საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სსრ სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სსრ სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1426
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 23/09/1987
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1987
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.025
1426
23/09/1987
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1987
080.000.000.05.001.000.025
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სსრ სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის

ბრძანებულება

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სსრ სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

 „სსრ კავშირის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 22 ივნისის ბრძანებულების შესაბამისად და ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პერზიდიუმი ადგენს:

I. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10; 1969 წ., №6, მუხლი 122; 1974 წ., № 9, მუხ. 171; 1982 წ., № 12, მუხ. 371) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 2362 და 253' მუხლები:
მუხლი 2362. არასრულწლოვანების ჩაბმა იმ სამკურნალწამლო და სხვა საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებაში, რომლებიც გაბრუებას იწვევენ

არასრულწლოვანების ჩაბმა იმ სამკურნალწამლო და სხვა საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებაში, რომლებიც ნარკოტიკულს არ მიეკუთვნებიან და გაბრუებას იწვევენ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე“.

მუხლი 2531. ზეთოვანი ხაშხაშის და კანაფის უკანონო დათესვა ან მოყვანა

ზეთოვანი ხაშხაშის, აგრეთვე კანაფის, გარდა ამ კოდექსის 253-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სახეობებისა, უკანონო დათესვა ან მოყვანა, ჩადენილი განმეორებით, ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელმაც წინათ ჩაიდინა ამ მუხლის პირველი ნაწილით, ამ კოდექსის 252-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 2521 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 2523, 2525, 253-ე მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე“.

2. 230-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე ნაწილი:

„ბუნაგების მოწყობა ან შენახვა იმ სამკურნალწამლო და სხვა საშუალებების გამოყენებით გაბრუებისათვის, რომლებიც ნარკოტიკულს არ მიეკუთვნებიან, ანდა ამ მიზნებისათვის სადგომების დათმობა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე“.

3. 252-ე მუხლის:

სათაურში სიტყვის „ნარკოტიკულ“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „საშუალებათა“;

პირველ, მეორე, მესამე და მეხუთე ნაწილებში სიტყვები: „ნარკოტიკულ ნივთიერებათა“, „ნარკოტიკულ ნივთიერებებს“ შეიცვალოს სიტყვებით „ნარკოტიკულ საშუალებათა“, „ნარკოტიკულ საშუალებებს“;

მეოთხე ნაწილში ციფრები „2525 და 253-ე“ შეიცვალოს ციფრებით:

2525, 253-ე, 253“;

დაემატოს მუხლს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

შენიშვნა: პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებებს, თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან ჩაბარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა შეძენის, აგრეთვე მათი შენახვის, გადაზიდვის და გადაგზავნისათვის.
პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას არასამედიცინო მიზნით ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარებისათვის, აგრეთვე მოხმარებული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და გადაგზავნისათვის“.

4. 252' მუხლის:

სათაურში სიტყვის „ნარკოტიკულ“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „საშუალებათა“;

პირველ და მესამე ნაწილებში სიტყვები: „ნარკოტიკულ ნივთიერებათა“ შეიცვალოს სიტყვებით „ნარკოტიკულ საშუალებათა“;

მეორე ნაწილში სიტყვა „ნივთიერება“ შეიცვალოს სიტყვით „საშუალება“. 

5. 2522 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2522. ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ანდა ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე

ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, ჩადენილი განმეორებით, ასეთივე  დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი
სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე“.

6. 2523 მუხლში:

სიტყვები: „ნარკოტიკულ ნივთიერებათა“ შეიცვალოს სიტყვებით „ნარკოტიკულ საშუალებათა“;
მეორე ნაწილს ციფრის „253-ე“ შემდეგ დაემატოს ციფრი „2531“.

7. 2525 მუხლში სიტყვები: „ნარკოტიკული ნივთიერებათა“ შეიცვალოს სიტყვებით „ნარკოტიკულ საშუალებათა“.

8. 253-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 253. გასაშენებლად აკრძალული ხაშხაშის და კანაფის დათესვა ან მოყვანა

გასაშენებლად აკრძალული ხაშხაშის, აგრეთვე ინდური, სამხრეთ მანჯურიის, სამხრეთ ჩუიის, სამხრეთ არხონის და სამხრეთ კრასნოდარის კანაფის დათესვა ან მოყვანა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან იმ პირის მიერ, რომელმაც წინათ ჩაიდინა ამ კოდექსის 252-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 2521 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 2523, 2525, 2531 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე“.

II. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421; 1985 წ., №10, მუხ. 370; 1986წ., №6, მუხ. 140; 1987 წ., №6, მუხ. 151, 152; №8, მუხ. 207) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1001 და 1002 მუხლები:

„მუხლი 1001. ნარკოტიკების შემცველი ნათესების დაცვის უზრუნველსაყოფად ზომების მიუღებლობა

კანაფისა და ზეთოვანი ხაშხაშის ნათესების, ამ კულტურების მოსავლის შენახვისა და გადამუშავების ადგილების დაცვის დადგენილი რეჟიმის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე ნარკოტიკულ ნივთიერებათა შემცველი ნამკალისა და წარმოების ნარჩენების გასანადგურებლად ზომების მიუღებლობა, –

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას ას მანეთამდე.

მუხლი 1002. ზეთოვანი ხაშხაშის ან კანაფის უკანონო დათესვა ან მოყვანა

ზეთოვანი ხაშხაშის, აგრეთვე გასეშენებლად აკრძალული ინდური, სამხრეთ მანჯურიის, სამხრეთ ჩუიის, სამხრეთ არხონისა და სამხრეთ კრასნოდარის კანაფის გარდა სხვა კანაფის უკანონო დათესვა ან მოყვანა, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ოციდან ას მანეთამდე.“.

2. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 45. ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ანდა ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე

ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას მანეთამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ორ თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით, ამ ზომების გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, – ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით თხუთმეტ დღემდე.

შენიშვნა: პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რაც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან რასაც ის ინახავდა გასაღების მიზნის გარეშე, აგრეთვე რომელმაც ნებაყოფლობით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედობისათვის.“.

3. 205-ე მუხლის პირველ ნაწილში ციფრები „92-ე-მე-100“ შეიცვალოს ციფრებით „92-1002“.

4. 208-ე მუხლს სიტყვების „ამ კოდექსის“ შემდეგ დაემატოს ციფრი „45-ე“.

5. 209-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის მეორე აბზაცს სიტყვების „ამ კოდექსის“ შემდეგ დაემატოს ციფრი „45-ე“.

6. 262-ე მუხლის მეორე ნაწილს ციფრის „154-ე“ წინ დაემატოს ციფრი „45-ე“.

III. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს სსრ 1972 წლის 15 ივნისის კანონის („საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1972 წ., №6, მუხ.101; 1974 წ., №9, მუხ. 171) 611 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მუხლს მეორე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ახალი ნაწილი:

„ნარკომანიით დაავადებულნი, რომელთაც მძიმე თანმდევი სნეულებების გამო არ შეუძლიათ სამკურნალო-შრომითს პროფილაქტორიუმში ყოფნა, I და II ჯგუფის ინვალიდები, 60 წელს გადაცილებული მამაკაცები და 55 წელს გადაცილებული ქალები, რომლებიც თავს არიდებენ ნებაყოფლობით მკურნალობას ან მკურნალობის შემდეგ აგრძელებენ ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარებას, დადგენილი წესით გაიგზავნებიან სპეციალურ ნარკოლოგიურ განყოფილებაში იძულებითი მკურნალობისათვის ვადით სამი თვიდან ერთ წლამდე“.

2. მესამე ნაწილი ჩაითვალოს მეოთხე ნაწილად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამკურნალო-შრომითს და სამკურნალო-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმებში გაგზავნის წესს, აგრეთვე იქ მოთავსების რეჟიმს ადგენს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა“.

IV. „ნარკომანიით დაავადებულთა იძულებითი მკურნალობისა და შრომითი აღზრდა-გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 28 აგვისტოს ბრძანებულებას (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1975 წ., №8, მუხ. 162) დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

„101. ნარკომანიით დაავადებულნი, რომელთაც მძიმე თანმდევი სნეულებების გამო არ შეუძლიათ სამკურნალო-შრომითს პროფილაქტორიუმში ყოფნა, I და II ჯგუფის ინვალიდები, 60 წელს გადაცილებული მამაკაცები და 55 წელს გადაცილებული ქალები, რომლებიც თავს არიდებენ ნებაყოფლობით მკურნალობას ან მკურნალობის შემდეგ აგრძელებენ ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარებას, გაიგზავნებიან იძულებითი მკურნალობისათვის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დადგენილი წესით დაცულ სპეციალურ ნარკოლოგიურ განყოფილებაში ვადით სამი თვიდან ერთ წლამდე.

აღნიშნული პირების სპეციალურ ნარკოლოგიურ განყოფილებაში გაგზავნა ხდება ამ ბრძანებულების მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული წესით“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია

თბილისი,

1987 წლის 23 სექტემბერი.

№1426XI