„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4847-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 460000000.05.001.018075
4847-IIს
04/03/2016
ვებგვერდი, 14/03/2016
460000000.05.001.018075
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სპორტის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და საკუთარი წესდებების შესაბამისად. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანოა სპორტის შესაბამის სახეობაში და პასუხს აგებს მისი განვითარებისთვის.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 6და 62 პუნქტები:

„61. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომლის წევრთა არანაკლებ სამ მეოთხედს სპორტული ორგანიზაციები უნდა წარმოადგენდნენ.

62. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის პრეზიდენტი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მაღალი რეპუტაცია და ნასამართლობის არმქონეა.“.

 

მუხლი 2. ამ კანონით გათვალისწინებული „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 6პუნქტი არ ვრცელდება 2016 წლის 1 სექტემბრისათვის მოქმედ საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის პრეზიდენტზე.

 

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 მარტი 2016 წ.

N4847-IIს