„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 მაისის №878 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2643
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020515
  • Word
2643
11/12/2015
ვებგვერდი, 30/12/2015
000000000.00.003.020515
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 მაისის №878 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2643

2015 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 მაისის №878 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 მაისის №878 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (ს/კ №200075113) საკუთრებაში არსებულ, №71.63.59.229 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.09.2014 წლის №12/26-14, №180315614589242 განჩინების საფუძველზე რეგისტრირებული ყადაღის (რეგისტრაციის თარიღი: 10.09.2014 წ., №102014247479) მოხსნიდან არა უგვიანეს 18 (თვრამეტი) თვისა, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ საკუთრებაში არსებულ №71.63.59.229 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე და მის მიმდებარედ არსებულ №71.63.50.829 და №71.63.50.813 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე ტურისტული მომსახურების კომპლექსის მშენებლობის დასრულება, ამავე კომპლექსის შემადგენელი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება;“.

2. შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ვალდებულია, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 მაისის №878 განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულებისა და საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 მაისის №878 განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

3. შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ საკუთრებაში არსებულ, №71.63.59.229 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.09.2014 წლის №12/26-14, №180315614589242 განჩინების საფუძველზე რეგისტრირებული ყადაღის (რეგისტრაციის თარიღი: 10.09.2014 წ., №102014247479) მოხსნამდე „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 მაისის №878 განკარგულების მე-3 პუნქტის ან ამ განკარგულების მე-2 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გაზრდის წესი განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“ შორის გაფორმებული შეთანხმებით.

4. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ გათავისუფლდეს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან.

5, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

6. ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტები ძალაში შევიდეს შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ საკუთრებაში არსებულ, №71.63.59.229 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.09.2014 წლის №12/26-14, №180315614589242 განჩინების საფუძველზე რეგისტრირებული ყადაღის (რეგისტრაციის თარიღი: 10.09.2014 წ., №102014247479) მოხსნის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი