“რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
“რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 460
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/10/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 010.180.000.05.001.000.176
  • Word
460
29/10/1996
პარლამენტის უწყებანი, 27-28/4, 21/11/1996
010.180.000.05.001.000.176
“რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

 საქართველოს კანონი

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

 

     საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 15 მაისის კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის I1 თავი:

„თავი I1  პლებისციტი

 მუხლი 81.

 პლებისციტის დანიშვნა და ჩატარების წესი

1. პლებისციტი არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა ან მისი ნაწილის აზრის გასაგებად.

2. პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით.

3. პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

4. პლებისციტის ჩატარებაზე ვრცელდება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, გარდა მე-4 მუხლისა.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 29 ოქტომბერი

№460Iს