ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11-42
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/05/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 450050020.35.101.016157
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11-42
08/05/2015
ვებგვერდი, 13/05/2015
450050020.35.101.016157
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (13/05/2015 - 02/08/2016)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11-42

2015 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, ასევე ,,კულტურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცებულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების თანდართული წესი.
2. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ამ წესის ამოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ადმინისტრაციული მექანიზმების ჩამოყალიბება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების

წ ე ს ი


მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და  სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წინამდებარე წესი (შემდგომში - წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა” და „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი ვრცელდება ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2. წესის მიზანია მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.


მუხლი 2. ძეგლის განთავსების საკითხის ინიციირება
1. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და  სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხის ინიცირების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

2. საკითხის ინიციირებისთვის დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომში მერია). ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ორგანოებში ამ თემაზე შესული განცხადებები კანონით დადგენილ ვადაში, ეგზავნება თბილისის მერიას.

3. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს: (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი).

ბ) ინფორმაციას მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და  სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების სასურველი ადგილმდებარეობის შესახებ.

გ) ინფორმაციას იმ პიროვნების, ფაქტის, ისტორიული მოვლენისა თუ კულტურულ-ეროვნული ღირებულების შესახებ, რომლის პატივის მისაგებადაც არის ინიცირებული მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და  სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების საკითხი.

დ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების მიზანშეწონილობის დასაბუთება.

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა რეკვიზიტებს.

4. თუ ობიექტის განთავსება მოთხოვნილია იმ ტერიტორიაზე ან შენობაზე, რომელიც არ არის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ან განმცხადებლის საკუთრება, განცხადებას თან უნდა დაერთოს შესაბამისი მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადებას შესაძლებელია, ასევე დაერთოს განსათავსებელი ობიექტის პროექტი, ესკიზი და მოდელი, შესასრულებელი მასალის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. საკითხის ინიცირების უფლება, ამ მუხლის პირველი-მესამე პუნქტებით დადგენილი წესისგან განხვავებული შესაბამისი პროცედურით, აქვს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებს.

 


მუხლი 3. მიზანშეწონილობის განხილვა
1. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ მსჯელობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია (შემდგომში - კომისია).

2. მერია ვალდებულია, კომისის საქმიანობის პროცესში უზრუნველყოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებისა და დარგობრივი ექსპერტების ჩართულობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე ხელს უწყობს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობას.

3. მერია ვალდებულია, უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და მიღებული გადაწყვეტილების საჯაროობა.

4. იმ პირის მემკვიდრე, რომლისთვისაც პატივის მისაგებად მოთხოვნილია მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსება, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობს მიზანშეწონილობის საკითხის განხილვაში.

5. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის შემდეგ, კომისია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი რეკომენდაციით:

ა) განსახილველი ობიექტის ქ. თბილისის ტერიტორიაზე განთავსების საკითხის მიზანშეწონილად ცნობის შესახებ;

ბ) განსახილველი ობიექტის ქ. თბილისის ტერიტორიაზე განთავსების საკითხის მიზანშეუწონლად ცნობის თაობაზე.

6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, განიხილავს კომისიის რეკომენდაციას და  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას, ობიექტის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს.

 


მუხლი 4. მიზანშეწონილობის კრიტერიუმები
1. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი (ქანდაკება), ობელისკი, მემორიალური დაფა და სხვა მემორიალური ობიექტი უნდა იყოს შინაარსობრივად მიზანშეწონილი, გამომდინარეობდეს კულტურული და სახელმწიფოებრივი ფასეულობებიდან. ამავე დროს, პროექტი არ უნდა ეწინააღმდებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობის მოთხოვნებს, მორალურ და ზნეობრივ ნორმებს, ასევე, მიზნად არ უნდა ისახავდეს დისკრიმინაციასა და პიროვნების შეურაცხყოფას.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის ან კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, დადგინდეს მიზანშეწონილობის დამატებითი პირობები.


მუხლი 5. ესკიზის გამოვლენის შესახებ კონკურსის გამოცხადება
1. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განთავსების საკითხის მიზანშეწონილად ცნობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მერიის ადმინისტრაცია აცხადებს კონკურსს შესაბამისი ობიექტის ესკიზის გამოვლენის მიზნით.

2. კონკურსი ტარდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ფორმით.

3. მერია უფლებამოსილია, ესკიზის შექმნის მიზნით არ გამოაცხადოს  კონკურსი იმ შემთხვევაში, როდესაც მერიის შესაბამის სამსახურს უკვე შექმნილი აქვს შესაბამისი ესკიზი ან როდესაც არსებობს სხვა გარემოება, რომელიც თავისი შინაარსით გამორიცხავს კონკურსის ჩატარების აუცილებლობას.

4. კონკურსის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას თან უნდა ახლდეს იმ კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა პასუხობდეს გამარჯვებული ესკიზი.

5. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის ესკიზის კონკურსის წესით გამოვლენის შემდგომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის N3/203 ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მასალებს წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) შესათანხმებლად.


მუხლი 6. ტენდერის გამოცხადება
1. მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის ესკიზის კონკურსის წესით გამოვლენისა და სამინისტროსგან შესაბამისი თანხმობის მიღების შემდგომ, მერიის ადმინისტრაცია იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ობიექტის განთავსებისთვის საჭირო სამუშაოების ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით შეძენის თაობაზე.

2. შესყიდვა, როგორც წესი, ხორციელდება ელექტრონული ტენდერის ფორმით. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს შესყიდვის სხვა საშუალებები.

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებისთვის არ არის აუცილებელი შესყიდვის განხორციელება. 


მუხლი 7. სამუშაოთა ან მისი ნაწილის გარეწყაროებიდან დაფინანსება
1.იმ შემთხვევაში, როდესაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს გამცხადებელი, რომელიც ითხოვს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსებას და ამავე დროს, კისრულობს ვალდებულებას, შეიმუშაოს ან წარმოადგინოს ობიექტის მზა ესკიზი, თვითმმართველობას უსასყიდლოდ გადასცეს უკვე დამზადებული ობიექტი ან განახორციელოს ობიექტის განთავსებასთან დაკავშირებული სამუშაოები საკუთარი რესურსებით, კომისია განიხილავს ობიექტის განთავსებისა და მისი გარეგნული იერსახის მიზანშეწონილობის საკითხს.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვითარებაში, კომისიის მიერ პროექტის მიზანშეწონილად ცნობის შემთხვევაში, პროექტის განხორციელებისას არ გამოიყენება ამ დადგენილების ის მუხლები, რომლებიც თავისი შინაარსით, არარელევანტურია განხორციელების პროცედურასთან.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურით მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების პროცედურის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა. 



ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.