„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4708-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190010.05.001.018051
4708-რს
23/12/2015
ვებგვერდი, 29/12/2015
010190010.05.001.018051
„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 25) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

  „4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნდობის ჯგუფს წარუდგენს დეტალურ ინფორმაციას განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საიდუმლო საქმიანობის შესახებ.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2015 წ.

N4708-რს