საავტომობილო გზების შესახებ

საავტომობილო გზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 585
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 30/11/1994
სარეგისტრაციო კოდი 310.090.000.05.001.000.089
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
585
11/11/1994
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 30/11/1994
310.090.000.05.001.000.089
საავტომობილო გზების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

 

საავტომობილო გზების შესახებ

 

ამ კანონით განისაზღვრება საავტომობილო გზების სახეობები და სტატუსი.

ეს კანონი ადგენს საავტომობილო გზების მფლობელთა და საავტომობილო გზებით მოსარგებლეთა, აგრეთვე საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მფლობელ ორგანიზაციათა გზებით სარგებლობისა და დაცვის წესებს, გზათსარგებლობის (ინფრასტრუქტურის უტილიზაციის) საფასურის ოდენობას და გადახდის წესს, აწესებს მოთხოვნებს საავტომობილო გზების მოწყობილობისადმი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ყველა მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3161-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.207

I. ზოგადი დებულებანი

     მუხლი 1. საქართველოს   კანონმდებლობა საავტომობილო გზების შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა საავტომობილო გზების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 2. საავტომობილო გზების ცნება

1. საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალი საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთვებით და გაბარიტებით.

2. საავტომობილო გზის ცნებაში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილები, გაერთიანებულია:

ა) მიწის ვაკისი სავალი ნაწილი, ხიდები, გვირაბები, ესტაკადები, სატრანსპორტო კვანძები, წყალგამტარი ნაგებობები, საყრდენი კედლები, გზის გასწვრივ მდებარე საველოსიპედო და საცალფეხო ბილიკები, ასევე განსხვისების ზოლები და მის ფარგლებში არსებული სხვა საგზაო ნაგებობანი;

ბ) მოძრაობის მართვისა და რეგულირების, ტექნოლოგიური კავშირის, განათების მოწყობილობათა ელემენტები და სხვა ნაგებობანი, მათ შორის სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირები, რომლებიც საჭიროა საავტომობილო გზების ნორმალური მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირებისათვის;

გ) საავტომობილო გზების ზედა საჰაერო სივრცე სატრანსპორტო საშუალებებისათვის დადგენილი გაბარიტების ფარგლებში;

დ) თოვლდამცავი და ხმაურდამხშობი მოწყობილობანი, სატყეო თოვლდამცავი ზოლები, ზვავსაწინააღმდეგო, ღვარცოფსაწინააღმდეგო და წყალამრიდი ნაგებობანი, გასაჩერებელი და დასასვენებელი მოედნები და ავარიის საწინააღმდეგო ჯიბეები, რომლებიც შეიძლება განლაგებული იყოს განსხვისების ზოლის გარეთ;

ე) საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის შენობა-ნაგებობანი.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 3. საავტომობილო გზების სახეობანი და კლასიფიკაცია

1. საავტომობილო გზები თავისი დანიშნულებით იყოფა საერთო სარგებლობისა და საუწყებო გზებად.

2. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზები თავისი მნიშვნელობის მიხედვით იყოფა საერთშორისო შიდასახელმწიფოებრივი  და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებად.

3. საერთშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება საქართველოს და სხვა სახელმწიფოების ადმინისტრაციული, მნიშვნელოვანი სამრეწველო და კულტურული ცენტრების დამაკავშირებელი გზები.

4. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება:

ა) საქართველოს დედაქალაქის მნიშვნელოვან სამრეწველო და კულტურულ ცენტრებთან, ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ ცენტრებსა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები, აგრეთვე მათი შემოსავლელები და მათთან მისასვლელები საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებიდან;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციული ცენტრების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების, საქართველოს მნიშვნელოვანი სამრეწველო და კულტურული ცენტრების დამაკავშირებელი გზები;

გ) საქართველოს დედაქალაქთან, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებთან აეროპორტებისა და ნავსადგომების დამაკავშირებელი გზები.

5. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს შეიძლება მიეკუთვნოს გზები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი გზების მაჩვენებლებს, მაგრამ აქვს თავდაცვითი და სპეციალური მნიშვნელობა.

6. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. როგორც წესი, იგი გადაისინჯება 5 წელიწადში ერთხელ.

7. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მიეკუთვნება:

ა) მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ამავე მუნიციპალიტეტის დასახლებებთან დამაკავშირებელი გზები;

ბ) დასახლებების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელი გზები;

გ) მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული გზები, რომლებიც საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და საუწყებო საავტომობილო გზებს არ მიეკუთვნება;

დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის კურორტების, დასვენებისა და ტურიზმის ადგილების, სპორტული კომპლექსების, ისტორიული და კულტურული ძეგლების, სამეცნიერო ცენტრებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებთან (რომელთა ტერიტორიაზედაც მდებარეობს აღნიშნული ობიექტები) დამაკავშირებელი გზები, აგრეთვე უახლოეს რკინიგზის სადგურებთან, აეროპორტებთან, საზღვაო ნავსადგომებთან მისასვლელები საერთაშორისო შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებიდან.

8. ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს შეიძლება მიეკუთვნოს გზები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ ადგილობრივი გზების მაჩვენებლებს, მაგრამ აქვს თავდაცვითი და სპეციალური მნიშვნელობა.

9. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ან მუნიციპალიტეტის ორგანოები. როგორც წესი, იგი 3 წელიწადში ერთხელ გადაისინჯება.

10.  საუწყებო საავტომობილო გზებს მიეკუთვნება:

ა)  საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებიდან ორგანიზაციებთან მისასვლელი გზები;

ბ)  სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა დანიშნულების საწარმოების ტერიტორიებზე არსებული გზები;

გ)  არხების, მილგაყვანილობის, ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა კომუნიკაციებისა და ნაგებობების გასწვრივ გამავალი, აგრეთვე ჰიდროტექნიკურ და სხვა ნაგებობებთან მისასვლელი სამსახურებრივი და საპატრულო საავტომობილო გზები.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5424-სსმI, №38, 14.11.2007წ., მუხ.366

საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №855-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.280

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1035 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.  
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6874 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 4. საავტომობილო გზების ნუმერაციის, დასახელებისა და სიგრძის განსაზღვრის წესი

1. საავტომობილო გზების დასახელებაში უნდა შედიოდეს სახელწოდება საწყისი და ბოლო დასახლებული პუნქტებისა, რომლებსაც აკავშირებს გზა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ძირითადი შუალედური დასახელებული პუნქტების სახელწოდებაც. დაიშვება გზების დასახელება ბოლო დასახლებული პუნქტის სახელწოდების მიხედვით, გეოგრაფიული ან სხვა ობიექტების ისტორიული მნიშვნელობის და ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით.

2. საავტომობილო გზების კილომეტრაჟის გამოანგარიშებისათვის საწყის და ბოლო წერტილებად მიიღება:

ა) საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან გამავალი საავტომობილო გზებისათვის –თავისუფლების მოედანი;

ბ) დასახლებების ერთმანეთთან შემაერთებელი გზებისთვის − შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოს ადმინისტრაციული შენობები, ფოსტა ან დასახლების ცენტრში განლაგებული სახელმწიფო, მუნიციპალური და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობები;

გ) სხვა გზების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზებისათვის – შეუღლებული გზების ღერძების გადაკვეთა;

დ) გეოგრაფიული, ისტორიული ან სხვა ობიექტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზებისათვის – ამ ობიექტის საზღვრები.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6874 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 5. საქართველოს  უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენცია საგზაო მეურნეობის საკითხების რეგულირებაში

1. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობაშია:

ა) საქართველოს საგზაო მეურნეობის ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებთან ურთიერთობის რეგულირება;

ბ) საავტომობილო გზების სარგებლობის, დაცვისა და მოძრაობის წესების დადგენა;

გ) ახალი საერთშორისო და შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაყვანის საკითხის გადაწყვეტა.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 6. ავტონომიური რესპუბლიკების კომპეტენცია ადგილობრივი საგზაო მეურნეობის რეგულირებაში

ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა  გამგებლობას მიეკუთვნება:

ა) ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების საგზაო მეურნეობის ხელმძღვანელობა და მისი მართვის წესის დადგენა;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაცვისა და აღრიცხვის ორგანიზება;

გ) ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარებისა და გაუმჯობესების საკითხების გადაწყვეტა.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6874 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

II. საავტომობილო გზების მართვა

    მუხლი 7. საერთო სარგებლობის გზების მართვა

საერთო სარგებლობის გზებს მართავს ამ გზების მესაკუთრე, რომელიც ახორციელებს გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, შეკეთების, მოვლა-შენახვის სამუშაოებს.

    მუხლი 8. საუწყებო საავტომობილო გზების მართვა

საუწყებო საავტომობილო გზებს მართავენ ამ გზების მესაკუთრეები ან სხვა ორგანოები, რომლებსაც ეს გზები ხელშეკრულებით აქვთ გადაცემული.

    მუხლი 9. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოვალეობანი

1. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

11. (ამოღებულია).

2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალება:

ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, მოდერნიზება, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა და სრულქმნა, დამთავრებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების საექსპლუატაციოდ მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა, მოძრაობის ორგანიზების გაუმჯობესება;

გ) საავტომობილო გზების დაცვისა და გზებით სარგებლობის წესების შესრულების კონტროლი, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის შედგენა და წინადადებების მომზადება მათში ცვლილებების შესატანად;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა, აგრეთვე აუცილებელ შემთხვევაში ამ გზებზე აღნიშნულ პერიოდში ცალკეული სატრანსპორტო საშუალების გატარება.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1018-სსმI, №24, 0 1.08.2001წ., მუხ.96

საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5424-სსმI, №38, 14.11.2007წ., მუხ.366

საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №855-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.280

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2268-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.337

    მუხლი 10. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ქონების შედგენილობა

დეპარტამენტის ქონებაა მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, სხვა აქტივები, რომლებიც აისახება დეპარტამენტის ბალანსში

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 11. „საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის ქონების პრივატიზაცია

სახელმწიფო საკუთრების საავტომობილო გზებისა და საგზაო მომსახურების ორგანიზაციების პრივატიზაციის საკითხი წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

III. საგზაო დარგის დაფინანსება

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

მუხლი 12. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისა და განვითარების დაფინანსება

საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების დაპროექტების, მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვისა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსება ხდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ისე სხვა წყაროებით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №839-სსმI, №42, 31.12.2004წ., მუხ.218

მუხლი 13. საუწყებო საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისა და განვითარებისდაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა 

საუწყებო საავტომობილო გზების მოვლა-განვითარებას აფინანსებენ და ამისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფენ ამ გზების მფლობელები.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 14. კერძო და ფასიანი საავტომობილო გზები

1. კერძო საავტომობილო გზის მოწყობა ნებადართულია.

2. სახელმწიფო საკუთრების საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით ან გზების მონაკვეთებით სარგებლობის საფასურის დაწესება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ორ დასახლებულ პუნქტს შორის არსებობს პარალელური უფასო გზა.

3. გზებით ან გზების მონაკვეთებით სარგებლობის საფასური განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით და გამოიყენება ამავე გზების ან გზების მონაკვეთების მოვლა-შენახვისა და განვითარებისათვის.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 141. გზათსარგებლობის საფასურის და საფასურის გადამხდელის ცნებები

1. გზათსარგებლობის საფასური (შემდგომში – საფასური) – სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გადაიხდება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის.

2. საფასურის გადამხდელი – სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან მძღოლი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას/ტვირთის გადაზიდვას საბაჟო კონტროლით/ზედამხედველობით.

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3161-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.207

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, № 66 , 03. 12.2010წ., მუხ.414

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5962 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

    მუხლი 142.  საფასურის ოდენობა და გადახდის წესი

საფასურის ოდენობა, მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურები და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3161-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.207

     მუხლი 143. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ამ კანონის 141 მუხლის  მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებული ტვირთის გადაადგილებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი მარშრუტით, საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი 10 კმ-ის რადიუსში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში ან პირიქით.

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3161-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.207

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, № 66 , 03. 12.2010წ., მუხ.414

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5962 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

    მუხლი 14 4 . საფასურის ადმინისტრირება და პასუხისმგებლობა

1. საფასურის გადახდის გარეშე დაუშვებელია საბაჟო კონტროლს/ ზედამხედველობას დაქვემდებარებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება/ტვირთის გადაზიდვა.

2. საფასურის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი უფლებამოსილი ორგანო.

3. (ამოღებულია – 31.05.2011, №4718).

4. ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საფასური დაბრუნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3161-სსმI, №35, 12.07.2010წ., მუხ.207

საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, № 66 , 03. 12.2010წ., მუხ.414

საქართველოს 2011 წლის 31 მაისის კანონი №4718 - ვებგვერდი, 10.06.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5962 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

IV. საავტომობილო გზებით სარგებლობა

    მუხლი 15. საავტომობილო გზებით სარგებლობის წესი

1. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზები გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესის და საგზაო მოძრაობის წესების შესაბამისად.

2. საუწყებო საავტომობილო გზით სარგებლობის წესს განსაზღვრავს შესაბამისი უწყება, რომელსაც ეს გზა ეკუთვნის.

3. სატრანსპორტო საშუალებებმა უნდა იმოძრაონ გზის სავალ ნაწილზე. აკრძალულია მუხლუხა ან ლითონისბორბლებიანი მანქანების მოძრაობა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების შავსაფარიან სავალ ნაწილზე და გვერდულებზე. სატრანსპორტო საშუალებების გასატარებლად, რომელთა ღერძული დატვირთვა და გაბარიტები აღემატება ნორმატიულს, სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები (უცხოელების ჩათვლით) დადგენილი წესით იღებენ ნებართვას და თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები დააზიანებენ გზის ელემენტებს, დადგენილი წესით იხდიან აღდგენის საფასურს.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 16. შეზღუდვა და აკრძალვები საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის

    საავტომობილო გზებზე აკრძალულია:

ა) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების/სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის საგაბარიტო პარამეტრები ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და რომლის ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანამდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას. ამ ქვეპუნქტის მოქმედება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა  ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილ სრულ მასას აღემატება) არ ვრცელდება:

ა.ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად;

.) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისკენ საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით;

.) იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო ორგანოს განთავსების ადგილიდან უახლოესი, 25 კმ- ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისკენ, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისკენ საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით;

ბ) (ამოღებულია) ;

გ) გზების, საგზაო ნაგებობათა და განსხვისების ზოლის, აგრეთვე ხიდებისა და მილების ნახვრეტების, არხებისა და სადრენაჟო მოწყობილობათა გაჭუჭყიანება ან ჩახერგვა;

დ) შეუფუთავად გადაზიდვა ისეთი ტვირთისა, რომელიც აჭუჭყიანებს გზას ან განსხვისების ზოლს;

ე) სოფლის მეურნეობის პროდუქტების (მარცვლეულის, თივის და სხვა) გზაზე გამოტანა და დაყრა, აგრეთვე მასალების საწყობების მოწყობა, ნაგვის და თოვლის დაყრა;

ვ) ნავთობპროდუქტებისა და ქიმიურ ნივთიერებათა დაქცევის შესაძლებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, აგრეთვე გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვა;

ზ) პირუტყვის გადარეკა საგზაო ორგანოებთან შეთანხმებული ადგილების გარდა, აგრეთვე მისი უმეთვალყურეოდ ძოვება განსხვისების ზოლში;

თ) გზების ბლოკირება, საკონტროლო და შესამოწმებელი პუნქტების მოწყობა, დემონსტრაციების, სპორტული შეჯიბრებების, სხვა მასობრივ ღონისძიებათა მოწყობა, რომლებიც ცვლის მოძრაობის დადგენილ რეჟიმს, ასევე გზაზე ავტოტრანსპორტის შესვლა და გამოსვლა საამისოდ დაუდგენელ ადგილებში მუნიციპალიტეტების ორგანოების, საგზაო სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის ნებართვის გარეშე;

ი) რეკლამების დაყენება საგზაო ორგანოების ნებართვის გარეშე;

კ) გზის ვაკისზე ვაჭრობა;

ლ) საგზაო ნაგებობების, საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების, მწვანე ნარგავების, თოვლდამცავი მოწყობილობის და სხვა საგზაო ქონების დაზიანება;

მ) აღნიშნული შეზღუდვებისა და აკრძალვების უგულებელყოფა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს  კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2021-სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ.318

საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2515-სსმი, №59, 31.12.2005წ., მუხ.444

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3394-სსმI, №26, 17.07.2006წ., მუხ.215

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №68-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.90

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის  24  დეკემბრის კანონი №1832 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.

საქართველოს 2019 წლის 19 მარტის კანონი №4345 – ვებგვერდი, 27.03.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4917 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6874 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

     მუხლი 17. მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა

1. საავტომობილო გზებზე მოძრაობა დროებით შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მხოლოდ ავარიის ან სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, საგზაო-კლიმატური პირობების გამო ან სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას.

2. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილებას, ვადის მითითებით, იღებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე – შესაბამისი მუნიციპალიტეტები, ხოლო საუწყებო საავტომობილო გზებზე – ამ გზების მფლობელები.

3. საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტის ან შეზღუდვის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ვალდებულია დროულად გამოაცხადოს ეს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, რომელშიც უნდა მიეთითოს ასაქცევი გზები, აგრეთვე გზის ასეთი მონაკვეთების დასაწყისში უნდა დაიდგას შესაბამისი საგზაო ნიშნები და მიღებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები. თუ შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს, საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება აქვთ მოითხოვონ მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

4. თუ შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, აგრეთვე მიღებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომები, საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს უფლება არა აქვთ მოითხოვონ მოძრაობის დროებით შეწყვეტით ან შეზღუდვით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია.

საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5424-სსმI, №38, 14.11.2007წ., მუხ.366

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6874 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 18. საავტომობილო გზების სახელმწიფო კონტროლი

1. შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის მოთხოვნებთან საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მდგომარეობის შესაბამისობას აკონტროლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

2. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას კომისია სხვა დაინტერესებულ იურიდიულ პირთა მონაწილეობით.

  საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5424-სსმI, №38, 14.11.2007წ., მუხ.366

    მუხლი 19. საგზაო ორგანოების პასუხისმგებლობა

1. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე მდგომარეობის გამო მოძრაობის დროებით შეწყვეტისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ საგზაო ორგანოებს, გარდა დადგენილი წესით მოძრაობის შეწყვეტის შემთხვევებისა.

2. საგზაო ორგანოები ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ საავტომობილო გზებით მოსარგებლეებს ცუდი საგზაო პირობების შედეგად მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული ზარალი თუ ამ შემთხვევის მიზეზი იყო ის, რომ საგზაო ორგანოებმა მთლიანად ან ნაწილობრივ არ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობანი. მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ცუდ საგზაო პირობებთან დაკავშირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ მასალებს აფორმებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები იმ საგზაო ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელიც განაგებს საავტომობილო გზის შესაბამის მონაკვეთს.

4. საგზაო ორგანიზაციებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეს განიხილავს სასამართლო.

    მუხლი 20. საუწყებო საავტომობილო გზების მფლობელის პასუხისმგებლობა

პასუხისმგებლობა თავიანთ გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობისათვის ეკისრებათ საუწყებო საავტომობილო გზების მფლობელებს; ისინი ვალდებულნი არიან გზებით მოსარგებლეებს აუნაზღაურონ საგზაო პირობებით გამოწვეული ზარალი.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 21. გზებით მოსარგებლეების პასუხისმგებლობა

1. საავტომობილო გზებით მოსარგებლენი მგზავრობა-ტვირთზიდვის დროს ვალდებულნი არიან დაიცვან ამ კანონის მოთხოვნები და საგზაო მოძრაობის წესები.

2. საწარმოებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და მოქალაქეებს, რომელთა მიზეზით დაზიანდება გზის საფარი, გვერდულები, მიწის ვაკისი, დამცავი მოწყობილობა, ხიდები, გზაგამტარები, წყალამრიდი და სხვა ნაგებობანი, ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვალდებულნი არიან აანაზღაურონ მიყენებული ზარალი.

3. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მოდერნიზაციისას კომუნიკაციების გადატანა ხორციელდება იმ ორგანიზაციების ძალებით, რომელთა ბალანსზეც ირიცხება კომუნიკაციები, საგზაო ორგანოებთან ხელშეკრულების საფუძველზე; თუ კომუნიკაციები მოწყობილია არსებული ნორმების დარღვევით, მათი გადატანა ხდება მესაკუთრის ძალებითა და ხარჯებით.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54

    მუხლი 22. საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში შეუთანხმებელი მოქმედების აკრძალვა

1. საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია:

ა) ნებისმიერი სამშენებლო, სამელიორაციო, სასოფლო-სამეურნეო, გეოლოგიური ძიების სამუშაოები, კავშირგაბმულობის ხაზებისა და სხვა კომუმუნიკაციების გაყვანა, ახლის აშენება და არსებული ნაგებობების შეკეთება (მილსადენების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების ავარიის შემთხვევაში აღდგენა-შეკეთების სამუშაოების გარდა, რასაც დაუყოვნებლივ ატყობინებენ საგზაო ორგანოებს);

ბ) ტექნოლოგიური ტვირთზიდვის ორგანიზაცია;

გ) გარე განათებისა და გამწვანების მოწყობა;

დ) მოძრავი გასამართი პუნქტების, ჯიხურების, პავილიონების და სხვა ნაგებობების განლაგება;

ე) სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვის, გასაჩერებელი და სამრეცხაო მოედნის მოწყობა;

ვ) კაშხალების, გუბურების და სხვა მელიორაციულ და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მოწყობა, მდინარეების კალაპოტების გაღრმავება და ქვიშისა და ღორღის მოპოვება ერთი კილომეტრის მანძილზე ხიდების ზემოთ და ქვემოთ;

ზ) მდინარეზე, ხიდების ქვეშ, ხე-ტყის დაცურება;

თ) ხიდების ბურჯებთან ნავების ან სხვა სანაოსნო საშუალებათა მიდგომა, გზაგამტარების, ესტაკადებისა და ხიდების ქვეშ სადგომის, გასასვლელების, აგრეთვე ნავების სადგურებისა და სხვა რაიმე ნაგებობების მოწყობა;

2. ყველა იმ სამუშაოს წარმოება, რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზაციას ან ავტომანქანების სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს, გარდა საგზაო ორგანიზაციებისა, უნდა შეუთანხმდეს საგზაო პოლიციას.

3. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ორგანიზაციების, საწარმოების, დაწესებულებების და მოქალაქეების მიერ აშენებული შენობა-ნაგებობანი უნდა დაინგრეს თვითნებურად ამშენებელთა ხარჯზე.

    მუხლი 23. საავტომობილო გზებზე დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ყოველ ღონეს ხმარობს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომხდენი ან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების გასატანად გზის სავალი ნაწილიდან, რისთვისაც გამოიყენება შემხვედრი ტრანსპორტი და ამწე სატრანსპორტო საშუალებები.

2. სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტები, რომლებიც განკარგავენ მათი გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საავტომობილო გზებს, ვალდებული არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით ყველაფერი იღონონ გზის სავალი ნაწილიდან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ან ტვირთის გასატანად, ტექნიკური დახმარების გასაწევად ან გამაფრთხილებელი ნიშნების დასადგმელად.

3. საუწყებო საავტომობილო გზებზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებას ტექნიკურ დახმარებას უწევენ ამ გზების მფლობელები.

საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი №944-პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.54
საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5424-სსმI, №38, 14.11.2007წ., მუხ.366
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6874 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

    მუხლი 24. სამედიცინო დახმარება საავტომობილო გზებზე

საავტომობილო გზებზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევენ ამ გზებთან ყველაზე ახლოს განლაგებული სამედიცინო დაწესებულებები.

    მუხლი 25. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5424-სსმI, №38, 14.11.2007წ., მუხ.366

    მუხლი 26. საავტომობილო გზების განვითარებასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოება

საავტომობილო გზების შეკეთება, მოვლა-შენახვა, საექსპლუატაციოდ მიღება, საჭირო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება წარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მიღებული სტანდარტების, სამშენებლო ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების, ინსტრუქციებისა და დასრულებული საგზაო სამუშაოების მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5424-სსმI, №38, 14.11.2007წ., მუხ.366

საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №855-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.280

     მუხლი 261. შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა

1. შავი წერტილი არის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:

ა) ადამიანის  დაღუპვით  დასრულებული  არანაკლებ  4  საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა;

ბ) ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და ადამიანის დაღუპვით დასრულებული ჯამში არანაკლებ 10 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შავი წერტილების იდენტიფიცირებას ახდენს და მათ შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს და მუნიციპალიტეტების ორგანოებს მათ მართვაში  არსებული  საერთო  სარგებლობის  საავტომობილო გზების მიხედვით აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

3. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და მუნიციპალიტეტების ორგანოები მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო  გადაადგილების  უზრუნველყოფის  მიზნით  შესაბამისი  ღონისძიებების განსახორციელებლად შეიმუშავებენ წესებს. ეს წესები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შემუშავების შემთხვევაში მტკიცდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების მიერ შემუშავების შემთხვევაში − ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოების ნორმატიული აქტებით, ხოლო მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ შემუშავების შემთხვევაში − მუნიციპალიტეტების საკრებულოების დადგენილებებით.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და მუნიციპალიტეტების ორგანოები კოორდინირებულად უზრუნველყოფენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით წინადადებების/ანგარიშების მომზადებას.

საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6364 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

V. მიწების გამოყოფა და გამოყენება

    მუხლი 27. საავტომობილო გზების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის მიწის გამოყოფის წესი

1.  იმ საგზაო ორგანოებსა და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც გზებს აშენებენ და ექსპლუატაციას უწევენ, საავტომობილო გზების მმშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, აგრეთვე სპეციალური ზონების (დასასვენებელი ადგილები და სერვისის ობიექტები) შესაქმნელად, კარიერებისათვის მიწა მუდმივ ან დროებით სარგებლობაში გამოეყოფათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

VI. გარდამავალი დებულებანი

               საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №68-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.90

    მუხლი 28. გარდამავალი დებულებანი

2008 წლის 15 აგვისტომდე:

ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყონ „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის გაცემის წესში სათანადო ცვლილებების შეტანა;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ უზრუნველყოს „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ“ აფხაზეთის 2006 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისობა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონთან.

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №68-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.90

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

1994 წლის 11 ნოემბერი.

ქ. თბილისი,

№585

21. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6874-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 20. 23/06/2020 - საქართველოს კანონი - 6364-IIს - ვებგვერდი, 01/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 28/06/2019 - საქართველოს კანონი - 4917-IIს - ვებგვერდი, 04/07/2019 18. 19/03/2019 - საქართველოს კანონი - 4345-IIს - ვებგვერდი, 27/03/2019 17. 24/12/2013 - საქართველოს კანონი - 1832-რს - ვებგვერდი, 03/01/2014 16. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1035-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5962-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 14. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5293-IIს - ვებგვერდი, 111208012, 08/12/2011 13. 31/05/2011 - საქართველოს კანონი - 4718-Iს - ვებგვერდი, 110610085, 10/06/2011 12. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 11. 28/06/2010 - საქართველოს კანონი - 3161 - სსმ, 35, 12/07/2010 10. 04/12/2009 - საქართველოს კანონი - 2268 - სსმ, 45, 21/12/2009 9. 23/12/2008 - საქართველოს კანონი - 855 - სსმ, 40, 29/12/2008 8. 27/06/2008 - საქართველოს კანონი - 68 - სსმ, 12, 14/07/2008 7. 26/10/2007 - საქართველოს კანონი - 5424 - სსმ, 38, 14/11/2007 6. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3394 - სსმ, 26, 17/07/2006 5. 27/12/2005 - საქართველოს კანონი - 2515 - სსმ, 59, 31/12/2005 4. 09/11/2005 - საქართველოს კანონი - 2021 - სსმ, 48, 29/11/2005 3. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 839 - სსმ, 42, 31/12/2004 2. 20/07/2001 - საქართველოს კანონი - 1018 - სსმ, 24, 01/08/2001 1. 16/10/1997 - საქართველოს კანონი - 944 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997