საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3977-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016146
3977-რს
08/07/2015
ვებგვერდი, 20/07/2015
010250000.04.001.016146
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 68-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თბილისის საკრებულოზე არ ვრცელდება ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება.“.

2. 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) მისი უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − კომისიებს, საბჭოებსა და სამუშაო ჯგუფებს;“.

3. 75-ე მუხლის:

ა) „დ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ბ1“ ქვეპუნქტი:

„დ.ბ1) ამტკიცებს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წესდებებს (დებულებებს); ნიშნავს და ათავისუფლებს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელებს და აკონტროლებს მათ საქმიანობას; იღებს გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ;“;

ბ) „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) „დ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ზ) თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების შესახებ წინადადებას;“;

დ) „დ.კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „დ.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ლ) ამ კანონით და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით მონიტორინგს უწევს თბილისის ქონების შემძენის, სარგებლობის უფლებით ან მართვის უფლებით მიმღების მიერ ამ ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის (პირობების)/ვალდებულების (ვალდებულებების) შესრულებას ან/და აღნიშნული ქონების გამოყენების წესების დაცვას;“;

ვ) „დ.მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) „ე.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.კ) ახორციელებს თბილისის მერიის დებულებით, მთავრობის რეგლამენტითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. 79-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თბილისის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ქონება გადაეცემა სარგებლობის ან საკუთრების უფლებით, ხოლო უძრავი ქონება – სარგებლობის უფლებით, ამ კანონით დადგენილი წესით. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მოძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.“;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. მე-100 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სესხის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გასული 3 საბიუჯეტო წლის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების საშუალო წლიური ოდენობის 10 პროცენტს, ხოლო თბილისის მიერ სესხის აღების შემთხვევაში აღებული სესხის საერთო მოცულობიდან ყოველწლიურად დასაფარავი სესხის მომსახურების (ძირითადი თანხა და პროცენტი) მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს თბილისის წლიური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების 5 პროცენტს. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება დაუშვებელია.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის ნებართვით, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად, კანონით დადგენილი წესით მიიღოს გრანტი. გრანტის მიღების ნებართვის მისაღებად საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით მიმართავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. საქართველოს მთავრობის ნებართვა საჭირო არ არის, თუ:

ა) გრანტი საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღება;

ბ) გრანტის გამცემია საქართველოს სამინისტრო ან „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

გ) გრანტის მიმღებია თბილისი.“.

6. 104-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებულ, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“.

7. 105-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა.“.

8. 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 108. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსათვის ან/და ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობებით ან მათ გარეშე), აგრეთვე წილები/აქციები (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ძირითადი (განუსხვისებელი) ქონებისა) სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, ავტონომიურ რესპუბლიკას – ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხოლო  თბილისის შემთხვევაში – თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნაზე დასაბუთებულ – დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო თბილისის შემთხვევაში – მთავრობა. შესაბამისი პასუხი წერილობით ეცნობება მოთხოვნის წარმდგენს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 45 დღისა. თუ უფლებამოსილმა ორგანომ მოთხოვნის წარდგენიდან 45 დღის ვადაში გადაწყვეტილება არ მიიღო, მოთხოვნილი ქონება სახელმწიფოსათვის ან/და ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემულ ქონებად ჩაითვლება და სახელმწიფოს ან/და ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრირდება.“.

9. 111-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების შექმნით, შეძენით, აგრეთვე ქონების ან/და შესრულებული სამუშაოს უსასყიდლოდ მიღებით.“.

10. 115-ე და 116-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 115. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებითა და მართვის უფლებით გადაცემის რეგულირება და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის განსაკუთრებული შემთხვევები

1. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებითა და მართვის უფლებით გადაცემის წესებს, ამ ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ამ ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე ანგარიშსწორების წესებს ამ კანონის შესაბამისად ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. თბილისის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ამ ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურად საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე მიღებული თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ფასი განისაზღვროს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესები არ ვრცელდება წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევებზე.

მუხლი 116. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ქონების განკარგვისას

1. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, მართვის ან სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას მუნიციპალიტეტს შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით.

2. თბილისის ქონების პრივატიზებისას, მართვის ან სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას, აგრეთვე შესაბამის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგისას მთავრობას შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით.“.

11. 117-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისა) ქონების შემძენი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია.“.

12. 118-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით, ხოლო თბილისის ქონების პრივატიზება – აგრეთვე პირდაპირი განკარგვის, გაცვლის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად კონფისკაციაქმნილი მოძრავი ქონების განკარგვა ხორციელდება საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.“.

13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1181 და 1182 მუხლები:

 „მუხლი 1181. თბილისის ქონების პრივატიზების წესი

1. თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით, ამ კანონით და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.

2. თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება შეიძლება სასყიდლით, პირობით ან უპირობოდ.

3. თბილისის უძრავი ქონების, აქციებისა და წილების პირდაპირი განკარგვის ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავს მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით. თბილისის უძრავი ქონების, აქციებისა და წილების პირდაპირი განკარგვის ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც თბილისის საკრებულოს მიერ თანხმობის გაცემიდან 3 თვის ვადაში, მთავრობის სახელით დებს ხელშეკრულებას.

4. თბილისის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ან/და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავს მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით. თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე მთავრობის სახელით ხელშეკრულებას დებს მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

5. მთავრობა უფლებამოსილია თბილისის საკრებულოს თანხმობით ფიზიკურ პირს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს საკუთრებაში გადასცეს თბილისის ქონება თბილისის საკუთრებაში სხვა ქონების გადმოცემის სანაცვლოდ (გაცვლა). ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით. თბილისის ქონების თბილისის საკუთრებაში სხვა ქონების გადმოცემის სანაცვლოდ გადაცემა (გაცვლა) ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც თბილისის საკრებულოს მიერ თანხმობის გაცემიდან 3 თვის ვადაში, მთავრობის სახელით დებს ხელშეკრულებას.

6. თბილისის ქონების აუქციონის ფორმით საკუთრების უფლებით გადაცემა ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც მთავრობის სახელით საკუთრებაში გადასცემს თბილისის ქონებას.

7. თბილისის ქონების საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება ხორციელდება ამ კანონის 119-ე მუხლით დადგენილი წესით.

8. თბილისის ქონების შემძენს უფლება არ აქვს, საპრივატიზებო ვალდებულებების შესასრულებლად იპოთეკით ან გირავნობით დატვირთოს შეძენილი ქონება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანხმობის გარეშე.

9. თბილისის ქონების პრივატიზებაზე ვრცელდება ამ კანონის 120-ე მუხლით დადგენილი წესები.

მუხლი 1182. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში ამ ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი ვალდებულია თბილისის საკრებულოს თანხმობის გაცემიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო თბილისის შემთხვევაში – მთავრობა.

2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია მისი მოქმედების ვადის განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი სრულ ოდენობამდე.

4. მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განმკარგავის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

5. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბრუნდება, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, მყიდველს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.“.

14. 119-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია თბილისის შემთხვევაში ქვეყნდება აუქციონის განმახორციელებელი სუბიექტის − აუქციონატორის ვებგვერდზე, ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge.

2. მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. თბილისის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონატორის ვებგვერდსა და ვებგვერდზე www.eauction.ge, ხოლო ვაჭრობა მიმდინარეობს აუქციონატორის ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge.“.

15. 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5–მე-7 პუნქტები:

„5. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილობის საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში პირობით გადაცემისას უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დატვირთული ქონების მოთხოვნის უფლების მფლობელის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ამ ქონების დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების მარეგისტრირებელ შესაბამის ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.

7. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბრუნდება, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) უქმდება, თუ აღნიშნული ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.“.

16. 122-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. მუნიციპალიტეტის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის (რწმუნებულის) წერილობითი მოთხოვნის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხადოს ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური, სათანადო პერიოდში ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან ქონებით სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. აღნიშნული ქონების მიმართ განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.“.

17. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1221 მუხლი:

 „მუხლი 1221. თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი

1. თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას გამოიყენება ამ კანონის 122-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმები.

2. თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით.

3. თბილისის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც მთავრობის სახელით სარგებლობაში გადასცემს თბილისის ქონებას.

4. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, თბილისის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის ან/და თბილისის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მთავრობის სახელით სარგებლობაში გადასცემს თბილისის ქონებას.

5. სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებისათვის, სხვა მუნიციპალიტეტისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის (გარდა პოლიტიკური პარტიისა), სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის და სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის, აგრეთვე თბილისის იმ საწარმოსათვის, რომელშიც თბილისის წილობრივი მონაწილეობა 100 პროცენტზე ნაკლებია, თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობის თანხმობით იღებს მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მთავრობის სახელით სარგებლობაში გადასცემს თბილისის ქონებას.

6. ფიზიკური პირისა და იურიდიული პირისათვის (გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირებისა) თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით. თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მთავრობის სახელით სარგებლობაში გადასცემს თბილისის ქონებას.

 7. თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) უთანაბრდება ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე.

8. თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობით ან უპირობოდ. თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9. ამ მუხლის პირველი და მე-4–მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით თბილისის ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტის ან თხოვების ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეს სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს და მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოს, აგრეთვე ფიზიკურ პირს ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს ქონებაზე ინვესტიციის განხორციელების ან/და ხარჯების გაწევის პირობით.

10. თბილისის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მესაკუთრის წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, თბილისის ბიუჯეტში გადაიხადოს ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური, სათანადო პერიოდში ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში თბილისის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან ქონებით სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. აღნიშნული ქონების მიმართ განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.“.

18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 126მუხლი:

„მუხლი 1261. თბილისის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების წესი

1. თბილისის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზებას ახორციელებს მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობით.

2. მთავრობა განსაზღვრავს თბილისის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით შეთავაზების ხელსაყრელ დროს და შეიმუშავებს შესაბამისი დოკუმენტების პროექტებს, აგრეთვე ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.

3. მთავრობის დასაბუთებული წინადადება, რომელშიც მოცემულია თბილისის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პრივატიზების ზოგადი პირობები, მათ შორის, პრივატიზების ფორმა, ვადა და სხვა არსებითი პირობები, შემუშავებული დოკუმენტების პროექტებთან ერთად წარედგინება თბილისის საკრებულოს თანხმობის მისაღებად.

4. მთავრობა თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას თბილისის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შესახებ.

 5. მთავრობა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას ადგენს პრივატიზების კონკრეტულ პირობებს, მათ შორის:

ა) პრივატიზებისადმი დაქვემდებარებული წილების ან აქციების რაოდენობრივ ან პროცენტულ მაჩვენებელს ან ამ მაჩვენებლის მაქსიმალურ ან/და მინიმალურ ზღვარს (ზღვრებს);

ბ)   წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების საპრივატიზებო საფასურს (საჯარო შეთავაზების შემთხვევაში − საწყის საპრივატიზებო საფასურს) და ანგარიშსწორების წესსა და პირობებს;

გ)  გრაფიკის შესაბამისად, პრივატიზების პროცესის დასრულებისათვის საჭირო ძირითად თარიღებს, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ვადას, წილებზე ან აქციებზე ან სერტიფიკატებით წარმოდგენილ აქციებზე საკუთრების უფლების შეძენის სხვა პირობებს, რომელთა შესაბამისად მთავრობა განახორციელებს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით შეთავაზებას და მასთან დაკავშირებულ სათანადო ქმედებებს.

6. სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პრივატიზების საკითხზე მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მთავრობის განკარგულებით შეიძლება დადგინდეს სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების მიმართ ხმის უფლებასთან ან სხვა უფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვა ან ვალდებულება (მათ შორის, მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ საკითხებზე საზოგადოების წინასწარ ინფორმირების ვალდებულება).

7. თბილისის საკუთრებაში არსებული წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევაში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ შესაბამისი ხელშეკრულება (ხელშეკრულებები) იდება, საპრივატიზებო საფასური გადაიხდება და მყიდველს შეძენილ წილებზე ან აქციებზე ან სერტიფიკატებით წარმოდგენილ აქციებზე საკუთრების უფლება გადაეცემა მთავრობის განკარგულებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.“.

19. 127-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 127. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით, ხოლო თბილისის შემთხვევაში – აუქციონის ფორმით, პირდაპირი განკარგვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით.

2. თბილისის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემა ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც მთავრობის სახელით აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადასცემს წილებსა და აქციებს.

3. თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, თბილისის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის ან/და თბილისის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის თბილისის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მთავრობის სახელით პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადასცემს წილებსა და აქციებს.

4. სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებისათვის, სხვა მუნიციპალიტეტისათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის (გარდა პოლიტიკური პარტიისა), სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ან/და სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოსათვის, აგრეთვე თბილისის იმ საწარმოსათვის, რომელშიც თბილისის წილობრივი მონაწილეობა 100 პროცენტზე ნაკლებია, თბილისის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობის თანხმობით იღებს მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან  ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მთავრობის სახელით მართვის უფლებით გადასცემს წილებსა და აქციებს.

5. ფიზიკური პირისა და იურიდიული პირისათვის (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირებისა) თბილისის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პირდაპირი განკარგვის ფორმით მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა და შესათანხმებლად უგზავნის თბილისის საკრებულოს. თბილისის საკრებულოს თანხმობის  საფუძველზე მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მთავრობის სახელით მართვის უფლებით გადასცემს წილებსა და აქციებს.“.

20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1271 და 1272 მუხლები:

„მუხლი 1271. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვა

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის ფორმით, ხოლო თბილისის შემთხვევაში – აუქციონის ფორმით, პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით.

2. თბილისის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება ამ კანონის 1181 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

3. თბილისის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზებისას გამოიყენება ამ კანონის 118მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.

4. თბილისის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.

5. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობით გადაცემისას ქონების შემძენს უფლება არ აქვს, საპრივატიზებო ვალდებულებების შესასრულებლად გირავნობით დატვირთოს შეძენილი მოთხოვნები და უფლებები მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის (რწმუნებულის), ხოლო თბილისის შემთხვევაში – თბილისის წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანხმობის გარეშე.

6. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობით გადაცემაზე, მისი თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის 120-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები.

მუხლი 1272. პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლა ან გაუქმება

1. თბილისის ქონების შემძენი, სარგებლობის უფლებით მიმღები ან მართვის უფლებით მიმღები უფლებამოსილია საპრივატიზებო, სარგებლობაში გადაცემის ან მართვის უფლებით გადაცემის პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების შესახებ დასაბუთებული თხოვნით მიმართოს მთავრობას.

2. მთავრობა განიხილავს წარდგენილ მიმართვას და, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, პრივატიზებულ, სარგებლობის უფლებით გადაცემულ ან მართვის უფლებით გადაცემულ თბილისის ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) (გარდა ფინანსური და საინვესტიციო პირობისა (პირობებისა)) შეცვლის ან გაუქმების შესახებ წინადადებას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს თბილისის საკრებულოს.

3. მთავრობა პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებულ, სარგებლობის უფლებით გადაცემულ ან მართვის უფლებით გადაცემულ თბილისის ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ წინადადებას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს თბილისის საკრებულოს.“.

 21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1632 მუხლი:

„მუხლი 1632. აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების წესი

 აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით  გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ მთავრობა თბილისის საკრებულოს იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ თბილისის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა ან მართვის უფლებით გადაცემა 2013 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდა.“.

 

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ და მუნიციპალიტეტებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება.

 

 მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივლისი 2015 წ.

N3977-რს