საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 23/02/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 28/02/1995
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.096
23/02/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 28/02/1995
080.000.000.05.001.000.096
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

 

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის  სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

I. 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № I, მუხ. 10):

1. 163-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 163

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში კუპონების გამოყენების წესების დარღვევა

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში კუპონების გამოყენების წესების დარღვევა, ჩადენილი ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ, -

ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ასი მინიმალური ოდენობით, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო მიმოქცევაში კუპონების გამოყენების წესების დარღვევისათვის, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით“.

2. 1631 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1631

სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა

ლიცენზიის გარეშე სავალუტო ოპერაციების წარმოება ან მომსახურება, ჩადენილი ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიებათა გამოყენების შემდეგ, –

ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ორასი მინიმალური ოდენობით, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

იგივე ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევისათვის, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

უცხოური ვალუტის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებულ ოფიციალურ ფულად ერთეულზე (კუპონზე) გაცვლაზე ვალუტის გადამცვლელი დაწესებულების მუშაკის მიერ უარის თქმა, ჩადენილი ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით“.

3. 25-ე მუხლის მეოთხე ნაწილში სიტყვების „ცილისწამება (137-ე მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში კუპონების გამოყენების წესების დარღვევა (163-ე მუხლი); სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა (1631 მუხლი)“.

II. 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1960 წ., № I, მუხ. II)126-ე მუხლის მეოთხე ნაწილში ციფრის „162-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრები „163-ე, 1631“.

III. 1984 წლის 10 დეკემბერს მიღებულ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., № 12, მუხ. 421):

1. 178-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 178

სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა

ლიცენზიის გარეშე სავალუტო ოპერაციების წარმოება ან მომსახურება, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით, თანამდებობის პირთა – სამოცდაათი მინიმალური ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომის გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, – ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე.

უცხოური ვალუტის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებულ ოფიციალურ ფულად ერთეულზე (კუპონზე) გაცვლაზე უარის თქმა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოთხმოცი მინიმალური ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომის გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, - ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე“.

2. 208-ე მუხლში ციფრის „1772“ შემდეგ დაემატოს ციფრი „178-ე“.

3. 239-ე მუხლის  მეთხუთმეტე ნაწილში ციფრები „153-ე, 158-ე“ შეიცვალოს ციფრებით „153-ე. 1531, 158-ე, 178-ე“.

4. 252-ე მუხლის მეორე ნაწილში ციფრის „158-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი 178-ე“.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -

სახელმწიფო მეთაური                                                                         ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                                                 ვახტანგ გოგუაძე.

 

თბილისი, 1995 წლის 23 თებერვალი.