დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 387 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 130000000.10.003.018773 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/07/2015 - 24/09/2015)
|
მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-11 პუნქტისა და 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესი თანდართული სახით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. |
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესი
|
მუხლი 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში – სამსახური) მოსამსახურეთა ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები):
ა) თანამდებობრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები თანდართული დანართების შესაბამისად (დანართი №1 − 19); ბ) წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №20). მუხლი 2 1. დაუწესდეთ სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე სამსახურის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ხელფასზე (თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებზე) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით: ა) 1-დან 2 წლამდე − 5%; ბ) 2-დან 5 წლამდე − 10%; გ) 5-დან 10 წლამდე −15%; დ) 10 წელი და მეტი − 20%. 2. მოხელეს, რომელსაც უკავია შტატით გათვალისწინებული თანამდებობა და არ გააჩნია წოდება, სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭების შემთხვევაში, ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატის დაანგარიშებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში სამსახურის უფროსის თანხმობით, ნამსახურობაში ჩაეთვლება სამსახურის სისტემაში წოდების გარეშე მუშაობის პერიოდი. 3. სამსახურის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის დანამატისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვალოს სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით ნამსახურევი პერიოდი, სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით.
მუხლი 3 1. მოსამსახურე ვალდებულია, ცნობა ან ამონაწერი წელთა ნამსახურობის შესახებ წარადგინოს საფინანსო სამსახურში. 2. სამსახურის საფინანსო სამსახურმა ნამსახურები წლების დანამატის დარიცხვა განახორციელოს შესაბამისი ცნობის (ამონაწერი) წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
მუხლი 4. სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისათვის: ა) ყოველთვიური ხელფასი (ფულადი სარგო) განისაზღვროს 23 (ოცდასამი) ლარის ოდენობით; ბ) ყოველთვიურად დაწესდეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი 9 (ცხრა) ლარის ოდენობით. |
დოკუმენტის კომენტარები