დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1492 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 02/06/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 14/06/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.120.000.05.001.001.840 |
საქართველოს კანონი
„საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, ივლისი, 1993 წ., მუხ. 185) დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 მუხლი:
„მუხლი 62
ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, იაპონიის, ისრაელის სახელმწიფოს, კანადისა და შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებისათვის 3 თვემდე მგზავრობისათვის შემოღებულია უვიზო რეჟიმი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 2 ივნისი.
№1492-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები