აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 415
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 010130000.10.003.018801
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
415
06/08/2015
ვებგვერდი, 07/08/2015
010130000.10.003.018801
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/08/2015 - 28/01/2019)

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირების რეგისტრაციის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №415

2015 წლის 6 აგვისტო

   ქ.თბილისი

პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის წესი თანდართული სახით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2015 წლის 1 აგვისტოდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

პირადობის ნეიტრალური მოწმობის  ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის

დამაბრკოლებელი გარემოებების დადგენის წესი

მუხლი 1
პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის საკითხის განხილვისას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და შესაბამისი დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დასადგენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის ურთიერთობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან განისაზღვრება ამ წესით.

მუხლი 2

1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით საქმისათვის მნიშვნელოვანი და პირადობის ნეიტრალური მოწმობის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების დასადგენად, სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური პირადობის ნეიტრალური მოწმობის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს მათი მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულნი არიან შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 5 დღის ვადაში სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს მიაწოდონ მოთხოვნილი ინფორმაცია.

3. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილ ვადაში არ გასცემენ შესაბამის ინფორმაციას, ითვლება, რომ არ არსებობს პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემისთვის დამაბრკოლებელი გარემოება და მათ გაცემაზე უარის თქმის აღნიშნული საფუძველი.

მუხლი 3. სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურებს,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.