„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 07/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.05.001.001.501
  • Word
195
24/06/2004
სსმ, 17, 07/07/2004
010.240.010.05.001.001.501
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 3, 13.02.2004, მუხ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სამინისტროებია:

) განათლებისა და მეცნიერების;

) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების;

) ეკონომიკური განვითარების;

) ენერგეტიკის;

) თავდაცვის;

) იუსტიციის;

) კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის;

) ლტოლვილთა და განსახლების;

) საგარეო საქმეთა;

) სახელმწიფო უშიშროების;

) სოფლის მეურნეობის;

) ფინანსთა;

) შინაგან საქმეთა;

) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.“.

2. 35- მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს:

) საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი დაფინანსების, საშტატო რიცხოვნობისა და ქონების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სისტემის, მათ შორის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, და უფლებამოსილების შესაბამისი გათვალისწინება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულებაში;

) შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი          . სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 ივნისი.

195-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.