„საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლისა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლისა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 389
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/08/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 25/08/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.140.000.05.001.001.555
  • Word
389
13/08/2004
სსმ, 24, 25/08/2004
010.140.000.05.001.001.555
„საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლისა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993, №9, მუხ.185) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვიზის კატეგორიების სახეებია: შემოსვლის, შემოსვლა-გასვლის, გასვლის და სატრანზიტო. გასვლის ვიზა არ ესაჭიროებათ იმ უცხოელებს, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლება.“.

2. მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

     „მუხლი 61

საქართველოში შემოსვლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ იმ საკრუიზო გემის მგზავრებს, რომელთა ყოფნის ვადა საქართველოს ტერიტორიაზე არ აღემატება 72 საათს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევებისა.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 13 აგვისტო.

№389-რს