ნდობის ჯგუფის შესახებ

  • Word
ნდობის ჯგუფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1270
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/03/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 13-14, 05/03/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.190.010.05.001.000.331
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1270
04/03/1998
პარლამენტის უწყებანი, 13-14, 05/03/1998
010.190.010.05.001.000.331
ნდობის ჯგუფის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (03/12/2002 - 10/08/2004)

 

საქართველოს კანონი

ნდობის ჯგუფის შესახებ

    მუხლი 1

1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით საქართველოს პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრთაგან იქმნება ნდობის ჯგუფი.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დამატებით მიკუთვნებული ადგილი ეკუთვნის პარტიას/საარჩევნო ბლოკს, რომელსაც ზემოაღნიშნულ კომიტეტში ერთზე მეტი წევრი არა ჰყავს, ნდობის ჯგუფის წევრად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც არ არის ამ კომიტეტის წევრი.

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი № 1821 -სსმ I, № 32 , 20 . 12 . 2002 წ; მუხ 159

    მუხლი 2

1. ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი, როგორც წესი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა, ერთი – საპარლამენტო უმრავლესობის და ერთი – საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი.

2. საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის არარსებობის შემთხვევაში ნდობის ჯგუფში ასარჩევი კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციასა და პარლამენტის წევრთა არანაკლებ 10-კაციან ჯგუფს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპარლამენტო ოპოზიციისაგან ნდობის ჯგუფის წევრებად შეიძლება აირჩეს თითო წევრი იმ პირთაგან, რომლებიც იყვნენ იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღურბლი და რომლებიც არ არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. თუ ასეთი პარტია/საარჩევნო ბლოკი ერთია, ორივე ადგილი მას მიეკუთვნება, ხოლო თუ მათი რაოდენობა ორზე მეტია, თითო ადგილი მიეკუთვნება მათგან უკეთესი შედეგის მქონეთ (მიღებული ხმების რადენობის მიხედვით).

4. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, ნდობის ჯგუფის დანარჩენი წევრები აირჩევიან იმ პირთაგან, რომლებიც იყვნენ იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღურბლი. თუ ასეთ პარტიათა/საარჩევნო ბლოკთა რაოდენობა ოთხზე მეტია, თითო ადგილი მიეკუთვნება მათგან უკეთესი შედეგის მქონეთ (მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით), ხოლო თუ მათი რაოდენობა ოთხზე ნაკლებია, დამატებით თითო ადგილი (ოთხამდე შესავსებად) მიეკუთვნება მათგან უკეთესი შედეგის მქონეთ.

საქართველოს 2002 წლის 14 მაისის კანონი № 1407 -სსმ I, № 15 , 03 . 06 . 2002 წ; მუხ. 57

საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი № 1623 -სსმ I, № 23 , 24. 0 7. 2002 წ; მუხ. 111

საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი № 1821 -სსმ I, № 32 , 20 . 12 . 2002 წ; მუხ 159

    მუხლი 3

1. ნდობის ჯგუფში ასარჩევი კანდიდატები საქართველოს პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენამდე გადიან შემოწმებას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო უმცირესობა, საპარლამენტო ფრაქცია და პარლამენტის წევრთა არანაკლებ 10-კაციანი ჯგუფი ნდობის ჯგუფში ასარჩევ კანდიდატებს დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს.

3. საქართველოს პარლამენტი ნდობის ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს დადგენილებით. კენჭისყრა ტარდება პერსონალურად.

4. თუ საქართველოს პარლამენტმა ნდობის ჯგუფში ასარჩევი კანდიდატები არ დაამტკიცა, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო უმცირესობა, საპარლამენტო ფრაქცია და პარლამენტის წევრთა არანაკლებ 10-კაციანი ჯგუფი ახალ კანდიდატებს წარადგენენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

5. თუ საქართველოს პარლამენტმა ნდობის ჯგუფში ასარჩევი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე არ დაამტკიცა, მაშინ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული წესით, კომიტეტის წევრთაგან წარადგენს ახალ კანდიდატურას.

საქართველოს 2002 წლის 14 მაისის კანონი № 1407 -სსმ I, № 15 , 03 . 06 . 2002 წ; მუხ. 57

    მუხლი 4

1. ნდობის ჯგუფს თავმჯდომარეობს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.

2. თუ საქართველოს პარლამენტმა ნდობის ჯგუფში არ აირჩია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, მაშინ ნდობის ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს.

3. ნდობის ჯგუფის წევრთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლით.

    მუხლი 5

საქართველოს პარლამენტის განსახილველი საკითხი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად მიეკუთვნება ნდობის ჯგუფის კომპეტენციას, საჭიროებს ნდობის ჯგუფის დასკვნას.

    მუხლი 6

1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საქმიანობას, ნდობის ჯგუფს წელიწადში არანაკლებ ერთჯერ წარუდგენენ მოხსენებებს გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

2. ნდობის ჯგუფის მოთხოვნით, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საქმიანობას, ვალდებულნი არიან ნდობის ჯგუფის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას ნდობის ჯგუფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა შესასწავლად აუცილებელი მასალები.

    მუხლი 7

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას ნდობის ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თავის დასკვნებს სპეციალური პროგრამების და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელი თანხების შესახებ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

    მუხლი 8

თუ ნდობის ჯგუფი წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები ან მათი ხელმძღვანელები არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას, იგი წერილობით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს ამ ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნის მოთხოვნით.

    მუხლი 9

თუ ნდობის ჯგუფი ამ კანონის პირველი მუხლით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მიიჩნევს, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საქმიანობა საშიშროებას უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი ამეტებს თავის უფლებამოსილებას, იგი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წინაშე აკეთებს წარდგინებას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

    მუხლი 10

1. ნდობის ჯგუფის სხდომები ტარდება არანაკლებ თვეში ერთჯერ.

2. ნდობის ჯგუფის სხდომები დახურულია.

3. ნდობის ჯგუფის გადაწყვეტილებით, მის სხდომას შეიძლება დაესწროს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი ან სხვა პირი.

4. ნდობის ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

    მუხლი 11

ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნდობის ჯგუფის მოწვეულ ექსპერტებთან და სპეციალისტებთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 12

ნდობის ჯგუფის მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე გადიან სპეციალურ შემოწმებას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 13

სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შემთხვევაში ნდობის ჯგუფის წევრები, მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 14

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                          ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 4 მარტი.

№1270–IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2002 წლის 14 მაისის კანონი №1407 -სსმ I, №15 , 03 .06 .2002 წ; მუხ.57

2. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1623 -სსმ I, №23 , 24.0 7.2002 წ; მუხ.111

3. საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1821 -სსმ I, №32 , 20 .12 .2002 წ; მუხ159

 

12. 06/12/2018 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 3875-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 11. 22/03/2017 - საქართველოს კანონი - 487-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 10. 23/12/2015 - საქართველოს კანონი - 4708-რს - ვებგვერდი, 29/12/2015 9. 06/02/2014 - საქართველოს კანონი - 1983-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 8. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1238-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 12/06/2013 - საქართველოს კანონი - 722-IIს - ვებგვერდი, 03/07/2013 6. 12/09/2008 - საქართველოს კანონი - 260 - სსმ, 20, 30/09/2008 5. 12/09/2008 - საქართველოს კანონი - 263 - სსმ, 19, 19/09/2008 4. 10/08/2004 - საქართველოს კანონი - 361 - სსმ, 23, 24/08/2004 3. 03/12/2002 - საქართველოს კანონი - 1821 - სსმ, 32, 20/12/2002 2. 04/07/2002 - საქართველოს კანონი - 1623 - სსმ, 23, 24/07/2002 1. 14/05/2002 - საქართველოს კანონი - 1407 - სსმ, 15, 03/06/2002