„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 12/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 170050000.22.027.016605
101
12/10/2015
ვებგვერდი, 12/10/2015
170050000.22.027.016605
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №101

2015 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის  31 მარტის №68 ბრძანებით (სსმ III, 2010 წ., №33, მუხ. 517) დამტკიცებულ „ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამაში“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საკონსტიტუციო სამართლის“ ნაწილის:

ა) IV თემა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თე­მა IV.  საქართველოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა

საქართველოს მოქალაქეობის ცნება. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ფორმები. ნატურალიზაციის სახეები: საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით, საგამონაკლისო წესითა და მოქალაქეობის აღდგენის წესით. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოქალაქეობიდან გასვლითა და მოქალაქეობის დაკარგვით. საქართველოს მოქალაქეობის საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის წესი.“;

  ბ) VI თემა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თე­მა VI. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებრი­ვი მოწ­ყო­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ-სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი. ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ურ-სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს შემადგენ­ლო­ბა­ში. თვითმმართველი ერთეულები (მუნიციპალიტეტები) თვითმმართველი ქალაქი, თვითმმართველი თემი.“;

გ) XIII თემა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თე­მა XIII. ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი საფუძვლები

ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ცნე­ბა. მუნიციპალიტეტი და მისი ორგანოები. მუნიციპალიტეტისა და მისი ორგანოების უფლებამოსილებები.“;

დ) „ლიტერატურა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

სა­ქარ­თვე­ლოს 1995 წლის 24 აგ­ვის­ტოს კონ­სტი­ტუ­ცია.

საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ”.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი „სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ”.

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი „საქართველოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ”.

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი „რე­ფე­რენ­დუ­მის შე­სა­ხებ”.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შესახებ”.

საქართველოს ორგანული კა­ნო­ნი „ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შე­სა­ხებ”.

საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ”.

საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“.

საქართველოს კა­ნო­ნი „სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ”.

საქართველოს კანონი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“.

საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.“.

2. „ნოტარიატის“ ნაწილის:

ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობები. სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა.“;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სანოტარო მოქმედებები, რომლებსაც ასრულებენ  დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირები.“;

გ) „ლიტერატურა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა:

საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილება „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.

ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის (UINL) წესდება.

„ნოტარიატი (ლექციების კურსი)“, მე-2 გამოცემა, ავტ. ბესიკ სეხნიაიძე, თბილისი, 2006.

საქართველოს კანონის პროექტები „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (https://matsne.gov.ge/ka/document/view/3007305;  https://matsne.gov.ge/ka/document/view/3007328).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი