თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/04/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016316
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2016 წლის 20 აპრილი

ქ. თელავი

 

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გერბი და გერბის აღწერილობა დანართი №1-ის  შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის დროშა და დროშის აღწერილობა  დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი



დანართი №1
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გერბი

 

თვითმმართველი თემი – თელავის მუნიციპალიტეტის გერბის

აღწერილობა

 

გერბის ფარი ზემოდან ქვემოთ გაკვეთილია ორ ნაწილად, ტალღოვანი სამი ვერცხლლის ყაბიწით. ფარის პირველ ნაწილში მეწამული ველის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ქვევრი. ფარის მეორე  ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ორი ოქროს მტევანი და ვაზის  ორი ოქროს ფოთოლი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „თელავი“ .


დანართი №2
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის დროშა

 


თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

 

 დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ლაჟვარდის 1/3 და მეწამულ 2/3 ველებად.

ლაჟვარდისა და მეწამული ველების კვეთის ცენტრში მოთავსებულია ფარი, რომელიც დროშის სიმაღლის 1/2-ია. ფარი ზემოდან ქვემოთ გაყოფილია ორ ნაწილად ტალღოვანი სამი ვერცხლის ყაბიწით. ფარის პირველ ნაწილში მეწამული ველის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ქვევრი. ფარის მეორე ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ორი ოქროს მტევანი და ვაზის ორი ოქროს ფოთოლი.

ფარს შემოვლებული აქვს თეთრი ფერის არშია. დროშის პროპორციაა 2/3.

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.