დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე მართვის რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 06/05/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.141.016174 |
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის
საგანგებო სიტუაციებზე მართვის რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ |
,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულების მოთხოვნათა და „ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
|
1.
დამკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე მართვის რეაგირების გეგმა №1 დანართის შესაბამისად.
|
2.
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალქალაქის მუნიციპალატეტის საკრებულოს 2016 წლის 28 აპრილის №10 დადგენილება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე მართვის რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“.
|
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური
დახასიათება |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადმინისტრაციული ცენტრი: ქალაქი ახალქალაქი: ფართობი –
12352კმ. წყლის ძირითადი არტერიები –
ბუნებრივი. ქალაქი –
1; თემი –
21; სოფელი –
64; მანძილი თბილისამდე –
180 კმ; მანძილი ახალციხემდე –
72კმ; უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი, მანძილი –
450კმ; უახლოესი რკ.სადგური ქ. ახალქალაქი; უახლოესი აეროპორტი –
თბილისი, მანძილი –
180 კმ; ქალაქის მოსახლეობა –
9800; თემებისა და სოფლის მოსახლეობა –
52500. მოედინება მდინარეები: ფარავანი, ჭობარეთი, ბარალეთი.
აქ სახლობენ ძირითადად ქართველები და სომხები. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 300-400 მმ. მაქსიმუმი 1600-1800 მმ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია შემდეგი რისკები: მეწყერი, ქარიშხალი, ხანძარი, მიწისძვრა, ზვავი, დიდთოვლობა, სეტყვა. |
გეგმის ძირითადი ნაწილი
ფუნქციები: 1. საგანგებო სიტუაციების მართვის უზრუნველყოფა ; 2. კავშირგაბმულობის და შეტყობინებების ღონისძიებათა უზრუნველყოფა; 3. მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველყოფა; 4. საძიებო-სამაშველო, საავარიო სამაშველო და საავარიო აღდგენითი სამუშაობის ღონისძიების უზრუნველყოფა ; 5. სატრანსპორტო უზრუნველყოფა; 6. ენერგომომარაგებით უზრუნველყოფა; 7. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; 8. საინჟირნო უზრუნველყოფა; 9. ტყის ხანძრებზე ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფა; 10. მსხვილ მასშტაბით ხანძრებზე ხანძარსაწინააღმდეგო უზრუნველყოფა; 11. სამედიცინო უზრუნველყოფა; 12. საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფა. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე საგანგებო შტაბის უფროსი (გამგებელი) იწვევს ოპერატიული ცენტრის წევრებს. საგანგებო სიტუაციებზე პირველად რეაგირებას ახორციელებენ სახანძრო-სამაშველო სამსახური,რომელიც ოპერატიული ინფორმაციის მიღებისთანავე ახორციელებს შესაბამის რეაგირებას და აწარმოებს დაზვერვით სამუშაოებს. საგანგებო სიტუაციის ადგილიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საგანგებო სიტუაციის მართვის ოპერატიული ცენტრი გეგმავს გასატარებელ ღონისძიებებს და გასცემს შესაბამის დავალებებს. საგანგებო სიტუაციის რაიონში იშლება საველე ოპერაციის ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი, საგანგებო ოპერატიული ცენტრის უფროსთან შეთანხმებით. რეაგირების მართვა რეაგირების მართვა ხორციელდება საგანგებო შტაბის მიერ დახმარების ფუნქციების გათვალისწინებით, ამ სფეროში არსებული და სხვა დამხმარე კანონმდებლობის მიხედვით. წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციებზე პირველადი მორიაგირე რაზმები ვალდებულნი არიან მუდმივ კავშირზე იმყოფებოდნენ გამგეობის სამორიგეოსთან, შესაძლო ძალთა მობილიზაციისა და ესკალაციის გართულების აცილების მიზნით. არსებული საკითხის ერთ სისტემაში მოქცევის მიზნით მოქმედებს პირველადი მორეაგირე ძალების ერთიანი ეთერი (სიხშირე) და ერთიანი – „საგანგებო ზარი“, რომლითაც სარგებლობს მოსახლეობა. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა რამდენიმე სხვადასხვა მორეაგირე ჯგუფის ჩართვა სალიკვიდაციო სამუშაოებში (მიუხედავად საგანგებო სიტუაციების ხასიათისა) დაუყოვნებლივ იკრიბება საგანგებო შტაბი. საგანგებო შტაბი საგანგებო შტაბი წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე მართვის ცენტრს, რომელიც კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას. შტაბი იკრიბება წელიწადში მინიმუმ ორჯერ, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყოვნებლივ. შტაბის შეკრების მიზანია: - მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების არსებული მდგომარეობა, მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, პრევენციის, რეაგირების რაციონალური წინადადებები; - შეიმუშაოს სპეციალური პროგრამები მათი გადაჭრის მიზნით; - უზრუნველყოს მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციებში უსაფრთხოება; - საგანგებო სიტუაციების საკითხებში ფინანსური რეზერვების პრიორიტეტულობის გამოყოფის საკითხების განხილვა. შტაბის ხელმძღვანელი არის ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი. შტაბის წევრები კომპლექტდება რეაგირების გეგმის ფუნქციებიდან გამომდინარე, შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია დაამატოს წევრი თავისი შეხედულებით. შტაბის წევრების საქმიანობა არ ანაზღაურდება ბიუჯეტიდან. საგანგებო შტაბი მოქმედებს რეაგირების გეგმის ფუნქციების მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მოსალოდნელ ან შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე, რეგიონალურ ან ეროვნულ დონეზე დახმარების ჩარევამდე, ე.ი. მანამ სანამ რეგიონალურ ან ეროვნულ დონეზე არსებულ საკითხებში ჩართვა იქნება საჭირო, შემდგომ მოქმედების მართვა რჩება იგივე, ხოლო გადაწყვეტილებების მიღება და ხელმძღვანელობა ხორციელდება ეროვნული რეაგირების მიხედვით. საგანგებო სიტუაციების ზონაში, საჭიროებიდან გამომდინარე, იშლება საველე ოპერაციების ცენტრი, რომლის ხელმძღვანელს ნიშნავს საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი. საველე ოპერაციების ცენტრში იქმნება: კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის ჯგუფი; სამაშველო ოპერაციის ჯგუფი; მატერიალურ-უზრუნველყოფის ჯგუფი ; დაზვერვის ჯგუფი.
სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ახალქალაქის რაიონული სამსახურის პ/შემადგენლობა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი საგანგებო სიტუაციების დროს სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ახალქალაქი, ახალციხე- ნინოწმინდა (სომხეთის საზღვარი) გზატკეცილის მე-2 კმ საშტატო რიცხოვნობა - 27 ექიმი - 5 ექთანი - 8 სანიტარი - 1 მძღოლი - 8 ტრანსპორტი - 2 ერთეული ბრიგადა - 2 საკონტაქტო ტელეფონი - 112 მობილური - 599 54 34 27 შპს „უნიმედ სამცხე“ ახალქალაქის სამედიცინო ცენტრი. სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ახალქალაქი ახალციხე, ნინოწმინდა (სომხეთის საზღვარი) გზატკეცილის მე-2 კმ საწოლების რაოდენობა - 55 ბრიგადები ქირურგიული - 4 თერაპიული - 4 პედიატრიული - 2 ბავშვთა ქირურგიული -1 მეანგინეკოლოგიური -4 ინფექციური -1 რადიოლოგიური -1 - სისტემები - 500 - შპრიცი - 2000 - ტკივილგამაყუჩებლები - 100 -ადგილ.დანიშნულების და ნარკოზისთვის ტკივილგამაყუჩებელი - 100 -ანალგინი 50 კოლოფი (თითოში 10 ამპულა) -ფენტალინი 0.005% 2 მლ. 60 ამპულა - რინგერი 500 მლ. 50 ფლაკონი - პოლიგლუკინი 400მლ. 10 ფლაკონი - გლუკოზა 5%-500მლ. 50 ფლაკონი - ვიტამინი ც 200 ამპულა - ვიტამინი ბ1 ბ6 20 ამპულა - ლაზიქსი 100 ფლაკონი - სახვევი 50 ცალი - თაბაშირიანი ბინტი 100 ცალი - სალტე 50 ცალი - იოდის სპირტხსნარი 5%- 5 ლიტრი - წყალბადის ზეჟანგი 3%-100 3 ლიტრი - საკაცე 6 ცალი ახალქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პ/შემადგენლობა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი საგანგებო სიტუაციების დროს სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ახალქალაქი თავისუფლების ქ.№2 ტელეფონი - 112 პირადი შემადგენლობა - 19 სამაშველო ინვენტარი: დიზელგენერატორი - 1 სხვა საავარიო-სამაშველო ხელსაწყო -15 ტელეფონი:599 56-56-15; 22-37-01; 22-30-49 ტექნიკის ჩამონათვალი: 1. ავტოცისტერნა- 2 ერთეული 2. სამმუხლა კიბე - 2 შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’’ ახალქალაქის სერვისცენტრის პ/შემადგენლობა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი საგანგებო სიტუაციების დროს სამსახურის ადგილმდებარეობა ვაჩიანის გზატკეცილი №1 საშტატო რიცხოვნობა : 22 წყლის სათავე-ნაგებობები: აბლარი, დილიფი, ეხტილა, ბეჟანო მაგისტრალის სიგრძე: ცენტრალური 188 კმ , შიდა ქალაქის ქსელი 63 კმ. ემსახურება ქალაქ ახალქალაქს და 64 სოფელს. ტექნიკა: ჰაი ლუქსი -1; ასანიზაციის მანქანა - 1; უაზი (ვილისი) - 1; ტრაქტორი - 1. ააიპ „ახალქალაქის დასუფთავება და კეთილმოწყობა" მატერიალურ-ტექნიკური რესურსი საგანგებო სიტუაციების დროს სამსახურის ადგილმდებარეობა ქ. ახალქალაქი თავისუფლების ქ. 13 საშტატო რიცხოვნობა : 29 ტექნიკის ჩამონათვალი: - სპეცავტომანქანა-7 გრედერი - 1 - ამწე კალათა -1 - წყალმზიდი მანქანა-1 ასინიზაციის მანქანა - 1 ა(ა)იპ „ახალქალაქის დასუფთავება და კეთილმოწყობა“ტექნოგენური სიტუაციების დროს პასუხისმგებლობა ნარჩენების გატანა-დასუფთავებაზე ,ფატალური შედეგების დადგომის დროს მოსახლეობის დაკრძალვაზე ეპიდემიის გავრცელების აღმოსაფხვრელად.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მოქმედება საგანგებო სიტუაციების დროს სამსახურის ადგილმდებარეობა უფროსი: აბაჯიანი რუბენ ტელეფონი: 22-23-54 სამხედრო სამსახურისათვის ვარგისი რეზერვისტი მათ შორის - 150 ქალი 142 ოფიცერი 857 სეჟანტი სულ 7436 რეზერვისტი ტრანსპორტი: ნივა - 1
შპ ს „სერვის ნეტ გრუპის" მოქმედება საგანგებო სიტუაციების დროს სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ახალქალაქი მიკოიანის ქ. №15 უფროსი: ჰარუთიუნ ანტონიანი ტელფონი: 22-22-22; 577 18-82-94 ქსელი ინჟინერი: ვახტანგიშვილი ოთარ ტელეფონი: 570 70-22-05 1. ასს შენობა სეისმოლოგიის მხრივ გამძლა შენობაა. ახალი რკინა-ბეტონის კონსტრუქციით შეკერილია და მყარია. 2. მიწისქვეშა საკაბელო ხაზებით დაქსელილია ქალაქი ახალქალაქი. 3. მიწისზედა საკაბელო ხაზების ყველაზე სუსტი ადგილებია მაღალი ძაბვის დენის გადამცემი ხაზების სიახლოვეს მდებარე სატელეფონო ბოძები. 4. მეკაბელე-მრჩილავის ფუნქციებში შედის საკაბელო დაზიანების აღმოფხვრა კაბელის შეკეთება, გამოცვლა. შესაბამისად სამსახური ამარაგებს საჭირო აღჭურვილობით და მასალებით, რომ არ შეექმნას შეზღუდვა მუშაობაში. 5. მონტიორების მოვალეობაა, სახაზო დაზიანებების შემოწმება და რემონტი . 6. ისინი აღჭურვილნი არიან შესაბამისი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოებისათვის საჭირო ინსტრუმენტებით და მასალით. სატრანსპორტო საშუალებები: 1 ნივა ინვენტარი: გენერატორი
შპს „ეს ჯი გაზ კომპამია“ მოქმედება საგანგებო სიტუაციების დროს სამსახურის ადგილდებარეობა: ქ. ახალქალაქი თავისუფლების №100 დირექტორი :რაზმიკ ღუმაშიანი ტელეფონი :22 35 55 მობ. 599 19-10- 38 მთავარი ინჟინერი: პეტროს ჩტჩიანი ტელეფონი: 599 98 09 34 ექსპლუატაციისა და ავარიული სამსახური სამსახურის აფროსი - გაგიკ მინასიანი ოსტატი - გაგიკ იანდიანი ოსტატი - გრიშა ბალასანიანი ოსტატი - აშოტ ალექსანიანი მძღოლ-ზეინკალი - გრიშა ბალასანიანი მძღოლ-ზეინკალი - რაზმიკ პეტროსიანი
აირშემდურებელი სეირან ჩნავაიანი ავარიული სამსახრის ტელ: 114 0362 22 37 04 მობ. 595 980 965 ნინიწმინდის უბანი
ოსტატი - რუსლან აფრიკიანი ოსტატი- რომან ეფრიკიანი აირშემდუღებელი - რაფიკ ბდოიანი
სს „ენერგოპროჯორჯიას" პირადი შემადგენლობა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი საგანგებო სიტუაციების დროს სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ახალქალაქი ს/ქ 14 მენეჯერი: ჯანიკო ასტატურიანი ტელეფონი: 22-23-03; 577 35 51 00 საშტატო რიცხოვნობა: 50 მაგისტრალის სიგრძე: 10კვ.ე.გ.ხ-265 კმ. 0.4 კვ. ე.გ.ხ-621 კმ. ტექნიკა: უაზი -1: ნივა-2 საავარიო ინვენტარი: ელექტრიკოსის ხელსაწყო იარაღი -2 კომპლექტი სამსახურის მოკლე დახასიათება: ახალქალაქის მომსახურების ცენტრი ამარაგებს ელექტროენერგიით 16000 აბონენტს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სავალე ევაკუაციის შტაბის შეტყობინების სქემა
ახალქალაქის რაიონში არსებული საინჟინერო ნაგებობები (ხიდები, გვირაბები და სარკინიგზო გადასასვლელები)
ახალქალაქის რაიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ნუსხა
|
დოკუმენტის კომენტარები