საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 14/05/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1991
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
14/05/1991
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1991
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

 

 

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის თაობაზე

„საქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები საქართველოს რესპუბლიკის შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:

I. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უზენასი საბჭოს უწყებები 1961 წ., № 1. მუხ. 10):

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1921, 1922, 1933 მუხლები:

„მუხლი 1921. სასამართლო საქმეების გარჩევაში ჩარევა

ზემოქმედება მოსამართლეებსა და მსაჯულებზე, რა ფორმითაც უნდა იყოს, კონკრეტული საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვისათვის ხელის შეშლის ან სასამართლო გადაწყვეტილების უკანონო გამოტანის მიღწევის მიზნით –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით სამასიდან ათას მანეთამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე.

მუხლი 1922. მუქარა მოსამართლის ან მსაჯულის მიმართ

მკვლელობის, ძალადობის ან ქონების მოსპობის მუქარა მოსამართლის ან მსაჯულის, აგრეთვე მათი ახლო ნათესავების მიმართ, მოსამართლის ან მსაჯულის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებით 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით.

მუხლი 1923. მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფა

მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფა  მართლმსაჯულების განხორციელებისას მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, 

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე“.

2. მუხლი 2033. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2033. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

თანამდებობის პირის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების ან დადგენილების განზრახ შეუსრულებლობა ან მათი შესრულებისათვის ხელის შეშლა 

ისჯება ჯარიმით ხუთასიდან ათას მანეთამდე“.

II. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ 1984 წლის 15 დეკემბერს მიღებულ საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები; 1984 წ., № 12, მუხ. 421):

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1731 და 1732 მუხლები:

„მუხლი 1731. სასამართლოში მსაჯულის გამოცხადებისათვის ხელის შეშლა

თანამდებობის პირის მიერ, რა საბაბითაც უნდა იყოს, სასამართლოში მსაჯულის გამოცხადებისათვის ხელის შეშლა, რათა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, 

გამოიწვევს დაჯარიმებას ას მანეთამდე.

მუხლი 1732. სასამართლოს კერძო განჩინების (დადგენილების) ან მოსამართლის წარდგინების გამო ზომების მიუღებლობა

თანამდებობის პირის მიერ სასამართლო კერძო განჩინების (დადგენილების) ან მოსამართლის წარდგინების განუხილველად დატოვება, ან მათში აღნიშნული კანონების დარღვევების თავიდან აცილებისათვის ღონისძიებათა მიუღებლობა, აგრეთვე კერძო განჩინებაზე (დადგენილებაზე) ან წარდგინებაზე დაგვიანებული პასუხის გაცემა 

გამოიწვევს დაჯარიმების ორას მანეთამდე“.

2. 208-ე მუხლში ციფრები:  „173“ შეიცვალოს ციფრებით: „173-1732

3. 252-ე მუხლის მეორე ნაწილში ციფრი: „173“ შეიცვალოს ციფრებით: „173-1732“.

4. 262-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვების „122-ე მუხლის მეორე ნაწილით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „1731, 1732 მუხლებით“.

5. 279-ე მუხლის პირველ ნაწილში ციფრი „173“ შეიცვალოს ციფრებით „173-1732“.

III. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 11):

1. 64-ე მუხლის მესამე ნაწილში, 1341 მუხლის მეხუთე ნაწილში, 262-ე მუხლის მესამე ნაწილში სიტყვები „30 მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „100 მანეთამდე“.

2. 231-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეათე პუნქტი:

„10) მსაჯულთა რაოდენობის დადგენას იმ დანაშაულთა საქმეების განხილვისას, რომელთა ჩადენისათვის კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე ზევით“.

IV. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს მიერ 1964 წლის 26 დეკემბერს დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., № 36, მუხ. 662):

1. 69-ე მუხლის მეორე ნაწილი, 75-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „10 მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „50 მანეთამდე“.

2. 119-ე მუხლის მეორე ნაწილში, 156-ე მუხლის მეორე ნაწილში, 167-ე მუხლის პირველ ნაწილში, 358-ე მუხლში, 409-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „30 მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „50 მანეთამდე“.

3. 159-ე მუხლის მეორე ნაწილში, 164-ე მუხლის მესამე და მეშვიდე ნაწილებში, 166-ე მუხლში, 168-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „30 მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „100 მანეთამდე“.

4. 3961 მუხლის მესამე ნაწილში და 3962 მუხლში სიტყვები „10 მანეთამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „100 მანეთამდე“.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზ. გამსახურდია.

თბილისი, 1991 წლის 14 მაისი.