საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და სალიცენზიო პირობების შეცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და სალიცენზიო პირობების შეცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 696
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021264
  • Word
696
22/04/2016
ვებგვერდი, 13/05/2016
000000000.00.003.021264
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და სალიცენზიო პირობების შეცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №696

2016 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და სალიცენზიო პირობების შეცვლის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის საფუძველზე:

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზი(ებ)ის (ლიცენზია №1000009, ლიცენზია №100011, ლიცენზია №1000013, ლიცენზია №1000011, ლიცენზია №1000007, ლიცენზია №1000004, ლიცენზია №1000008, ლიცენზია №1000010, ლიცენზია №0000029) მოქმედების ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 2026 წლის პირველ სექტემბრამდე.

2. ლიცენზიის გამცემმა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან ერთად უზრუნველყოს სალიცენზიო პირობებში ცვლილებების შეტანა და მათი ჩამოყალიბება ამ განკარგულების დანართების (დანართი 1, დანართი 2) შესაბამისად.

3. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებიდან ყოველი თევზჭერის სეზონზე კვოტის დამტკიცების მიზნით საჭირო კვლევების ჩატარებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებას, კვლევის ჩატარებისას მოქმედი მარეგულირებელი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ლიცენზიის გამცემი.

4. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია, ამ განკარგულების გამოცემიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში უზრუნველყოს ლიცენზიის გაცემის შესახებ ბრძანებების №1 დანართით (გემების ჩამონათვალის შესახებ) გათვალისწინებული გემების განახლებული რეესტრის დამტკიცება, ამავე დანართებით განსაზღვრული გემების მიმდინარე სტატუსის (მოქმედი, შეჩერებული ან დროებით შეჩერებული) გათვალისწინებით.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

 დანართი №1

სალიცენზიო პირობები

 ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, არაუგვიანეს 2020 წლის პირველი იანვრიდან, საკუთრებაში ჰყავდეს საქართველოში რეგისტრირებული არანაკლებ ერთი თევზსაჭერი გემი და ერთი გადამზიდი გემი (ტრანსპორტერი). ზღვრულად დასაშვები თევზსაჭერი გემების ოდენობა ლიცენზიანტებისათვის განისაზღვროს 20 (ოცი) ერთეულით. აღნიშნული ოდენობის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ ლიცენზიის გამცემის თანხმობით. ლიცენზიის გაცემის შესახებ ბრძანების №1 დანართით განსაზღვრული გემ(ებ)ით ზღვრულად დასაშვები რაოდენობის (20 ერთეულის) გაზრდა შეთანხმებას არ საჭიროებს;

ბ) 2018 წლის პირველი იანვრიდან ლიცენზიის მოქმედების ვადის დასრულებამდე თითოეულ თევზჭერის სეზონზე (პირველი ოქტომბრიდან მომდევნო წლის პირველ ოქტომბრამდე, ხოლო ლიცენზიის ბოლო თევზჭერის სეზონის შემთხვევაში, პირველი ოქტომბრიდან 2026 წლის პირველ სექტემბრამდე) მოპოვებული რესურსის არანაკლებ 70% საბოლოო პროდუქტად გადაამუშაოს საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, არანაკლებ 10%-ით აწარმოოს კომბინირებული საკვები და არანაკლებ 5%-ით აწარმოოს სასურსათო კონსერვირებული პროდუქტი. ამასთან, თევზჭერის ლიცენზიანტმა საბოლოო პროდუქციის წარმოებისას უნდა დაიცვას მოქმედი ტექნიკური რეგლამენტები, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა და ამ განკარგულების დანართი 2-ის მიხედვით განსაზღვრული ევროკავშირის აქტები;

შენიშვნა: 1. იმ შემთხვევაში, თუ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა და ამ განკარგულების დანართი 2-ის მიხედვით განსაზღვრული ევროკავშირის აქტები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ლიცენზიანტი საბოლოო პროდუქციის წარმოებისას ვალდებულია, დაიცვას დანართი 2-ით გათვალისწინებული აქტები. 2. საბოლოო პროდუქტად მიიჩნევა სასურსათო საკონსერვო წარმოება, თევზის, ფქვილისა და ზეთის წარმოება, შებოლვა, კომბინირებული საკვების წარმოება, დამარილება და გაყინვა;

გ) უზრუნველყოს, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე თევზჭერის პროცესში დასაქმებულთა არანაკლებ 30% იყოს აკრედიტებული/ავტორიზებული სასწავლო დაწესებულების მიერ დიპლომირებული ან სერტიფიცირებული შესაბამისი პროფესიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 2019 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე წლის განმავლობაში არანაკლებ 50%, ხოლო 2023 წლის პირველი იანვრიდან ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არანაკლებ 80%; 

დ) არა უგვიანეს 2017 წლის პირველი ოქტომბრისა, ჭერილის რეალურ დროში კონტროლისათვის გემზე დაამონტაჟოს ელექტრონული მონიტორინგის სისტემა და აწარმოოს ელექტრონული თევზჭერის ჟურნალი. ელექტრონული მონიტორინგის სისტემის ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით;

ე) საკუთარი კვოტის ფარგლებში გამოყოს რესურსის 12%-ით სარგებლობის უფლება, რომელიც ლიცენზიანტის მიერ თანაბრად განაწილდება ლიცენზიის გაცემის შესახებ ბრძანებ(ებ)ის №1 დანართით განსაზღვრული თევზსაჭერი გემების მესაკუთრეებს შორის ამ გემების საექსპლუატაციო ვადის გათვალისწინებით ან გემ(ებ)ის ჩანაცვლების შემთხვევაში, ლიცენზიის მოქმედების ვადით (იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის გაცემის შესახებ ბრძანებ(ებ)ის დანართით განსაზღვრული თევზსაჭერი გემ(ებ)ით შეუძლებელი გახდა თევზჭერა ან გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა და გემი არ იქნა ჩანაცვლებული, აღნიშნულ თევზსაჭერ გემებზე განპიროვნებული ოდენობა თანაბრად ნაწილდება ამავე დანართით განსაზღვრულ დანარჩენ თევზსაჭერი გემების მესაკუთრეებზე და დადგინდება მათთვის გამოსაყოფი რესურსის ოდენობის ახალი პროცენტული მნიშვნელობა);

შენიშვნა: 1. თევზსაჭერი გემების მესაკუთრეებს არ გააჩნიათ თევზჭერის უფლების ლიცენზიანტების ან ლიცენზიის გაცემის შესახებ ბრძანებ(ებ)ის დანართით (№1) განსაზღვრული თევზსაჭერი გემების მესაკუთრეების გარდა სხვა პირზე გასხვისების უფლება. 2. ამასთან, ლიცენზიის გაცემის შესახებ ბრძანებ(ებ)ის დანართით (№1) განსაზღვრული თევზსაჭერი გემების მესაკუთრეები და ლიცენზიის მფლობელი არ უნდა იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული პირები საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიზნებისათვის. 3. „ე“ ქვეპუნქტში მითითებული „გემის ჩანაცვლება“ გულისხმობს ლიცენზიის გაცემის შესახებ ბრძანებ(ებ)ის დანართით (№1) განსაზღვრული თევზსაჭერი გემების ჯამური ოდენობის შეუცვლელად ჩასანაცვლებელი გემის იგივე ან/და უკეთესი პარამეტრების (საერთო ტევადობა, სიგრძე) მქონე გემით ჩანაცვლებას;

ვ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარგებლობის უფლების გადაცემისთვის თევზსაჭერი გემების მესაკუთრე(ები)სგან მოითხოვოს მხოლოდ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი მოსაკრებლის ტოლფასი თანხა, შესაბამისი დამატებული ღირებულების გადასახადის ტოლფასი თანხა, რეგულირების საფასურის ტოლფასი თანხა;

ზ) 2017 წლის პირველ მაისამდე სრულად გადაიხადოს 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარის მის სარგებლობაში არსებული კვოტის პროცენტული წილის შესაბამისი თანხა. ამასთან, ლიცენზიანტი უფლებამოსილია, ისარგებლოს შემდეგი გადახდის გრაფიკით: 2016 წლის პირველ ივლისამდე ლიცენზიანტს გადახდილი უნდა ჰქონდეს მის მიერ ჯამში გადასახდელი თანხის არანაკლებ 30%, 2016 წლის პირველ ოქტომბრამდე - ჯამში გადასახდელი თანხის არანაკლებ 60%, ხოლო 2017 წლის პირველ მაისამდე - დარჩენილი თანხა გადახდილ უნდა იქნეს სრულად. ამ პუნქტში მითითებული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების უპირობო საფუძველს;

თ) ამ დანართის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობებისა და ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ყოველწლიურად, არა უგვიანეს პირველი ნოემბრისა წარადგინოს აუდიტორული მომსახურების გამწევი იურიდიული პირის მიერ გაცემული დასკვნა. ამ პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული მომსახურების გამწევი პირი შეიძლება იყოს მხოლოდ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული აუდიტორული მომსახურების გამწევი იურიდიული პირი;

ი) დაიცვას ლიცენზიის მოქმედების პერიოდში მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნები, მათში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.