საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 30/01/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1, 31/01/1991
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.048
30/01/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1, 31/01/1991
080.000.000.05.001.000.048
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

I. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 81 მუხლის მეორე ნაწილში სიტყვების საჰაერო ხომალდის გატაცება (2422 მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სატრანსპორტო საშუალებათა გატაცება (243-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები)“.

2. მე-12 მუხლის მეორე ნაწილში სიტყვების „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გამოყენებისათვის (240-ე მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სატრანსპორტო საშუალებათა გატაცებისათვის (243-ე მუხლი)“.

3. 44-ე მუხლის  პირველი ნაწილის პირველ და მეორე პუნქტებში სიტყვების „საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის (2422 მუხლი)“ დაემატოს სიტყვები „სატრანსპორტო საშუალებათა გატაცებისათვის (243-ე მუხლი)“.

4. 541 მუხლის მესამე პუნქტში სიტყვების „საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის (2422 მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სატრანსპორტო საშუალებათა გატაცებისათვის (243-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები)“.

5. 55-ე მუხლის მეექვსე ნაწილის მე-2 პუნქტში სიტყვების „საჰაერო ხომალდის გატაცებისათვის (2422 მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სატრანსპორტო საშუალებათა გატაცებისათვის (243-ე მუხლის პირველი ნაწილი)“.

6. 243-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 243. სატრანსპორტო საშუალებათა გატაცება

სატრანსპორტო საშუალებათა, ესე იგი ყველა სახის ავტომობილის, ტრაქტორის და სხვა თვითმავალი მანქანის, ტრამვაი-ტროლეიბუსის, აგრეთვე მოტოციკლის და სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გატაცება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ანდა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ან ჩადენილი სიმთვრალეში, ან პირის მიერ, რომელსაც მართვის უფლება არა აქვს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედობა, თუ გამოყენებულია ძალადობა ან მუქარა, ანდა რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით“.

II. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11):

126-ე მუხლის მეოთხე ნაწილში სიტყვები „243-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით“ შეიცვალოს სიტყვებით „243-ე მუხლით“;

მე-400 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „243-ე მუხლის პირველი ნაწილით“.

III. საქართველოს სსრ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1984 წ., № 12, მუხ. 420):

1. 121-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 121. სატრანსპორტო საშუალებათა მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს უფლება, ან მართვის გადაცემა არასრულწლოვანისათვის

სატრანსპორტო საშუალებათა მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს ამ საშუალებათა მართვის უფლება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა მართვის გადაცემა იმ პირისათვის, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთას მანეთამდე.

იგივე დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალებათა, ტვირთის, გზების, საგზაო და სხვა ნაგებობათა ან სხვა ქონების დაზიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათას მანეთამდე ან სატრანსპორტო საშუალებათა სასყიდლით ჩამორთმევას.

სატრანსპორტო საშუალებათა მართვის გადაცემა არასრულწლოვანისათვის –

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალებათა სასყიდლით ჩამორთმევას“.

2. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 122-ე მუხლი:

„მუხლი 122. სატრანსპორტო საშუალებათა მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე

სატრანსპორტო საშუალებათა  მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ან სხვისი, ან შენიღბული, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნებით, -

გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს სატრანსპორტო საშულების კონფისკაციას“.

3. 208-ე და 279-ე მუხლებს ციფრების „501“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „121-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 122-ე მუხლის მეორე ნაწილით“.

4. 209-ე მუხლში:

პირველ ნაწილში სიტყვები „116–126-ე მუხლებით“ შეიცვალოს სიტყვებით „116–120 მუხლებით, 121-ე მუხლის პირველი ნაწილით, 122-ე მუხლის პირველი ნაწილით, 124–126-ე მუხლებით“;

მეორე პუნქტში სიტყვები „121-ე მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით „121-ე მუხლის პირველი ნაწილით, 122-ე მუხლის პირველი ნაწილით“.

5. 262-ე მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „95-ე მუხლით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „121-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებითა და 122-ე მუხლის მეორე ნაწილით“.

6. 269-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს ციფრები „122“.

7. 295-ე მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „(გარდა ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის შესახებ საქმეებისა)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „122-ე მუხლის მეორე ნაწილით“.

IV. კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი

საბჭოს თავმჯდომარე                                              ზ. გამსახურდია

თბილისი,

1991 წლის 30 იანვარი.