ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016194
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
05/02/2016
ვებგვერდი, 10/02/2016
010250020.35.129.016194
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/02/2016 - 04/03/2016)

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №4

2016 წლის 5 თებერვალი

ქ. ჭიათურა

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,

 ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები გერბი და დროშა  (დანართი №1).
2. დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა №2 დანართის შესაბამისად.
3. დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა №3 დანართის შესაბამისად.
4. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება/დაცვა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი



დანართი  1

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბი

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის დროშა

 


დანართი 2

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
გერბის ფარი გაყოფილია სამ არათანაბარ ნაწილად. მარცხენა მწვანე ველზე გამოსახულია ბოლნურ-კაცხური ჯვარი; მარჯვენა ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ვერცხლის კაცხის სვეტი, ხოლო კაცხის სვეტის თავზე ოქროსფერით გამოსახულია ბაზილიკა. გერბის ქვედა შავ ველზე, რომელიც გერბის ფარის 1/3 ნაწილს წარმოადგენს, გამოსახულია მაღაროს მადნით დატვირთული სამი ოქროსფერი ვაგონი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „ჭიათურა“.



დანართი 3

ჭიათურის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
დროშა ჰორიზონტალურად გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. მარცხენა ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს, ხოლო მარცხენა ლაჟვარდოვან ველს. დროშის მწვანე ველის ზედა მარცხენა კუთხეში გამოსახულია ბოლნურ-კაცხური ჯვარი.

დროშის პროპორციებია 2/3.