„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 343
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 470030000.10.003.018730
343
10/07/2015
ვებგვერდი, 13/07/2015
470030000.10.003.018730
„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №343

2015 წლის 10 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში (სსმ, №155, 29/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის“:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

 „ლ) იმუნიზაცია (2015 წლის 1 ოქტომბრიდან).“.

 2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13.  ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები განისაზღვრება შემდეგი სახით:

 

 

საერთო მოთხოვნები

შენიშვნა

1

ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშო,  ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები)   

ინფრასტრუქტურის მიმართ მოთხოვნები აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს  „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების იმ  მიმწოდებლებისათვის, რომლებიც იმუნიზაციის სერვისს აწვდიან სოფლის მოსახლეობას.

2

 

 

სამედიცინო ნარჩენების  უსაფრთხო სეგრეგაციის,  შეგროვების,  შენახვის,  გატანის,  

უტილიზაციის ან/და განადგურების კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა

აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს  „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების იმ  მიმწოდებლებისათვის, რომლებიც იმუნიზაციის სერვისს აწვდიან სოფლის მოსახლეობას.

3

დაწესებულების ეზო უნდა იყოს სუფთა და თავისუფალი ნარჩენებისგან

 

ეზოს არსებობის შემთხვევაში.

საერთო სარგებლობაში/

საკუთრებაში არსებული ეზოს სისუფთავის უზრუნველყოფა, ამ ტერიტორიაზე განთავსებული, ამ დადგენილებით გათვალისწინებული შეტყობინების წარმდგენი თითოეული სუბიექტის ვალდებულებაა.

აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს  „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების იმ  მიმწოდებლებისათვის, რომლებიც იმუნიზაციის სერვისს აწვდიან სოფლის მოსახლეობას.

4

დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების,  საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფა დადგენილი წესის შესაბამისად

 

5

პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის        

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო პირობას წარმოადგენს 2014 წლის 1 მაისიდან.

აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს  „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების იმ  მიმწოდებლებისათვის, რომლებიც იმუნიზაციის სერვისს აწვდიან სოფლის მოსახლეობას.

6

სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის  წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესით

 

7

სამედიცინო  პერსონალი, რომელთა სერტიფიკატი/კვალიფიკაცია  აკმაყოფილებს კანონმდებლობით  დადგენილ  მოთხოვნებს

 

8

სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტთათვის  თვალსაჩინო  ადგილას განთავსებული  ან  ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია, ამ დაწესებულების მიერ მიწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური (მ.შ. სადაზღვევო) პროგრამებით დაფარვის შესახებ

 

 

სამეანო-გინეკოლოგიური ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1

გინეკოლოგიური  სავარძელი

 

2

აღჭურვილობა და ხელსაწყოები ორსულთა პატრონაჟის განსახორციელებლად

 

 

ფთიზიატრიული ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1

ფთიზიატრიული მომსახურების კაბინეტი განთავსებული უნდა იყოს სხვა კაბინეტებისაგან იზოლირებულად

 

2

 პაციენტების მოსაცდელი დერეფნები და ექიმების კაბინეტები აღჭურვილი უნდა იყოს ვენტილაციით (რომელიც უზრუნველყოფს უარყოფით წნევას)  

 

 

რენტგენო-რადიოლოგიური ამბულატორიული სერვისის  შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

 

რენტგენის კაბინეტის საპროცედუროები, სხივური თერაპიისა და აგრეთვე, რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორატორიები, სადაც  განთავსებულია მაიონებელი  გამოსხივების წყაროები,  არ შეიძლება  განთავსებული იყოს ორსულთა პატრონაჟისა და პედიატრიული კაბინეტების მომიჯნავედ

საქართველოს გარემოსა და  ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია.

 

ინფექციური ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1

შესაბამისი კაბინეტი აღჭურვილი იყოს ვენტილაციით (რომელიც უზრუნველყოფს უარყოფით წნევას)

 

2

თხევადი ინფექციური ნარჩენების გაუვნებელყოფის უზრუნველყოფა

 

 

ქირურგიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1

საოპერაციო დარბაზში  მიკროორგანიზმებისა და ვირუსების არანაკლებ  95%-ის  ინაქტივაციის უზრუნველყოფა

 

2

უწყვეტი წყლითა და ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფა

 

 

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საქმიანობის (EMERGENCY) შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1

საოპერაციო  მცირე  ოპერაციებისა და ინვაზიური  ჩარევებისათვის

 

2

დაკვირვების  ავტომატური  სისტემა ძირითადი  სასიცოცხლო  ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რიტმი, არტერიული  წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის

 

3

შემდეგი  მოწყობილობები  რეანიმაციისათვის:

 სარეანიმაციო საწოლი, ხელოვნური  სუნთქვის  

აპარატი, ჟანგბადის წყარო,  ლარინგოსკოპი  და  

ენდოტრაქეალური მილები ყველა ასაკისათვის,  

დეფიბრილატორი

 

4

პაციენტთა  დროებითი  დაყოვნების პალატა/დარბაზი       

ერთ საწოლზე არანაკლებ 6მ2 ფართობით.

5

პრეჰოსპიტალური  სერვისის უზრუნველყოფა ან/და  რეფერალურ  ქსელში  ჩართულობის გეგმა

 

6

უწყვეტი  წყლითა  და  ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფა

 

 

სტომატოლოგიური საქმიანობის/მომსახურების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

 

სტომატოლოგიური კაბინეტისათვის ფართობი უნდა შეადგენდეს ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე - არანაკლებ 12 მ2-ს და ყოველ დამატებით სავარძელზე - არანაკლებ 6 მ2-ს

სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2014 წლის 1 მაისიდან.

სტომატოლოგიური კაბინეტის ფართობი - იზოლირებული სამუშაო სივრცის ფართობი, სადაც უშუალოდ განლაგებულია სტომატოლოგიური სავარძელი/სავარძლები.

 

იმუნიზაციის სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია

 

1

იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტი, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით  დადგენილ მოთხოვნებს

„სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების იმ  მიმწოდებლებს, რომლებიც  იმუნიზაციის სერვისს აწვდიან სოფლის მოსახლეობას, აღნიშნული სერვისის მიწოდების მიზნით, შეუძლიათ მათ სარგებლობაში არსებული ფართის გამოყენება.

2

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული ვაქცინაციის სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა.“.

 

 

მუხლი 2
იმუნიზაციის საქმიანო­ბის მიმწოდებლებმა, 2015 წლის 1 ოქტომბრამდე, უზრუნველყონ შე­სა­ბამისი ღონისძიებები,  დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ტექნი­კური რეგ­ლამენტით გათვალისწინე­ბულ მოთ­ხოვ­­ნებთან და სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შეტყობინება, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანო­ბის/მომ­სახურების დაწ­ყე­­ბის შესახებ.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი