საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 313
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.000.151
  • Word
313
27/06/1996
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
020.000.000.05.001.000.151
საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მუხლი 853 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 853. იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა მოსპობა ან სხვა ისეთ მოქმედებათა ჩადენა, რასაც შეიძლება მოჰყვეს ასეთ ცხოველთა დაღუპვა, მათი რიცხვის შემცირება ან ბინადრობის გარემოს დარღვევა, ასეთი ცხოველების სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება

საქართველოს წითელ წიგნში შეტანილ ცხოველთა სახეობებს მიკუთვნებულ იშვიათ და გადაშენების პირას მისულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს ასეთ ცხოველთა დაღუპვა, მათი რიცხვის შემცირება ან ბინადრობის გარემოს დარღვევა, ანდა ამ ცხოველთა მოპოვება მოპოვების ნებართვაში მითითებულ პირობათა დარღვევით, ასეთი ცხოველების სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება,

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოცდაათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების ორმოციდან ას მინიმალურ ოდენობამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით..

2. 86-ე მუხლის სანქციებში სიტყვები შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე და შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით შრომის ანაზღაურების ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე და შრომის ანაზღაურების ასორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე.

3. 153 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 153. მეურნე სუბიექტების მიერ ვაჭრობის (მომსახურების) წესების დარღვევა

მეურნე სუბიექტების მიერ ვაჭრობის (მომსახურების) წესების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.

გასაყიდი საქონლის (მომსახურების) ფასის მაჩვენებლის (პრეისკურანტის) გამოუკვრელობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასი მინიმალური ოდენობით..

4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1532 მუხლი:

     „მუხლი 1532. მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-საკასო აპარატების გამოყენების, მყიდველისათვის ჩეკის გაცემის, ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების მუშაობის წესების დარღვევა

მეურნე სუბიექტების მიერ მოსახლეობასთან სავაჭრო ოპერაციების წარმოებისა და მომსახურებისას ფულადი ანგარიშსწორება საკონტროლო-საკასო აპარატების გამოყენების გარეშე,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორასი მინიმალური ოდენობით.

მყიდველისათვის (კლიენტისათვის) ჩეკის გაუცემლობა ან ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება,

გამოიწვევს ჩეკის გამცემი პირის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ათი მინიმალური ოდენობით.

ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების საქსტანდარტისა და საგადასახადო ორგანოების ორმაგი ლუქის გარეშე მუშაობა,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორასი მინიმალური ოდენობით.

5. 164-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

მეურნე სუბიექტების საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში მათ მიერ სავაჭრო ოპერაციების (მომსახურების) განხორციელება,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების შვიდასი მინიმალური ოდენობით.

6. კოდექსის 116-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა საგზაო მოძრაობის წესების დანართში მითითებული იმ ტექნიკური უწესივრობით, რომლის არსებობა კრძალავს სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლოატაციას, ან ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, ან არა აქვს მარკირება მაშუქებსა და საქარე მინებზე, ან გადაკეთებულია შესაბამისი ნებართვის გარეშე,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე.

უსაფრთხოების ღვედებით ან მოტოჩაფხუტებით სარგებლობის წესების დარღვევა,

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან სამ მინიმალურ ოდენობამდე.

7. 117-ე მუხლში სიტყვების ხმოვანი სიგნალის მიცემის შემდეგ დაემატოს სიტყვები გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალების განლაგების მდგომარეობის, ავტომაგისტრალებზე და საცხოვრებელ ზონებში მოძრაობის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ბუქსირების, სასწავლო სვლის, ტვირთის გადაზიდვის;

მუხლის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე.

8. 1172 მუხლის სანქციაში სიტყვები ორიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე შეიცვალოს სიტყვებით თხუთმეტიდან ოც მინიმალურ ოდენობამდე.

9. 119-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის სანქციებში სიტყვები ათიდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე შეიცვალოს სიტყვებით ოცდაათიდან სამოც მინიმალურ ოდენობამდე.

10. 120-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე ან მართვის უფლების ჩამორთმევას ექვსი თვის ვადით.

11. 136-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები ტროტუარზე გარე ვაჭრობის წარმოება შეიცვალოს სიტყვებით ტროტუარზე გარეშე ვაჭრობა და სამშენებლო და სხვა მასალების დაყრა, ხოლო სანქციაში სიტყვების პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა შემდეგ დაემატოს სიტყვები ან მოქალაქეთა.

12. 1771 მუხლის სანქციაში სიტყვები ოც მინიმალურ ოდენობამდე შეიცვალოს სიტყვებით ოციდან სამოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე;

მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

შენიშვნა: უცხოელი მოქალაქეები ავტოსატრანსპორტო მომსახურების განხორციელებისას ლიცენზირების წესების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან ადგილზე საგზაო პოლიციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.

13. მე-200 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს, იგი დაჯარიმდება ადგილზე უფლებამოსილი პირის მიერ.

14. 209-ე მუხლის მეორე ნაწილის მე-2 პუნქტში სიტყვები 133-ე მუხლის პირველი ნაწილით" შეიცვალოს სიტყვებით 133-ე მუხლით.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 116117-ე მუხლებით, 121-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 124-ე მუხლის პირველი ნაწილით საგზაო საპატრულო სამსახურის ქვედანაყოფების მეთაურებსა და მათ მოადგილეებს, სახელმწიფო საავტომობილო ინსპექტორებს და სხვა ინსპექტორებს, რომლებიც ახორციელებენ კონტროლს საგზაო მოძრაობის წესების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სხვა ნორმატივების დაცვაზე დაჯარიმებისა შრომის ანაზღაურების ხუთ მინიმალურ ოდენობამდე.

15. 239-ე მუხლის მე-3 ნაწილში ციფრები 77-83 შეიცვალოს ციფრებით 77-80, 82-ე, 83-ე, მე-12 ნაწილში ციფრები 123-ე და 1771 შეიცვალოს ციფრებით 81-ე, 116126-ე, 133-ე, 136137-ე და 1771, ხოლო სიტყვის პოლიცია წინ დაემატოს სიტყვა საგზაო, მე-15 ნაწილში ციფრის 1531 შემდეგ დაემატოს ციფრი 1532.

16. 262-ე მუხლის მეორე ნაწილში ციფრის 45-ე შემდეგ ამოღებულ იქნეს ციფრი  153-ე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 27 ივნისი.

№313IIს