ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ნატო ვაჩნაძის ქუჩისთვის ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ნატო ვაჩნაძის ქუჩისთვის ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 226
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/06/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016003
  • Word
226
23/06/2015
ვებგვერდი, 05/08/2015
000000000.00.101.016003
ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ნატო ვაჩნაძის ქუჩისთვის ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №226

2015 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ნატო ვაჩნაძის ქუჩისთვის ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) მთაწმინდის რაიონში, ნატო ვაჩნაძის ქუჩას მიენიჭოს ნატო ვაჩნაძის და ნიკოლოზ შენგელაიას სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ ; №6).

  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი

Description: C:\Users\e.samitashvili\Desktop\23.06.2015\Nati Vachnadze Da Nikoloz Shengelaia.jpg