ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1190
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 19/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.05.001.001.760
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1190
25/03/2005
სსმ, 15, 19/04/2005
040.090.000.05.001.001.760
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 05.02.2014, №1958)

 

საქართველოს კანონი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

      

პრეამბულა (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

     მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (შემდგომში – თვითმმართველი ერთეული) ქონების კატეგორიებს, მისი შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს (გარდა ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და განკარგვა რეგულირდება საქართველოს სპეციალური კანონმდებლობით), ასევე თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვით მიღებულ საქონელზე/მომსახურებაზე, თუ შესყიდვის მიზანი იყო შეძენილი საქონლის/მომსახურების შემდგომი განაწილება, დარიგება ან სხვაგვარი ფორმით განკარგვა, და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;

ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისება ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

3. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული, უძრავ ნივთზე უფლებათა წარმოშობისათვის სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის არსებობის აუცილებლობა.

საქართველო 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი 5422 - სსმ I , 38 14.11.200 7 წ., მუხ. 364

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445

    მუხლი 2. თვითმმართველი ერთეულის ქონება

1. თვითმმართველი ერთეულის ქონება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად:

ა) ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება – თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არის თვითმმართველობის განხორციელების საფუძველი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ თავისი საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;

ბ) დამატებითი ქონება – თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. თვითმმართველი ერთეულის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

4. თვითმმართველი ერთეულის დამატებითი ქონების გასხვისება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. თვითმმართველ ერთეულს ამ კანონით საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე შემდეგი სახის ძირითადი ქონება: გზები, ხიდები, გვირაბები, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები.

საქართველო 2006 წლის 23 ივნისის კანონი 3391 - სსმ I , 26 14.07.2006 წ., მუხ. 212

საქართველო 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი 5422 - სსმ I , 38 14.11.200 7 წ., მუხ. 364

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

    მუხლი 3. თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლება

1. თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. თვითმმართველი ერთეული ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია.

3. ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა ჩარევა თვითმმართველი ერთეულის ქონებრივი უფლებების საკითხებში დაუშვებელია, გარდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შემთხვევებისა.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებულნი არიან დაიცვან თვითმმართველი ერთეულის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები.

5. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ ან რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირებისაგან მოითხოვოს თვითმმართველი ერთეულის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესების დაცვა.

6. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველის (შემდგომ ქონების მმართველი) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველო 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი 5422 - სსმ I , 38 14.11.200 7 წ., მუხ. 364

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1892 - სსმ I, №33 09.11.2009 წ., მუხ.211

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6383 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.

 

თავი II. თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნა

    მუხლი 4. თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის წყაროები

თვითმმართველი ერთეულის ქონება იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის საფუძველზე:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით;

ბ) საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით;

გ) იმ ხდომილებათა შედეგად, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების წარმოშობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების შექმნით ან შეძენით.

საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5422 - სსმ I, №38 14.11.2007 წ., მუხ.364

     მუხლი 5. ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემა

სახელმწიფო თვითმმართველ ერთეულს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილი წესით, უსასყიდლოდ გადასცემს საკუთრებაში ქონებას, რომელიც საჭიროა თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445

    მუხლი 6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651  მუხლის 62  და 63  პუნქტებში აღნიშნული ობიექტებისა, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს ქონების მმართველი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თხოვნის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს – ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით.

2. ქონების მმართველი წარდგენილ თხოვნაზე იღებს დასაბუთებულ დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს თხოვნის წარმდგენს მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გადასაცემი ძირითადი (გაუსხვისებელი) უძრავი ქონების თაობაზე ქონების მმართველის გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. თუ უფლებამოსილმა ორგანომ 1 თვის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება, თვითმმართველი ერთეულის მიერ მოთხოვნილი ქონება ჩაითვლება მისთვის საკუთრებაში გადაცემულ ქონებად.

3. თუ ქონება მომსახურებას უწევს ერთზე მეტ თვითმმართველ ერთეულს, იგი საკუთრებაში გადაეცემა იმ თვითმმართველ ერთეულს, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს ან რეგისტრირებულია. ქონების გამოყენებისა და მოვლა-პატრონობის წესები განისაზღვრება ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს აწერს ყველა თვითმმართველი ერთეული, რომლებიც გამოიყენებენ ამ ქონებას.

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3391 - სსმ I, №26 14.07.2006 წ., მუხ.212

საქართველოს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი №5422 - სსმ I, №38 14.11.2007 წ., მუხ.364

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1892 - სსმ I, №33 09.11.2009 წ., მუხ.211

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2480 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.385

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6383 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.

    მუხლი 7. უფლებამონაცვლეობა

თვითმმართველ ერთეულზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში გადაცემასთან ერთად გადადის ამ ქონებასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან ქონების მმართველის მიერ ქონების გადაცემის მიზნით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1892 - სსმ I, №33 09.11.2009 წ., მუხ.211

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6383 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.

    მუხლი 8. თვითმმართველი ერთეულის ქონების რეგისტრაცია

1. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ქონების მმართველის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში.

2. საჯარო რეესტრში შეტანილი მონაცემები, ცვლილებები და შესწორებები საჯაროა და უნდა გამოქვეყნდეს.

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3391 - სსმ I, №26 14.07.2006 წ., მუხ.212

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1892 - სსმ I, №33 09.11.2009 წ., მუხ.211

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6383 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.

    მუხლი 81. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების რეგისტრაცია

1. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონება, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651  მუხლის 62  და 63  პუნქტებით განსაზღვრული ქონებისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ამ კანონის შესაბამისად.

2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651 მუხლის 62  და 63 პუნქტებით განსაზღვრული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო წერილობითი მოთხოვნით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს და წარუდგენს სათანადო დოკუმენტაციას, რაც აღნიშნული ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველია.

3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651  მუხლის 62 და 6 პუნქტებით განსაზღვრული ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო აცნობებს ქონების მმართველს.

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2480 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.385

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6383 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.

    მუხლი 9. თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაცემული ქონება

1. სახელმწიფო თვითმმართველობის ერთეულს ანიჭებს უფლებას, ისარგებლოს სახელმწიფო ქონებით, რომელიც საჭიროა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. სარგებლობის უფლებით გადასაცემი შესაბამისი ქონების განსაზღვრა და სარგებლობის უფლების მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და დელეგირებული უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების თანახმად.

2. თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაცემული ქონება რჩება სახელმწიფო საკუთრებაში და თვითმმართველ ერთეულს ასეთი ქონებით სარგებლობის უფლება აქვს.

3. თვითმმართველი ერთეულის მიერ ასეთი ქონებით სარგებლობის პირობები განისაზღვრება ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებით.

 

თავი III. თვითმმართველი ერთეულის მიერ ქონებრივი უფლებების განხორციელების წესი

    მუხლი 10. თვითმმართველი ერთეულის მიერ ქონებრივი უფლებების განხორციელების ძირითადი პრინციპები

1. თვითმმართველი ერთეულის ორგანოები თვითმმართველი ერთეულის სახელით ახორციელებენ ქონებრივ უფლებებს.

2. თვითმმართველი ერთეულის ქონება შეიძლება მდებარეობდეს როგორც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

3. თვითმმართველი ერთეულის ორგანოები თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გამოყენება კრედიტორთა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 11. თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ქონების სახეობების განსაზღვრის წესი

თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ქონების სახეობების ნუსხა მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1229  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 12. თვითმმართველი ერთეულის მიერ თავის საკუთრებაში  არსებული ქონების განკარგვა

თვითმმართველი ერთეული თავის საკუთრებაში არსებულ ქონებას განკარგავს ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445

    მუხლი 13. თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისების წესი

1. ძირითადი ქონების გასხვისება შესაძლებელია თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თანხმობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქცი ური დანიშნულება.

2. მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) გამგებლის (მერის) მიერ მომზადებულ დასაბუთებულ წინადადებას თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისების თაობაზე, ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად, წარუდგენს შესაბამის საკრებულოს.

3. საკრებულო ძირითადი ქონების გასხვისებაზე თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულებას იღებს წევრთა ხმების 2/3-ით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

   

     მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5298 - სსმ I, №31 03.08.2007 წ., მუხ.350

     მუხლი 15. თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის შედეგად შემოსული თანხები

თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე ქონებრივი უფლებების განხორციელების შედეგად შემოსულ თანხებს უფლებამოსილი ორგანო/წარმომადგენელი მთლიანად მიმართავს ამ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445

 

    მუხლი 16. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5298 - სსმ I, №31 03.08.2007 წ., მუხ.350

 

    მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5298 - სსმ I, №31 03.08.2007 წ., მუხ.350

   

    მუხლი 18. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5298 - სსმ I, №31 03.08.2007 წ., მუხ.350

   

   მუხლი 19. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5298 - სსმ I, №31 03.08.2007 წ., მუხ.350

 

თავი III 1 . თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება და სარგებლობის უფლებით გადაცემა

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

    მუხლი 19 1 . თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, ქონების შემძენი, პრივატიზების ფორმები და წესი

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას, ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

2. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებას თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ახორციელებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროცესში თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ დებულებებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს, და სხვა ნორმატიული აქტებით.

4. თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან სხვა ქვეყნის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

5. თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით თვითმმართველი ერთეულის ქონების ბაზაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების თაობაზე. გამგეობის (მერიის) მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.

6. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული სამეწარმეო, არასამეწარმეო (არაკომერციული) და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნას, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, მათ დაფუძნებაში მონაწილეობას და მათში გაწევრებას, აგრეთვე სამეწარმეო იურიდიული პირების წილების (აქციების) შეძენას, მათთვის ქონების გადაცემას და ქონების მიღებას ახორციელებს „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

7. თვითმმართველი ერთეულის ქონების თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.

8. თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისას, პრივატიზებისას, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას თვითმმართველ ერთეულს შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლის (რწმუნებული პირის) ან შუამავლის მეშვეობით. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია წარმომადგენელს (რწმუნებულ პირს) წინასწარ განუსაზღვროს სამოქმედო ინსტრუქცია.

9. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

10. თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

11. თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

12. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ ხელშეკრულებების პირობებს განსაზღვრავს და ხელშეკრულებებს დებს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ქალაქ თბილისის მთავრობა. ეს ხელშეკრულებები ძალაში შედის საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე.

13. ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულსა და დაინტერესებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულება განსახილველად ეგზავნება საქართველოს მთავრობას, რომელიც საკითხზე იღებს გადაწყვეტილებას.

14. თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხს ქონების მმართველის წარდგინებით წყვეტს საქართველოს მთავრობა. საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.

15. თვითმმართველი ერთეულის ქონების ან/და აქციებისა და წილების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების მმართველის წარდგინების საფუძველზე. საკითხს ამზადებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

16. თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს წინადადებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.

17. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განიხილოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის გარკვეული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.

18. თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, აქციებისა და წილების სახელმწიფოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ქონების გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

19. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, აქციები და წილები შეიძლება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს. მოძრავი ქონების, აქციებისა და წილების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მთავრობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. ქონების გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445

საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4517-ვებგვერდი, 15.04.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5855 – ვებგვერდი, 28.03.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6383 – ვებგვერდი, 15.06.2012წ.  

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1229  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 19 2 . თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.

2. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში მყიდველი თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

     მუხლი 193. აუქციონის გამოცხადება და ორგანიზება

1. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილი წესით ქვეყნდება შესაბამის ინტერნეტგვერდზე, ადგილობრივ ან/და სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში.

2. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონატორის ინტერნეტგვერდზე.

3. აუქციონის ფორმით თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის მიზანია, საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან გადაიხადოს ბე. ბეს გადახდას უთანაბრდება დაინტერესებული პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან ამ კანონით დადგენილი აუქციონის წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში.

5. აუქციონში მონაწილეობის მსურველი აუქციონატორს წარუდგენს განაცხადს. განაცხადის წარდგენით განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია.

6. აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა:

ა) ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა ქონების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

) ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ანგარიშზე, ხოლო გადახდილი ბეს თანხა არ უბრუნდება აუქციონის მონაწილეს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.

9. თუ უფლებამოსილმა ორგანომ გააუქმა ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბეს თანხა დაუბრუნდება.

10. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვა, ამ თვითმმართველი ერთეულის ქონების შეცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება განმეორებით აუქციონად. განმეორებით აუქციონზე თვითმმართველი ერთეულის ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ თვითმმართველი ერთეულის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

11. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვა, თვითმმართველი ერთეულის ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445

    მუხლი 19 4 . თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება და გარიგების ბათილობა

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება.

2. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპურ ფორმებს ამტკიცებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.

3. თვითმმართველი ერთეულის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ან/და აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ ქონების შემძენზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

4. თვითმმართველი ერთეულის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445

    მუხლი 19 5 . თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი, ქონებით სარგებლობის ქირის საწყისი ოდენობის განსაზღვრა

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმებით:

ა) აღნაგობა;

ბ) უზუფრუქტი;

გ) ქირავნობა;

დ) იჯარა;

ე) თხოვება;

ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები.

2. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

3. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებით სარგებლობის ქირის საწყის ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო.

4. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის.

5. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას.

6. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო თვითმმართველი ერთეულის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.

7. თვითმმართველი ერთეულის ქონება სარგებლობის უფლებით გადაიცემა აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.

8. პირდაპირი განკარგვის წესით თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445

საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5855 – ვებგვერდი, 28.03.2012წ.

    მუხლი 19 6 . თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზაცია და მათი მართვის უფლებით გადაცემა

თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზაციისა და მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

 

თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 20. გარდამავალი დებულებანი

1. თვითმმართველი ერთეულისთვის, გარდა იმ ქალაქებისა, რომლებიც 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა განხორციელდეს ამ კანონით დადგენილი წესით, 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარების შემდეგ.

1 1 . ამ კანონის მოქმედება 2010 წლის 1 დეკემბრამდე არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად უზრუნველყოს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობების ნუსხით“ დადგენილი ობიექტების, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი ობიექტებისა, ინვენტარიზაცია, მათი იმ ქალაქებისთვის, რომლებიც 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, საკუთრებაში გადასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ობიექტების ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობების ნუსხით“ დადგენილი ობიექტების, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი ობიექტებისა, ინვენტარიზაცია და მათი მუნიციპალიტეტებისათვის საკუთრებაში გადასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარებამდე.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 მაისის №334 ბრძანებულება.

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3391 - სსმ I, №26 14.07.2006 წ., მუხ.212

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

     უხლი 201. თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში მიმღები პირის განთავისუფლება დაკისრებული ან/და დასაკისრებელი სანქციებისა და ვალდებულებებისაგან

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში მიმღები პირი თავისუფლდება შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და სხვა დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულები 2011 წლის 1 იანვრამდე გამოვლენილი ან/და გამოსავლენი დარღვევის გამო დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს/საურავის გადახდისაგან.

2. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განიხილოს თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრებაში/სარგებლობაში მიმღები პირის გარკვეული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.

 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445

     მუხლი 202. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული ხაზობრივი ნაგებობების სისტემატიზაცია

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების მფლობელი პირები, ასევე წყალმომარაგების განმახორციელებელი და ხაზობრივი ნაგებობების მფლობელი/მოსარგებლე სხვა პირები ვალდებული არიან ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყონ ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მათ სარგებლობაში/მფლობელობაში არსებული ხაზობრივი ნაგებობების მოთხოვნილი ფორმით აზომვა-აღრიცხვა და მონაცემების თვითმმართველი ერთეულისათვის წარდგენა.

2. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს ინფორმაციის წარსადგენად განუსაზღვროს არანაკლებ 1-წლიანი ვადა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობისას პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445

    მუხლი 21. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 მარტი.

№1190-Iს

13. 05/02/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 1958-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1229-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6383-Iს - ვებგვერდი, 15/06/2012 10. 16/03/2012 - საქართველოს კანონი - 5855-Iს - ვებგვერდი, 28/03/2012 9. 08/04/2011 - საქართველოს კანონი - 4517-Iს - ვებგვერდი, 110415029, 15/04/2011 8. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4469 - ვებგვერდი, 110401027, 01/04/2011 7. 10/12/2010 - საქართველოს კანონი - 3964-IIს - სსმ, 74, 24/12/2010 6. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3516 - სსმ, 48, 09/08/2010 5. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2480 - სსმ, 50, 31/12/2009 4. 22/10/2009 - საქართველოს კანონი - 1892 - სსმ, 33, 09/11/2009 3. 26/10/2007 - საქართველოს კანონი - 5422 - სსმ, 38, 14/11/2007 2. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5298 - სსმ, 31, 03/08/2007 1. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3391 - სსმ, 26, 14/07/2006