წოდების სამკერდე ნიშნის ტარება იმ პირის მიერ, რომელსაც საამისო უფლება არა აქვს, ანდა მისი უკანონო შენახვა, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე.“.

    „მუხლი 1961. სამხედრო კომისარიატში გამოძახებაზე გამოუცხადებლობა

გასაწვევ უბანზე მიწერისათვის სამხედრო კომისარიატში გამოძახებაზე მოქალაქის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზის გარეშე, –

გამოიწვევს გაფრთხილებას.

    მუხლი 1962. სამხედრო კომისარიატებში იმ ახალგაზრდების სიების წარუდგენლობა, რომლებიც მიწერილ უნდა იქნენ გასაწვევ უბნებზე

საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, სასწავლებლების ხელმძღვანელთა ან სამხედრო-სააღრიცხვო მუშაობისათვის პასუხისმგებელ სხვა პირთა და სახლის მეპატრონეთა მიერ სამხედრო კომისარიატებში დადგენილ ვადაში იმ ახალგაზრდების სიების წარუდგენლობა, რომლებიც მიწერილ უნდა იქნენ გასაწვევ უბნებზე, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათიდან ოც მანეთამდე.

აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.

    მუხლი 1963. სამუშაოზე იმ სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთა მიღება, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არ არიან აყვანილი

საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, კოლმეურნეობების და სასწავლებლების ხელმძღვანელთა ან სხვა თანამდებობის პირთა მიერ სამუშაოზე (სასწავლებლად) იმ სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთა მიღება, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არ არიან აყვანილი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ოც მანეთამდე.

აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.

    „მუხლი 1964. სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთათვის სამხედრო კომისარიატებში გამოძახების შეუტყობინებლობა

საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, კოლმეურნეობებისა და სასწავლებლების ხელმძღვანელთა ან სამხედრო-სააღრიცხვო მუშაობისათვის პასუხისმგებელ სხვა თანამდებობის პირთა მოქმედება, რომლებმაც სამხედრო კომისარიატების მოთხოვნით ვერ უზრუნველყვეს სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთათვის კომისარიატებში გამოძახების შეტყობინება ან დააბრკოლეს მოქალაქეთა დროზე გამოცხადება შესაკრებ პუნქტებში თუ გასაწვევ უბნებზე, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათიდან ოც მანეთამდე.

ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.

    მუხლი 1965. სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთა პირველადი აღრიცხვისათვის საჭირო დოკუმენტების არადროული წარდგენა, აგრეთვე მათთვის სამხედრო კომისარიატებში გამოძახების შეუტყობინებლობა

საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციების, იმ საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ, რომლებიც სახლების ექსპლუატაციას ახორციელებენ, ან სამხედრო-სააღრიცხვო მუშაობისათვის პასუხისმგებელ სხვა თანამდებობის პირთა, აგრეთვე სახლის მეპატრონეთა მიერ სამხედრო კომისარიატებსა და სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებში, რომლებსაც დაკისრებული აქვთ სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთა პირველადი აღრიცხვა, სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ან აღრიცხვიდან მოხსნის გასაფორმებლად საბინაო დავთრების, ჩაწერის ბარათებისა და სამხედრო ვალდებულ ან ახალწვეულ მობინადრეთა სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტების (სამხედრო ბილეთების, გასაწვევ უბნებზე მიწერის მოწმობების) არადროული წარდგენა, აგრეთვე მათთვის სამხედრო კომისარიატებში გამოძახების შეუტყობინებლობა, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათიდან ოც მანეთამდე.

ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.

    „მუხლი 1966. სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთა შესახებ ცნობების შეუტყობინებლობა

საექიმო-შრომითი საექსპერტო კომისიების თანამდებობის პირთა მიერ, რომლებსაც ევალებათ სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებათა მეშვეობით შეატყობინონ სამხედრო კომისარიატებს ცნობები ინვალიდებად ცნობილი ყველა სამხედრო ვალდებულისა და ახალწვეულის შესახებ, ინვალიდობის ჯგუფის მიუხედავად, ასეთი ცნობების შეუტყობინებლობა, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათიდან ოც მანეთამდე.

მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოების თანამდებობის პირთა მოქმედება, რომლებმაც არ შეატყობინეს რაიონულ (საქალაქო) სამხედრო კომისარიატებს ცნობები სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთა მიერ გვარის, სახელის, მამის სახელის შეცვლის, მათი დაბადების თარიღისა და ადგილის შესახებ მოქალაქეობრივი მდგომარეობის ჩაწერის აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, აგრეთვე სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთა გარდაცვალების რეგისტრაციის შემთხვევების შესახებ, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათიდან ოც მანეთამდე.

ამ მუხლის პირველ ან მეორე ნაწილებში გათვალისწინებულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოციდან ორმოცდაათ მანეთამდე.“.

    „მუხლი 2071. ლოთობასა, ალკოჰოლიზმსა და ნარკომანიასთან ბრძოლის კომისიები

სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებთან არსებული ლოთობასა, ალკოჰოლიზმსა და ნარკომანიასთან ბრძოლის კომისიები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 155-ე და 169-ე მუხლებით.“.

2. 21-ე მუხლში:

პირველი ნაწილის შემდეგ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

„მასალები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საფუძვლებლით გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ კოდექსის 119-ე, 122-ე, 126-ე, 155-ე, 159-ე, 168-171-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის, შეიძლება განსახილველად გადაეცეს აგრეთვე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ ლოთობასთან ბრძოლის კომისიას.“;

მეორე ნაწილი ჩაითვალოს მესამე ნაწილად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ კოდექსის 50-ე, 119-ე, 122-ე, 126-ე, 155-ე, 159-ე, 161-ე, 166-ე, 168-171-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩამდენთა მიმართ გამოყენებული საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომების შესახებ ადმინისტრაცია საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილი ლოთობასთან ბრძოლის კომისია, ამხანაგური სასამართლო ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოვალენი არიან ათი დღის ვადაში აცნობონ მასალების გამომგზავნ ორგანოს (თანამდებობის პირს).“.

3. 29-ე მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „საბრძოლო მასალების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ნადირობის სხვა იარაღების“.

4. 85-ე და 86-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 85. ცხოველთა ბინადრობის გარემოს დაცვის, ზოოლოგიური კოლექციების შექმნის და ამ კოლექციებით ვაჭრობის წესების დარღვევა, აგრეთვე ცხოველთა თვითნებური გადასახლება, აკლიმატიზაცია და შეჯვარება

ცხოველთა ბინადრობის გარემოსა და მიგრაციის გზების დაცვის, ზოოლოგიური კოლექციების შექმნის, შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვის, ზოოლოგიური კოლექციებით ვაჭრობის წესების დარღვევა, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და ზოოლოგიური კოლექციების საზღვარგარეთ გადაგზავნისა და გაზიდვის წესების დარღვევა, ასევე ცხოველთა თვითნებური გადასახლება, აკლიმატიზაცია და შეჯვარება, –

გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე.

    მუხლი 86. ნადირობის და თევზჭერის წესების, აგრეთვე ცხოველთა სამყაროთი სხვა სახის სარგებლობის წესების დარღვევა

ნადირობის, თევზჭერის და თევზის მარაგის დაცვის, აგრეთვე ცხოველთა სამყაროთი სხვა სახის სარგებლობის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ას მანეთამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების თოფებისა და ცხოველთა მოპოვების სხვა იარაღებისა და სხვაგვარი საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო ან უამისოდ.

ნადირობის წესების უხეში დარღვევა (ნადირობა სათანადო ნებართვის გარეშე ან აკრძალულ ადგილებში, ან აკრძალულ ვადებში, აკრძალული იარაღით თუ საშუალებებით), აგრეთვე ნადირობის სხვა წესების სისტემატური დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორმოცდაათ მანეთამდე, თანამდებობის პირთა ას მანეთამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების თოფების და სხვა სანადირო იარაღების კონფისკაციით ან უამისოდ, ან მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისათვის ნადირობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე, თოფების და სხვა სანადირო იარაღების კონფისკაციით ან უამისოდ.“.

5. 87-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 119-ე მუხლში:

პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მათ მიერ“, ხოლო სიტყვები „ოცდაათიდან ას მანეთამდე“, „ერთ წლამდე“, შესაბამისად, შეიცვალოს სიტყვებით „ასი მანეთით“, „ერთიდან სამ წლამდე“.

მეორე ნაწილი ამოღებულ იქნეს.

7. 122-ე მუხლში სიტყვები „ოცდაათიდან ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ასი მანეთით“.

8. 123-ე მუხლში:

პირველსა და მეორე ნაწილებში სიტყვები „ოცდაათიდან ას მანეთამდე“, „ერთ წლამდე“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „ასი მანეთით“, „ერთიდან სამ წლამდე“.

9. 126-ე მუხლში სიტყვები „ოცდაათიდან ას მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ასი მანეთით“.

10. 155-ე მუხლში სიტყვები „ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორმოცდაათიდან ას მანეთამდე“.

11. 159-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 159. წვრილმანი სპეკულაცია

გამორჩენის მიზნით არყისა და სხვა სპირტიანი სასმელების, აგრეთვე ფართო მოხმარების საქონლის და სოფლის მეურნეობის პროდუქტების, საკასო და სასაქონლო ჩეკებისა და ტალონების, სანახაობით და სხვა დაწესებულებათა ბილეთების, წიგნების, ნოტების, გრამფირფიტების, მაგნიტოფონების, ვიდეოფონების, კასეტების და სხვა ფასეულობათა შესყიდვა და გადაყიდვა მცირე რაოდენობით, თუ გამორჩენის ოდენობა არ აღემატება ოცდაათ მანეთს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას მანეთამდე, სპეკულაციის საგნების კონფისკაციით.“.

12. 168-ე მუხლში სიტყვები „ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ოცდაათიდან ას მანეთამდე“.

13. 169-ე და 171-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 169. სპირტიანი სასმელების სმა წარმოებაში

წარმოებაში (სამუშაო ადგილებზე, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების შენობებში და ტერიტორიაზე) სპირტიანი სასმელების სმა ან სამუშაოზე არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.

ოსტატების, უბნების, ცვლების, საამქროების უფროსების და სხვა ხელმძღვანელების მონაწილეობა წარმოებაში ხელქვეით მუშაკებთან ერთად სპირტიანი სასმელების სმაში ან მათ მიერ ზომების მიუღებლობა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირთა სამუშაოსაგან ჩამოსაშორებლად, ან მათი ხელქვეითი მუშაკების მიერ სპირტიანი სასმელების სმის, ანდა სამუშაოზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადების შემთხვევების დამალვა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას მანეთამდე.“.

    „მუხლი 171. საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმა ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა

სპირტიანი სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც სპირტიანი სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოციდან ოცდაათ მანეთამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის ზომების გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ორჯერ დაედო ადმინისტრაციული სახდელი საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმისათვის ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას მანეთამდე, ანდა გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ორ თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების მიღება ჩაითვლება არასაკმარისად, – ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით თხუთმეტ დღე-ღამემდე.

საზოგადოებრივ ადგილებში თექვსმეტ წლამდე მოზარდების მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა, აგრეთვე მათ მიერ სპირტიანი სასმელების სმა, –

გამოიწვევს მშობლების ან მათი შემცვლელი პირების დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.“.

14. 170-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მათ შემცვლელ“, ხოლო სიტყვები „ოცდაათ მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ორმოცდაათიდან ას მანეთამდე“.

15. 172-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „ამ კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილით, 171-ე მუხლის მესამე ნაწილით“ შეიცვალოს სიტყვებით „171-ე მუხლის მეოთხე ნაწილით“.

16. 197-ე და 198-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 197. სამხედრო აღრიცხვის წესების დარღვევა

სამხედრო ვალდებულთა და ახალწვეულთა მიერ საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ სსრ კავშირის კანონის 89-92-ე მუხლებით დადგენილი სამხედრო აღრიცხვის წესების დარღვევა, აგრეთვე სამხედრო კომისარიატში გამოძახებაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზების გარეშე ან სააღრიცხვო ორგანოსათვის, სადაც სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფებიან, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, განათლების, სამუშაო ადგილისა და თანამდებობის შეცვლის შესახებ ცნობების არადროულად შეტყობინება, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.

    მუხლი 198. სამხედრო ბილეთის განზრახ გაფუჭება ან მისი დაკარგვა დაუდევრობით

სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტების (სამხედრო ბილეთებისა და გასაწვევ უბნებზე მიწერის მოწმობების) განზრახ გაფუჭება ან დაუდევრად შენახვა, რასაც მოჰყვა მათი დაკარგვა, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ათ მანეთამდე.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათიდან ორმოცდაათ მანეთამდე“.

17. 205-ე მუხლში:

პირველ ნაწილს ციფრის „49-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „491“; სიტყვების „84-ე მუხლით (გარდა სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმხორციელებელი ორგანოების მითითებათა შეუსრულებლობის შემთხვევებისა)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „85-ე, 851, 853 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევების საქმეებისა)“; ციფრი „168-ე“ შეიცვალოს ციფრით „169-ე“, ციფრის „174-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1751“, ხოლო ციფრის „196-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1962-1966“;

მეორე ნაწილს სიტყვების „ამ კოდექსის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „491 მუხლით“; სიტყვების „84-ე მუხლით (გარდა სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმხორციელებელი ორგანოების მითითებათა შეუსრულებლობის შემთხვევებისა)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „85-ე, 851, 853 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევების საქმეებისა)“; ციფრი „168-ე“ შეიცვალოს ციფრით „169-ე“; ციფრის „174-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1751“, ხოლო ციფრის „196-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1962-1966“; ნაწილს დაემატოს სიტყვები „თუ დასახლებული პუნქტები ძნელად მისადგომია ან მნიშვნელოვნადაა დაშორებული რაიონულ ცენტრს, კომისიებს შეუძლიათ გამონაკლისის წესით განიხილონ აგრეთვე ამ კოდექსის 168-ე მუხლით და 171-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები. ამგვარი დასახლებული პუნქტების ნუსხას აწესებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო“.

18. 206-ე მუხლს სიტყვების „ამ კოდექსის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „491, 85-ე, 851, 853 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევების საქმეებისა)“; ამავე მუხლში ციფრი „168-ე“ შეიცვალოს ციფრებით „169-ე, 1751“; ნაწილს დაემატოს სიტყვები „თუ დასახლებული პუნქტები ძნელად მისადგომია ან მნიშვნელოვნადაა დაშორებული რაიონულ ცენტრს, სახალხო დეპუტათა სადაბო, სასოფლო საბჭოების აღმასრულებელ კომიტეტებს შეუძლიათ გამონაკლისის წესით განიხილონ აგრეთვე ამ კოდექსის 168-ე მუხლით და 171-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები. ასეთი დასახლებული პუნქტების ნუსხას აწესებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო“.

19. 207-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „169-ე მუხლის მესამე ნაწილით“; სიტყვები „171-ე მუხლის მესამე ნაწილით“ შეიცვალოს სიტყვებით „171-ე მუხლის მეოთხე ნაწილით“.

20. 208-ე მუხლს ციფრის „166-ე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მუხლებით, 171-ე მუხლის მესამე ნაწილით“.

21. 209-ე მუხლში:

პირველ ნაწილში სიტყვები „166-ე მუხლებით, 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 171-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით“ შეიცვალოს სიტყვებით „166-ე, 168-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით“;

მეორე ნაწილის პირველ პუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვები „169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 171-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით“; სიტყვების „შინაგან საქმეთა ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, ხოლო ამ კოდექსის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „168-ე მუხლით, 171-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით“; პუნქტს დაემატოს სიტყვები „გაფრთხილებისა ან დაჯარიმებისა“. აღნიშნულ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე აბზაცი: „ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 168-ე მუხლით და 171-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, გარდა ამისა ტრანსპორტზე შინაგან საქმეთა ორგანოების, სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების შინაგან საქმეთა განყოფილებებთან (სამმართველოებთან) გათანაბრებული შინაგან საქმეთა სხვა ორგანოების უფროსებს ან მათ მოადგილეებს, აგრეთვე შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში არსებულ მილიციის განყოფილებათა უფროსებს“.

22. 220-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 220. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს ორგანოები

სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 116-ე მუხლით, 117-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლის მესამე ნაწილით (რომლებიც ჩადენილია სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების – სამხედრო მოსამსახურეთა და შეკრებაზე გაწვეულ სამხედრო ვალდებულთა მიერ), 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით.

სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ:

1) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით, – რაიონის (ქალაქის) სამხედრო კომისრებს;

2) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 116-ე მუხლით, 117-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლის მესამე ნაწილით სამხედრო საავტომობილო ინსპექციის თანამდებობის პირებს: უფროსს ან მის მოადგილეს, სამხედრო საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარეს, უფროს ინსპექტორს, ინსპექტორს, აგრეთვე სამხედრო საავტომობილო ინსპექციის შტატგარეშე ინსპექტორებად დადგენილი წესით დანიშნულ ოფიცრებს, პრაპორშჩიკებსა და მიჩმანებს – გაფრთხილების სახით.

მასალებს სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების – სამხედრო მოსამსახურეთა და შეკრებაზე გაწვეულ სამხედრო ვალდებულთა მიერ ჩადენილ იმ დარღვევათა შესახებ, რისთვისაც ადმინისტრაციულ სახდელად მხოლოდ ჯარიმაა გათვალისწინებული, სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით სამხედრო საავტომობილო ინსპექცია გადასცემს შესაბამის მეთაურებს (უფროსებს) სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების მიხედვით ბრალეულთა პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად.

ოქმებს სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების – სამხედრო მოსამსახურეთა და შეკრებაზე გაწვეულ სამხედრო ვალდებულთა მიერ ჩადენილ იმ დარღვევათა შესახებ, რისთვისაც შეიძლება დადებულ იქნეს ადმინისტრაციული სახდელი სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის სახით, სამხედრო საავტომობილო ინსპექცია სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს მიერ სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დადგენილი წესით გადასცემს სახელმწიფო საავტომობილო ინსპექციას.“.

23. 225-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 225. თევზდაცვის ორგანოები

თევზდაცვის ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილით (თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევისათვის).

თევზდაცვის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ: სსრ კავშირის თევზის მეურნეობის სამინისტროს მთავართევზმშენის უფროსსა და მის მოადგილეებს, თევზის მარაგის დაცვის, კვლავწარმოების და თევზჭერის რეგულირების სააუზო სამმართველოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, აღნიშნული სააუზო სამმართველოების თევზდაცვის განყოფილებათა უფროსებს, თევზდაცვის ორგანოების უფროს და რაიონულ ინსპექტორებს.“.

24. 227-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების „86-ე მუხლით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(ნადირობის წესების დარღვევებისათვის)“.

25. 242-ე მუხლის პირველ ნაწილს ციფრების „128-130-ე მუხლებით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე 116-ე მუხლით, 117-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების – სამხედრო მოსამსახურეთა და შეკრებაზე გაწვეულ სამხედრო ვალდებულთა მიერ სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში)“.

26. 243-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტყით სარგებლობის ან ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევისას და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ კანონმდებლობის სხვა დარღვევებისას ოქმის შედგენის მიზნით, თუ დარღვევის ადგილზე დამრღვევის პიროვნების დადგენა შეუძლებელია, სახელმწიფო და საუწყებო სატყეო დაცვის მუშაკებს, ხოლო საკოლმეურნეო ტყეებში ჩადენილი დარღვევებისათვის – კოლმეურნეობათა ან საკოლმეურნეობათაშორისო სატყეო მეურნეობათა (სატყეოთა) ტყის დაცვის მუშაკებს, ნადირობის წესების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების, თევზდაცვის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ცხოველთა სამყაროს დაცვასა და გამოყენებაზე სახელმწიფო და საუწყებო კონტროლის განმხორციელებელი სხვა ორგანოების თანამდებობის პირებს, ნაკრძალებისა და სხვა განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების თანამდებობის პირებს, აგრეთვე მილიციის მუშაკებს შეუძლიათ ამ სამართალდარღვევათა ჩამდენი პირები მიიყვანონ მილიციაში ან სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის შენობაში. დამრღვევი შეიძლება მიიყვანონ აგრეთვე სახალხო რაზმელებმა, ბუნების დაცვის საზოგადოებრივმა ინსპექტორებმა, მონადირეობის საზოგადოებრივმა ინსპექტორებმა, თევზდაცვის ორგანოების საზოგადოებრივმა ინსპექტორებმა და საზოგადოებრივმა სატყეო ინსპექტორებმა.“.

27. 246-ე მუხლში:

პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1) შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობის, უცხოური ვალუტით და საგადასახადო დოკუმენტებით უკანონო ოპერაციების, წვრილმანი სპეკულაციის, საზოგადოებრივ ადგილებში სპირტიანი სასმელების სმის ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ კანონმდებლობის სხვაგვარი დარღვევების, აგრეთვე სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“;

დაემატოს მუხლს შემდეგი შინაარსის მეოთხე პუნქტი:

„4) სამხედრო საავტომობილო ინსპექციის თანამდებობის პირებს – მძღოლების ან სხვა პირების მიერ, რომლებიც მართავენ სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებებს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევებში;“.

28. 248-ე მუხლის მესამე ნაწილში სიტყვები „ნადირობის წესების დაცვაზე ზედამხედველობის განმხორციელებელი ორგანოების“ შეიცვალოს სიტყვებით „ნადირობის წესების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმხორციელებელი ორგანოების“.

29. 249-ე მუხლში:

პირველ ნაწილს დაემატოს სიტყვები „ჩამორთმეული სსრ კავშირის ორდენი, მედალი, სსრ კავშირის ან საქართველოს სსრ საპატიო წოდების სამკერდე ნიშანი უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს, ხოლო თუ ის უცნობია, გაეგზავნოს შესაბამისად სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს ან საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს“;

მეოთხე ნაწილს დაემატოს სიტყვები „მოწმობას ამოიღებენ სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით“.

30. 252-ე მუხლის მეორე ნაწილს ციფრის „166-ე“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მუხლებით, 171-ე მუხლის მესამე ნაწილით“.

31. 261-ე მუხლს მეორე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

„ამ კოდექსის 168-ე მუხლით და 171-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ მათი ჩადენის ან დამრღვევის საცხოვრებელ ადგილას“;

მესამე და მეოთხე ნაწილები შესაბამისად ჩაითვალოს მეოთხე და მეხუთე ნაწილებად.

32. 262-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „166-ე, 173-ე მუხლებით“, შეიცვალოს სიტყვებით „166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 173-ე მუხლით“.

33. 264-ე მუხლს და 267-ე მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „ამხანაგური სასამართლოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ ლოთობასთან ბრძოლის კომისიის“.

34. 269-ე მუხლში სიტყვები „50-ე, 166-ე, 169-ე, 171-ე მუხლებით“ შეიცვალოს სიტყვებით „50-ე, 119-ე, 122-ე, 126-ე, 159-ე, 166-ე, 168-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით“.

35. 272-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეხუთე პუნქტი:

„5) სამხედრო საავტომობილო ინსპექციის თანამდებობის პირის დადგენილება გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, რომელიც დაფიქსირებულია სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, – ზემდგომ თანამდებობის პირთან, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს საჩივარი“.

36. 295-ე მუხლში:

მეორე აბზაცში სიტყვების „ამ კოდექსის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „853 მუხლით, 86-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევების შესახებ საქმეებისა)“;

მესამე აბზაცს სიტყვების „181-ე მუხლის მეორე ნაწილით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „1831 მუხლით“;

მეოთხე აბზაცში სიტყვები „86-ე, 196-ე მუხლებით“ შეიცვალოს სიტყვებით „86-ე მუხლით, ნადირობის წესების დარღვევისათვის), 196-ე მუხლით“;

მეოთხე აბზაცის შემდეგ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი აბზაცი:

„თევზდაცვის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას (თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევებისათვის)“;

მეხუთე და მეექვსე აბზაცები შესაბამისად ჩაითვალოს მეექვსე და მეშვიდე აბზაცებად.

IV. საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ. 661) დაემატოს შემდეგი შინაარსის 151  მუხლი;

მუხლი 151იმ მოქალაქეთა ქმედუნარიანობის შეზღუდვა, რომლებიც ეძალებიან სპირტიან სასმელებს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს

მოქალაქეს, რომელიც ეძალება სპირტიან სასმელებს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ამის გამო თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს, სასამართლომ შეიძლება შეუზღუდოს ქმედუნარიანობა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. მასზე წესდება მზრუნველობა, მას შეუძლია დადოს ქონების განკარგვის გარიგებანი, აგრეთვე მიიღოს და განკარგოს ხელფასი, პენსია ან სხვა სახის შემოსავალი მხოლოდ მზრუნველის თანხმობით, გარდა წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებების დადებისა.

თუ მოქალაქე აღარ ეძალება სპირტიან სასმელებს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, სასამართლო გააუქმებს მისი ქმედუნარიანობის შეზღუდვას. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდება მასზე დაწესებული მზრუნველობა“.

V. საქართველოს სსრ  1964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსში  (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., № 36, მუხ. 662) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 50-ე მუხლის პირველ ნაწილს სიტყვების „ქმედუნარიანობის არმქონე მოქალაქეთა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები“ და შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა“.

2. 253-ე მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3) მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად და სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო არაქმედუნარიანად აღიარების შესახე“.

3. 28-ე თავის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად ან სულით ავადმყოფობისა თუ ჭკუასუსტობის გამო არაქმედუნარიანად აღიარება“.

4. 267-ე მუხლში:

პირველ ნაწილში სიტყვები „საქმე სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო მოქალაქის არაქმედუნარიანად აღიარების შესახებ“ შეიცვალოს სიტყვებით „საქმე იმ მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ, რომელიც ეძალება სპირტიან სასმელებს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, ანდა მოქალაქის არაქმედუნარიანად აღიარების შესახებ სულით ავადმყოფობის თუ ჭკუასუსტობის გამო“;

მეორე ნაწილს სიტყვის „მოქალაქის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „შეზღუდულ ქმედუნარიანად ან“.

5. 268-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმის დამადასტურებელი გარემოებანი, რომ პირი, რომელიც ეძალება სპირტიან სასმელებს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს.  

მოქალაქის არაქმედუნარიანად აღიარების შესახებ განცხადებაში უნდა აღინიშნოს გონებრივი მოშლილობის დამადასტურებელი გარემოებანი, რის შედეგად პირს არ შეუძლია შეიგნოს თავის მოქმედებათა მნიშვნელობა და განაგოს ისინი“.

6. 270-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი ნაწილი:

„საქმეს მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ სასამართლოს განიხილავს თვით მოქალაქის, აგრეთვე პროკურორის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით“.

პირველი ნაწილი ჩაითვალოს მეორე ნაწილად.

7. 271-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე აღიარებულია შეზღუდულ ქმედუნარიანად ან არაქმედუნარიანად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის წარმოადგენს საფუძველს შეზღუდული ქმედუნარიანისათვის მზრუნველის, ხოლო არაქმედუნარიანისათვის მეურვის დასანიშნავად“.

8. 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

„საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 151 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს, თვით მოქალაქის, მისი მზრუნველის, აგრეთვე ამ კოდექსის 267-ე მუხლში ჩამოთვლილი პირებისა და სახელმწიფო ორგანოების განცხადებით გამოაქვს გადაწყვეტილება მოქალაქის ქმედუნარიანობის შეზღუდვის გაუქმების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდება მოქალაქეზე დაწესებული მზრუნველობა“.

9. 273-ე მუხლში:

პირველ ნაწილში სიტყვის „მოქალაქის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „შეზღუდულ ქმედუნარიანად ან“;

მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თუ სასამართლო დაადგენს, რომ ოჯახის წევრები, რომლებმაც განცხადება შეიტანეს, არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ მოქალაქისათვის ქმედუნარიანობის შეგნებულად უსაფუძვლო შეზღუდვის ან ჩამორთმევის მიზნით, ყველა სასამართლო ხარჯი მათ დაეკისრებათ“.

VI. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს სსრ 1972 წლის 15 ივნისის კანონის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1972 წ., №6, მუხ. 101) 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 62. ქრონიკული ალკოჰოლიკების მკურნალობა

ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებული მოვალეა გაიაროს სპეციალური მკურნალობის სრული კურსი ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში.

ქრონიკული ალკოჰოლიკები, რომლებიც თავს არიდებენ ნებაყოფლობითს მკურნალობას ან აგრძელებენ ლოთობას მკურნალობის შემდეგ, იძულებითი მკურნალობისა და შრომითი აღზრდა-გარდაქმნისათვის დადგენილი წესით გაიგზავნებიან სამკურნალო შრომითს პროფილაქტორიუმებში ვადით ერთიდან ორ წლამდე.

მძიმე თანამდევი სნეულებებით დაავადებული ქრონიკული ალკოჰოლიკები რაც ხელს უშლის მათ ყოფნას სამკურნალო-შრომითს პროფილაქტორიუმებში, I და II ჯგუფის ინვალიდები, 60 წელს გადაცილებული მამაკაცები და 55 წელს გადაცილებული ქალები, რომლებიც თავს არიდებენ ნებაყოფლობითს მკურნალობას ან განაგრძობენ ლოთობას მკურნალობის შემდეგ იძულებითი მკურნალობისათვის დადგენილი წესით გაიგზავნებიან სპეციალურ ნარკოლოგიურ განყოფილებებში ვადით სამი თვიდან ერთ წლამდე“.

VII. „ქრონიკული ალკოჰოლიკების იძულებითი მკურნალობისა და შრომითი აღზრდა-გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 28 აგვისტოს ბრძანებულებაში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1975 წ., №8, მუხ. 163; 1982 წ., № 12, მუხ. 377):

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესდეს, რომ ქრონიკული ალკოჰოლიკები მოვალენი არიან გაიარონ სპეციალური მკურნალობის სრული კურსი ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში.

ქრონიკული ალკოჰოლიკები, რომლებიც თავს არიდებენ ნებაყოფლობით მკურნალობას ან აგრძელებენ ლოთობას მკურნალობის შემდეგ, იძულებითი მკურნალობისა და შრომითი აღზრდა-გარდაქმნისათვის გაიგზავნებიან სამკურნალო-შრომითს პროფილაქტორიუმებში ვადით ერთიდან ორ წლამდე“.

2. მე-2 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქრონიკული ალკოჰოლიკების პროფილაქტორიუმებში გაგზავნის საკითხს საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივების, სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავების შუამდგომლობით, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, არა უმეტეს ათი დღის ვადაში ღია სასამართლო სხდომაზე განიხილავს რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლო იმ პირის თანდასწრებით, რომლის მიმართაც აღძრულია შუამდგომლობა და მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (იმ პირების მიმართ, რომლებსაც არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, – შუამდგომლობის აღძვრის მომენტისათვის სამყოფელი ადგილის მიხედვით). საჭირო შემთხვევებში სხდომას უნდა ესწრებოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივების ან სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, აგრეთვე ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები“.

3. მე-7 მუხლში:

მესამე ნაწილში სიტყვები „საერთო საფუძველზე“ შეიცვალოს სიტყვებით „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“;

მეხუთე და მეექვსე ნაწილებში სიტყვები „რაიონული (საქალაქო)“, „რაიონული საქალაქო“ შეიცვალოს სიტყვებით „რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული“.

4. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

„101. მძიმე თანამდევი სნეულებებით დაავადებული ქრონიკული ალკოჰოლიკები, რაც ხელს უშლის მათ ყოფნას სამკურნალო-შრომითს პროფილაქტორიუმებში, I და II ჯგუფის ინვალიდები, 60 წელს გადაცილებული მამაკაცები და 55 წელს გადაცილებული ქალები, რომლებიც თავს არიდებენ ნებაყოფლობითს მკურნალობას ან განაგრძობენ ლოთობას მკურნალობის შემდეგ, იძულებითი მკურნალობისათვის გაიგზავნებიან სპეციალურ ნარკოლოგიურ განყოფილებებში ვადით სამი თვიდან ერთ წლამდე.

აღნიშნულ პირებს სპეციალურ ნარკოლოგიურ განყოფილებებში აგზავნიან ამ ბრძანებულების მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული წესით.

სპეციალურ ნარკოლოგიურ განყოფილებებში მოთავსებულ პირებზე წარმატებითი სამკურნალო ზემოქმედებისას მათი იქ ყოფნის ვადა მკურნალობის ორთვიანი ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება შეამციროს რაიონულმა (საქალაქო) სახალხო სასამართლომ ადმინისტრაციის წარდგინებით, რომელიც სამედიცინო დასკვნაზეა დამყარებული. ვადის შემცირებას არ იყენებენ იძულებითი მკურნალობისათვის სპეციალურ ნარკოლოგიურ განყოფილებებში განმეორებით გაგზავნილ პირთა მიმართ“.

IX. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ლოთობისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სსრ 1972 წლის 28 დეკემბრის კანონი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1972 წ., № 12, მუხ. 248).

 

საქართველოს უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის თავმჯდომარე                                             . გილაშვილი

საქართველოს უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის მდივანი                                                       . ლაშქარაშვილი

თბილისი,

1985 წლის 16 ოქტომბერი.

№408–XI