ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1190
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 19/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.05.001.001.760
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1190
25/03/2005
სსმ, 15, 19/04/2005
040.090.000.05.001.001.760
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (21/07/2010 - 10/12/2010)

საქართველოს კანონი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

      

პრეამბულა (ამოღებულია)

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (შემდგომში – თვითმმართველი ერთეული) ქონების კატეგორიებს, მისი შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს (გარდა ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და განკარგვა რეგულირდება საქართველოს სპეციალური კანონმდებლობით), ასევე თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;

ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების ამ ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისება ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

3. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე არ ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული, უძრავ ნივთზე უფლებათა წარმოშობისათვის სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის არსებობის აუცილებლობა.

საქართველო 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი 5422 - სსმ I , 38 14.11.200 7 წ., მუხ. 364

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

    მუხლი 2. თვითმმართველი ერთეულის ქონება

1. თვითმმართველი ერთეულის ქონება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად:

ა) ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება – თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არის თვითმმართველობის განხორციელების საფუძველი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ თავისი საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;

ბ) დამატებითი ქონება – თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. თვითმმართველი ერთეულის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

4. თვითმმართველი ერთეულის დამატებითი ქონების გასხვისება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. თვითმმართველ ერთეულს ამ კანონით საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე შემდეგი სახის ძირითადი ქონება: გზები, ხიდები, გვირაბები, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები.

საქართველო 2006 წლის 23 ივნისის კანონი 3391 - სსმ I , 26 14.07.2006 წ., მუხ. 212

საქართველო 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი 5422 - სსმ I , 38 14.11.200 7 წ., მუხ. 364

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

    მუხლი 3. თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლება

1. თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. თვითმმართველი ერთეული ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია.

3. ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა ჩარევა თვითმმართველი ერთეულის ქონებრივი უფლებების საკითხებში დაუშვებელია, გარდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შემთხვევებისა.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებულნი არიან დაიცვან თვითმმართველი ერთეულის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები.

5. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ ან რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირებისაგან მოითხოვოს თვითმმართველი ერთეულის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესების დაცვა.

6. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველო 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი 5422 - სსმ I , 38 14.11.200 7 წ., მუხ. 364

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1892 - სსმ I, №33 09.11.2009 წ., მუხ.211

თავი II

თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნა

    მუხლი 4. თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის წყაროები

თვითმმართველი ერთეულის ქონება იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის საფუძველზე:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემით;

ბ) საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით;

გ) იმ ხდომილებათა შედეგად, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების წარმოშობას;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების შექმნით ან შეძენით.

საქართველო 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი 5422 - სსმ I , 38 14.11.200 7 წ., მუხ. 364

    მუხლი 5. ქონების თვითმმართველობის ერთეულისათვის გადაცემის წესი

1. სახელმწიფო თვითმმართველ ერთეულთან კონსულტაციების შემდეგ, ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად გადასცემს მას ქონებას, რომელიც საჭიროა თვითმმართველობის ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილების განსახორციელებლად.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება თვითმმართველ ერთეულს უსასყიდლოდ გადაეცემა საკუთრებაში.

    მუხლი 6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651  მუხლის 62  და 63  პუნქტებში ჩამოთვლილი ობიექტებისა, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თხოვნის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისს – ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წარდგენილ თხოვნაზე იღებს დასაბუთებულ, დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს თხოვნის წარმომდგენს მისი წარდგენიდან 3 თვეში, ხოლო თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილების განსახორციელებლად გადასაცემ ძირითად (განუსხვისებელ) უძრავ ქონებასთან დაკავშირებით აღნიშნული სამინისტროს გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღეში გადაეცემა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. თუ მთავრობა 6 თვეში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, თხოვნაში აღნიშნული ქონება ჩაითვლება თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემულ ქონებად.

3. თუ ქონება მომსახურებას უწევს ერთზე მეტ თვითმმართველ ერთეულს, იგი საკუთრებაში გადაეცემა იმ თვითმმართველ ერთეულს, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს ან რეგისტრირებულია. ქონების გამოყენებისა და მოვლა-პატრონობის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს აწერს ყველა თვითმმართველი ერთეული, რომელიც გამოიყენებს ასეთ ქონებას.

საქართველო 2006 წლის 23 ივნისის კანონი 3391 - სსმ I , 26 14.07.2006 წ., მუხ. 212

საქართველო 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი 5422 - სსმ I , 38 14.11.200 7 წ., მუხ. 364

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1892 - სსმ I, №33 09.11.2009 წ., მუხ.211

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2480 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.385

    მუხლი 7. სამართალმემკვიდრეობა

თვითმმართველ ერთეულზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში გადაცემასთან ერთად გადადის ამ ქონებასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ ქონების გადაცემის მიზნით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1892 - სსმ I, №33 09.11.2009 წ., მუხ.211

    მუხლი 8. თვითმმართველი ერთეულის ქონების რეგისტრაცია

1. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში.

2. საჯარო რეესტრში შეტანილი მონაცემები, ცვლილებები და შესწორებები საჯაროა და უნდა გამოქვეყნდეს.

საქართველო 2006 წლის 23 ივნისის კანონი 3391 - სსმ I , 26 14.07.2006 წ., მუხ. 212

საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1892 - სსმ I, №33 09.11.2009 წ., მუხ.211

 

    მუხლი 81. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების რეგისტრაცია

1. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონება, გარდა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651 მუხლის 62 და 63 პუნქტებით განსაზღვრული ქონებისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ამ კანონის შესაბამისად.

2. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651 მუხლის 62 და 63 პუნქტებით განსაზღვრული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო წერილობითი მოთხოვნით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს და წარუდგენს სათანადო დოკუმენტაციას, რაც აღნიშნული ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველია.

3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65 1 მუხლის 6 2 და 6 3 პუნქტებით განსაზღვრული ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო აცნობებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2480 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.385

 

    მუხლი 9. თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაცემული ქონება

1. სახელმწიფო თვითმმართველობის ერთეულს ანიჭებს უფლებას, ისარგებლოს სახელმწიფო ქონებით, რომელიც საჭიროა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. სარგებლობის უფლებით გადასაცემი შესაბამისი ქონების განსაზღვრა და სარგებლობის უფლების მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და დელეგირებული უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების თანახმად.

2. თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გადაცემული ქონება რჩება სახელმწიფო საკუთრებაში და თვითმმართველ ერთეულს ასეთი ქონებით სარგებლობის უფლება აქვს.

3. თვითმმართველი ერთეულის მიერ ასეთი ქონებით სარგებლობის პირობები განისაზღვრება ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებით.

თავი III

თვითმმართველი ერთეულის მიერ ქონებრივი უფლებების განხორციელების წესი

    მუხლი 10. თვითმმართველი ერთეულის მიერ ქონებრივი უფლებების განხორციელების ძირითადი პრინციპები

1. თვითმმართველი ერთეულის ორგანოები თვითმმართველი ერთეულის სახელით ახორციელებენ ქონებრივ უფლებებს.

2. თვითმმართველი ერთეულის ქონება შეიძლება მდებარეობდეს როგორც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

3. თვითმმართველი ერთეულის ორგანოები თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გამოყენება კრედიტორთა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 11. თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ქონების სახეობების განსაზღვრის წესი

თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ქონების სახეობების ნუსხა მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    მუხლი 12. თვითმმართველი ერთეულის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის წესი

თვითმმართველი ერთეული მის საკუთრებაში არსებულ ქონებას განკარგავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 13. თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისების წესი

1. ძირითადი ქონების გასხვისება შესაძლებელია თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თანხმობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქცი ური დანიშნულება.

2. მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ქალაქის) გამგებლის (მერის) მიერ მომზადებულ დასაბუთებულ წინადადებას თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ქონების გასხვისების თაობაზე, ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად, წარუდგენს შესაბამის საკრებულოს.

3. საკრებულო ძირითადი ქონების გასხვისებაზე თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულებას იღებს წევრთა ხმების 2/3-ით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

    მუხლი 14. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5298 - სსმ I, №31 03.08.2007 წ., მუხ.350

    მუხლი 15. თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე ქონებრივი უფლებების განხორციელების შედეგად შემოსული თანხების მიმართვა

თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე ქონებრივი უფლებების განხორციელების შედეგად შემოსული თანხები მთლიანად ირიცხება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

    მუხლი 16. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5298 - სსმ I, №31 03.08.2007 წ., მუხ.350

    მუხლი 17. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5298 - სსმ I, №31 03.08.2007 წ., მუხ.350

    მუხლი 18. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5298 - სსმ I, №31 03.08.2007 წ., მუხ.350

    მუხლი 19. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5298 - სსმ I, №31 03.08.2007 წ., მუხ.350

თავი III1

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება და სარგებლობის უფლებით გადაცემა

    მუხლი 19 1 . თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, ქონების შემძენი, პრივატიზების ფორმები და წესი

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას, ახორციელებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

2. თვითმმართველი ერთეულის ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

3. თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით თვითმმართველი ერთეულის ქონების ბაზაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების თაობაზე. გამგეობის (მერიის) მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.

4. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული სამეწარმეო, არასამეწარმეო (არაკომერციული) და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნას, რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას, მათ დაფუძნებაში მონაწილეობას და მათში გაწევრიანებას, აგრეთვე სამეწარმეო იურიდიული პირების წილების (აქციების) შეძენას, მათთვის ქონების გადაცემას და ქონების მიღებას ახორციელებს „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენ-ლობითი ორგანოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.

6. თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისას, პრივატიზებისას, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას თვითმმართველ ერთეულს შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლების (რწმუნებული პირების) ან შუამავლების მეშვეობით.

7. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

8. თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. აუქციონი ტარდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.

9. თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ ხელშეკრულებას დებს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ქალაქ თბილისის მთავრობა. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შედის საქართველოს პრეზიდენტის თანხმობის საფუძველზე.

10. თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხს, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის, წარდგინებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.

11. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხს წყვეტს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ქალაქ თბილისის მთავრობა.

12. თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის, წარდგინების საფუძველზე. საკითხს ამზადებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

13. თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის ჩატარების, წესებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს წინადადებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.

14. თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

    მუხლი 19 2 . თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.

2. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში მყიდველი თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

    მუხლი 19 3 . ინფორმაცია განკარგვისადმი დაქვემდებარებული თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

ინფორმაცია განკარგვისადმი დაქვემდებარებული თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ ქვეყნდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

    მუხლი 19 4 . თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება და გარიგების ბათილობა

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება.

2. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი შეიცავს თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების მოწმობის ტიპურ ფორმებს ამტკიცებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.

3. თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგება ფორმდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად.

4. თვითმმართველი ერთეულის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

    მუხლი 19 5 . თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი, ქონებით სარგებლობის ქირის ოდენობის განსაზღვრა

1. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმებით:

ა) აღნაგობა;

ბ) უზუფრუქტი;

გ) ქირავნობა;

დ) იჯარა;

ე) თხოვება;

ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები.

2. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

3. თვითმმართველი ერთეულის ქონებით სარგებლობის ქირის ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.

4. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის.

5. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის განცხადება და მის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას.

6. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო თვითმმართველი ერთეულის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს.

7. თვითმმართველი ერთეულის ქონება სარგებლობის უფლებით გადაიცემა აუქციონის ან პირდაპირი განკარგვის წესით.

8. თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადასაცემად აუქციონის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით.

9. პირდაპირი განკარგვის წესით თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

10. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განიხილოს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული პირის გარკვეული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

    მუხლი 19 6 . თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზაცია და მათი მართვის უფლებით გადაცემა

თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზაციისა და მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავით დადგენილი წესით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

თავი IV

 გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 20. გარდამავალი დებულებანი

1. თვითმმართველი ერთეულისთვის, გარდა იმ ქალაქებისა, რომლებიც 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა განხორციელდეს ამ კანონით დადგენილი წესით, 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარების შემდეგ.

11. ამ კანონის მოქმედება 2010 წლის 1 დეკემბრამდე არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად უზრუნველყოს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობების ნუსხით“ დადგენილი ობიექტების, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი ობიექტებისა, ინვენტარიზაცია, მათი იმ ქალაქებისთვის, რომლებიც 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, საკუთრებაში გადასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ობიექტების ადგილობრივ საკუთრებაში გადაცემა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობების ნუსხით“ დადგენილი ობიექტების, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი ობიექტებისა, ინვენტარიზაცია და მათი მუნიციპალიტეტებისათვის საკუთრებაში გადასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ჩატარებამდე.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 მაისის №334 ბრძანებულება.

საქართველო 2006 წლის 23 ივნისის კანონი 3391 - სსმ I , 26 14.07.2006 წ., მუხ. 212

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

    მუხლი 21. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 მარტი.

№1190-Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველო2006 წლის 23 ივნისის კანონი 3391 - სსმ I, 26 14.07.2006 წ., მუხ.212

2. საქართველო2007 წლის 11 ივლისის კანონი №5298 - სსმ I, №31 03.08.2007 წ., მუხ.350

3. საქართველო2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი 5422 - სსმ I, 38 14.11.2007 წ., მუხ.364

4. საქართველო2009 წლის 2 2 ოქტომბრის კანონი №1892 - სსმ I, №33 09.11.2009 წ., მუხ.211

5. საქართველო2009 წლის 2 5 დეკემბრის კანონი 2480 - სსმ I, 50, 31.12.2009 წ., მუხ.385

6. საქართველო2010 წლის 21 ივლისის კანონი №3516 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.317

 

 

 

 

13. 05/02/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 1958-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1229-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6383-Iს - ვებგვერდი, 15/06/2012 10. 16/03/2012 - საქართველოს კანონი - 5855-Iს - ვებგვერდი, 28/03/2012 9. 08/04/2011 - საქართველოს კანონი - 4517-Iს - ვებგვერდი, 110415029, 15/04/2011 8. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4469 - ვებგვერდი, 110401027, 01/04/2011 7. 10/12/2010 - საქართველოს კანონი - 3964-IIს - სსმ, 74, 24/12/2010 6. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3516 - სსმ, 48, 09/08/2010 5. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2480 - სსმ, 50, 31/12/2009 4. 22/10/2009 - საქართველოს კანონი - 1892 - სსმ, 33, 09/11/2009 3. 26/10/2007 - საქართველოს კანონი - 5422 - სსმ, 38, 14/11/2007 2. 11/07/2007 - საქართველოს კანონი - 5298 - სსმ, 31, 03/08/2007 1. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3391 - სსმ, 26, 14/07/2006