სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ

  • Word
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 900
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 43, 30/10/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 370.020.000.05.001.000.244
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
900
02/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 43, 30/10/1997
370.020.000.05.001.000.244
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/10/1997 - 29/12/2004)

საქართველოს კანონი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

კანონის მიზანია დააწესოს არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო ახალი მიწის ათვისების ნორმატივები, განსაზღვროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მოსარგებლისათვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევით ან დროებით დაკავებით, მათი უფლებების შეზღუდვით ან მიწის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესი.

    მუხლი 2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას მიყენებული ზიანი და მისი ანაზღაურება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას ნაზღაურდება სანაცვლო მიწის ათვისების ხარჯები და ნაკვეთის ჩამორთმევით ან დროებით დაკავებით გამოწვეული ზიანი.

    მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონით დადგენილი წესი და პირობები ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოსაყენებლად ვარგის მიწებსა და იმ მიწებზე, რომლებიც მდებარეობს დასახლებული პუნქტების საზღვრებს გარეთ და მათი სასოფლო-სამეურნეო სავარგულად გამოყენება პერსპექტივაში შეუძლებელია.

    მუხლი 4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფით ან დროებით დაკავებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფით ან დროებით დაკავებით გამოწვეულ ზიანს ანაზღაურებს ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვისაც მიწა გამოუყვეს.

    მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფით გამოწვეული ზიანის დადგენის წესი

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას მიწათმოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვით ან მიწის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანი დგინდება სამიწათმოწყობო პროექტით (სამიწათმოწყობო საქმე ), რომელშიც ასახულია შემდეგი მონაცემები:

ა) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა და მშენებარე ობიექტის განლაგება;

ბ) მიწის ნაკვეთის ფართობი, სავარგულთა შემადგენლობა და საკადასტრო შეფასება;

გ) დაზიანებული წარმოების აღდგენის ვადა და პირობები;

დ) დაზიანებული ნიადაგის ნაყოფიერი ფენის აღების, შენახვის და გამოყენების ვადა და პირობები;

ე) მიწის რეკულტივაციის ვადა და პირობები;

ვ) მიწის გამოყოფის, დაკავების, გამოყენების ვადა და პირობები;

ზ) ზიანის ოდენობა;

თ) გამოყოფილი მიწის სანაცვლო ახალი მიწის ათვისების ხარჯები.

2. სამიწათმოწყობო პროექტს ადგენენ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამსახურები ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ერთად.

3. მიწის ნაკვეთის დროებით (სამ წლამდე ) გამოყოფის შემთხვევაში ზიანის ოდენობა აისახება ნაკვეთის გადაცემის აქტში, ხოლო ფაქტობრივი ზიანის ოდენობა დგინდება ნაკვეთის გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ, იმ ფასითა და ნორმატივებით, რომელიც მოქმედებს ნაკვეთის დაბრუნების აქტის შედგენის მომენტისათვის.

    მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფით ან დროებით დაკავებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას დაქვემდებარებული ობიექტები

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას ან დროებით დაკავებისას უნდა ანაზღაურდეს: შენობა-ნაგებობათა ღირებულება ან ახალ ადგილზე მათი გადატანის ხარჯები, მრავალწლიანი ნარგავების ღირებულება, მიწის ნაყოფიერების აღსადგენი ხარჯები, დაუმთავრებელი წარმოების (ხვნა, თესვა, სასუქების შეტანა და სხვა სამუშაოები ) ღირებულება, მოსავლის ღირებულება, დაკარგული მოგება, აგრეთვე მიწის მფლობელისათვის მიყენებული სხვა ზიანი, რაც დაკავშირებულია მიწის ნაკვეთის ჩამორთმევასთან ან დროებით დაკავებასთან.

    მუხლი 7. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფით ან დროებით დაკავებით გამოწვეული ზიანის განსაზღვრა

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფით ან დროებით დაკავებით მიყენებული ზიანი განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) გამოყოფილ ან დროებით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე განლაგებული, აგრეთვე გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფარგლებს გარეთ არსებული შენობა-ნაგებობების შეფასების მიხედვით, ხოლო თუ დანიშნულებისამებრ მათი შემდგომი გამოყენება შეუძლებელი აღმოჩნდებაობიექტის საბალანსო ღირებულების მიხედვით;

ბ) ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც გამოეყო კერძო საკუთრებაში არსებული მიწა, უფლება აქვს მიწის მესაკუთრის თანხმობით, სახელმწიფო მიზანშეწონილობის შემთხვევაში, მიწაზე განლაგებულ შენობა-ნაგებობათა და სხვა ობიექტების ღირებულების ანაზღაურების ნაცვლად, თავისი სახსრებით გადაიტანოს ახალ ადგილზე ან ააშენოს ახალი შენობა-ნაგებობები და სხვა ობიექტები, ამასთან, გაწეული დანახარჯის და დასანგრევი ობიექტის ღირებულებას შორის არსებულ მეტობით სხვაობას აანაზღაურებს ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლისგანაც გამოიყო მიწის ნაკვეთი;

გ) ნაყოფისმომცემი მრავალწლიანი ნარგავების შეფასება ხდება მათი საბალანსო ღირებულების მიხედვით, მსხმოიარობაში შეუსვლელი ხეხილის და სხვა მრავალწლიანი ნარგავებისა კი ამ ნარგავებზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯის ოდენობის მიხედვით;

დ) დაუმთავრებელი წარმოების (ხვნა, თესვა, სასუქების შეტანა და სხვა სამუშაოები) ღირებულება განისაზღვრება შესრულებული სამუშაოებისათვის ფაქტობრივად გაწეული დანახარჯების მიხედვით;

ე) წყლის რესურსებით (ჭა, გუბურა, წყალსატევი, ჭაბურღილი და ა.შ.) სარგებლობის შეწყვეტის შედეგად გამოწვეული ზიანი განისაზღვრება ჭის, გუბურის, წყალსატევის, ჭაბურღილისა და ა.შ. მშენებლობისათვის შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების მიხედვით;

ვ) მიწის ნაკვეთის გამოყოფის ან დროებით დაკავების დროს, თუ ნაწილობრივ ან მთლიანად მოიშალა სარწყავი და დამშრობი, ეროზიის საწინააღმდეგო, ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობების (სისტემების ) მუშაობა, ზიანი განისაზღვრება ახალი ნაგებობის (სისტემის ) ასაშენებლად ან არსებულის სარეკონსტრუქციოდ შესრულებულ სამუშაოთა სახარჯთაღრიცხვო ღირებულების მიხედვით, მოქმედი ფასის და ნორმების შესაბამისად, საპროექტო-საძიებო სამუშაოთა ღირებულების ჩათვლით;

ზ) მიწის მოცდენის შედეგად ყოველწლიურ ზიანს ანაზღაურებს ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვისაც მიწა გამოუყვეს. ყოველწლიური მოგება იანგარიშება საშუალოდ ბოლო ხუთი წლის წარმოების ფაქტობრივი მოცულობიდან იმ ფასით, რომელიც მოქმედებდა მიწის ჩამორთმევის მომენტისათვის და გადაიხდება ერთჯერადად;

თ) მიწათმოსარგებლის (მიწის მესაკუთრე, მოიჯარე ) უფლებების შეზღუდვით გამოწვეული ზიანი (სამშენებლო, სამელიორაციო და სხვა სამუშაოები) ნაზღაურდება დარღვეული წარმოების აღსადგენად საჭირო მასალებისა და მოწყობილობების შესაძენი ხარჯების ჩათვლით;

ი) გაუარესებული მიწის ნაყოფიერების აღსადგენად აუცილებელი დანახარჯები მოიცავს ხარჯებს, რომელიც საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური, საკვლევ-საძიებო და სხვა სპეციალური სამუშაოების, აგრეთვე უშუალოდ მიწის ნაყოფიერების აღსადგენ ღონისძიებათა ჩასატარებლად;

კ) წყლის რესურსების (ჭა, გუბურა, წყალსატევი, ჭაბურღილი და ა.შ.), სარწყავი და დამშრობი სისტემების ფუნქციონირების შეფერხების ან შეწყვეტის გამო მიწათმოსარგებლისათვის მიყენებულ ზიანს, მათი მშენებლობის ან რეკონსტრუქციისათვის საჭირო სახარჯთაღრიცხვო ღირებულებასთან ერთად, ანაზღაურებს ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ვისაც მიწა გამოუყვეს, იმ ოდენობით, რასაც კარგავს მიწათმოსარგებლე ყოველწლიური შემოსავლის სახით. ზიანის ოდენობა იანგარიშება საშუალოდ ბოლო ხუთი წლის წარმოების ფაქტობრივი მოცულობიდან იმ ფასით, რომელიც მოქმედებდა მიწის ჩამორთმევის მომენტისათვის და გადაიხდება ერთჯერადად.

თავი II

არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო ახალი მიწის ათვისების ღირებულების დადგენა

    მუხლი 8. არასასოფლო -სამეურნეო მიზნით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო ახალი მიწის ათვისების ღირებულების დადგენა

1. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შენარჩუნების, აგრეთვე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების საჭირო მოცულობის უზრუნველსაყოფად ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გამოუყვეს არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის, ანაზღაურებს (მიწათმოსარგებლის ზიანის ანაზღაურებასთან ერთად ) გამოყოფილი ნაკვეთის სანაცვლო თანაბარი ფართობის ახალი მიწის ათვისების ღირებულებას, იმის გათვალისწინებით, რომ ახლად ასათვისებელ მიწებზე განხორციელდეს მათი გაკულტურებისა და ნიადაგის ნაყოფიერების გადიდების ღონისძიებები.

2. არასასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის გამოყოფილი მიწის ნაცვლად ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულად ვარგისი სარეზერვო მიწების ათვისება.

    მუხლი 9. მიწის ნაკვეთის ასათვისებლად აუცილებელი სამუშაოების ღირებულება

1. ერთი ჰექტარი ურწყავი სახნავის ასათვისებლად საჭირო სამშენებლო სამუშაოების საშუალო შეწონილი ღირებულება განისაზღვრება 14286 ლარის ოდენობით.

2. ერთი ჰექტარი ურწყავი სახნავის პროდუქტიულობის შეფარდებით შესაფასებელი საკადასტრო მაჩვენებელი განისაზღვრება ამ კანონის №1 დანართის მიხედვით, ამასთან, თუ გამოყოფილი ფართობი სუსტად ან საშუალოდ დამლაშებული, ბიცობიანი, ან საშუალოდ და ძლიერ ხირხატიანი, ქვიანი და ეროზირებულია, წესდება პირობითი საკადასტრო ბალის შემასწორებელი კოეფიციენტი 0.7.

3. ერთი ჰექტარი ურწყავი სახნავის და ურწყავი სათიბ-საძოვრის ათვისების საბაზისო ნორმატივი განისაზღვრება №2 დანართის მიხედვით.

    მუხლი 10. არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო ახალი მიწის ათვისების საბაზისო ნორმატივის შემასწორებელი (გამადიდებელი) კოეფიციენტი

სარწყავი და დაშრობილი ფართობების გამოყოფისას დაწესებულია პროდუქტიულობის შეფარდებითი კოეფიციენტი 2.0.

    მუხლი 11. ტყე-ბუჩქნარიანი და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო ახალი მიწის ათვისების ნორმატივები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყე-ბუჩქნარიანი მიწის გამოყოფისას, თუ ეს ფართობი პერსპექტივაში შეიძლება გამოყენებული იქნეს სახნავ-სავარგულად, ვრცელდება ერთი ჰექტარი ურწყავი სახნავის ათვისების ღირებულების ნორმატივი, 14286 ლარი.

2. არასასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყე-ბუჩქნარიანი და სხვა მიწის გამოყოფისას, თუ ამ ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულად გამოყენება პერსპექტივაში შეუძლებელია, მინიმუმად განსაზღვრულია ერთი ჰექტარი ურწყავი სახნავის ათვისების ღირებულების ნორმატივის /14286 ლარი/ 20 პროცენტი.

    მუხლი 12. არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო ახალი მიწის ასათვისებელი თანხის ანაზღაურება

1. არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო ახალი მიწის ასათვისებლად მიწის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი იხდის დაწესებული კოეფიციენტების ჯამისა და საწყისი საბაზისო ნორმატივის ღირებულების ნამრავლით მიღებულ თანხას.

2. არსებული წესის შესაბამისად, ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გასხვისების შემთხვევაში, მიწის შემძენი, ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების გარდა, სახელმწიფოს უხდის სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებას.

3. არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყოფის შემთხვევაში მიწის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი იხდის აგრეთვე მიწის არასასოფლო-სამეურნეო გამოყენების შედეგად ეკოლოგიური წონასწორობის აღსადგენად საჭირო თანხას პროექტის შესაბამისად.

4. მიწის მიმღებ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოეყოფა სანაცვლო მიწის ათვისების ხარჯების ანაზღაურების შემდეგ.

    მუხლი 13. არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო ახალი მიწის ათვისებისა და მოსარგებლისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ჩარიცხვის წესი

1. ფიზიკური ან იურიდიული პირი არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო ახალი მიწის ათვისების თანხას ჩარიცხავს საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის სახაზინო ანგარიშზე.

2. არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყოფის შედეგად მიყენებული ზიანით გამოწვეულ ხარჯებს ფიზიკური ან იურიდიული პირი ჩარიცხავს ამ ფასეულობათა მესაკუთრის ანგარიშზე.

    მუხლი 14. ახალი მიწის ასათვისებლად ჩარიცხული თანხების გამოყენების წესი

ახალი მიწის ათვისების თანხები გამოიყენება ახალი მიწის ათვისების და მიწის მართვის ღონისძიებათა დასაფინანსებლად.

    მუხლი 15. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი III

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 16. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის განკარგვის შესახებ კანონების მიღების შემდეგ, მათი ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 2 ოქტომბერი.

№900 –Iს

 

დანართი №1

 

ახალი მიწის ათვისების ხარჯების განსაზღვრისათვის ურწყავი სახნავის პროდუქტიულობის შეფარდებითი შეფასების საკადასტრო მონაცემები ადმინისტრაციული რაიონების მიხედვით

 

რაიონების დასახელება

ურწყავი სახნავის საერთო პროდუქციის ღირებულება ლარი/ჰა.

პირობითი საკადასტრო ბალი

შენიშვნა

 

1

2

3

4

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

1

გაგრის

4172

2,15

 

2

გალის

4601

2,38

 

3

გუდაუთის

4176

2,16

 

4

გულრიფშის

4176

2,16

 

5

სოხუმის

4591

2,37

 

6

ოჩამჩირის

4595

2,37

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

7

ქედის

3872

2,0

 

8

ქობულეთის

4598

2,38

 

9

ხელვაჩაურის

4525

2,34

 

10

ხულოს

3576

1,85

 

11

შუახევის

3576

1,85

 

რაიონები

1

ახალგორის

3568

1,84

 

2

აბაშის

4472

2,31

 

3

ადიგენის

2679

1,38

 

4

ამბროლაურის

2980

1,54

 

5

ასპინძის

2680

1,38

 

6

ახალქალაქის

3576

2,00

 

7

ახალციხის

3576

1,85

 

8

ახმეტის

3586

1,85

 

9

ბაღდათის

3872

2,00

 

10

ბოლნისის

4172

2,15

 

11

ბორჯომის

2693

1,39

 

12

გარდაბნის

4611

2,38

 

13

გორის

4172

2,15

 

14

გურჯაანის

4176

2,16

 

15

დმანისის

3576

2,00

 

16

დედოფლისწყაროს

4180

2,16

 

17

დუშეთის

2680

1,38

 

18

ვანის

3872

2,00

 

19

ზესტაფონის

3872

2,00

 

20

ზუგდიდის

4322

2,23

 

21

თელავის

4182

2,16

 

22

თერჯოლის

4030

2,08

 

23

თეთრიწყაროს

3726

1,92

 

24

თიანეთის

3230

1,67

 

25

კასპის

3880

2,00

 

26

ლაგოდეხის

4022

2,08

 

27

ლანჩხუთის

4178

2,16

 

28

ლენტეხის

2235

1,15

 

29

მარნეულის

4611

2,38

 

30

მესტიის

2091

1,08

 

31

მარტვილის

3872

2,00

 

32

მცხეთის

4172

2,15

 

33

ნინოწმინდის

3580

2,00

 

34

ოზურგეთის

4182

2,16

 

35

ონის

2385

1,23

 

36

საგარეჯოს

3726

1,92

 

37

სამტრედიის

4521

2,34

 

38

საჩხერის

3283

1,70

 

39

სიღნაღის

3872

2,00

 

40

ტყიბულის

2680

1,38

 

41

ქარელის

3880

2,00

 

42

ყვარლის

3880

2,00

 

43

ყაზბეგის

1937

1,00

 

44

ცაგერის

3133

1,62

 

45

ჩოხატაურის

3230

1,67

 

46

ჩხოროწყუს

3583

1,85

 

47

წალენჯიხის

3876

2,00

 

48

წალკის

3417

1,77

 

49

წყალტუბოს

4588

2,37

 

50

სენაკის

4176

2,16

 

51

ჭიათურის

2091

1,08

 

52

ხაშურის

3876

2,00

 

53

ხარაგაულის

2533

1,31

 

54

ხობის

4180

2,16

 

55

ხონის

4182

2,16

 

56

ჯავის

1937

1,0

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის სანაცვლო ახალი მიწის ათვისების საბაზისო ნორმატივები საქართველოს ადმინისტრაციული რაიონების მიხედვით

(ლარით)

 

რაიონების დასახელება

1 ჰექტარი ურწყავი სახნავის ათვისების საბაზისო ნორმატივი

1 ჰექტარი ურწყავი სათიბ- საძოვრის ათვისების საბაზისო ნორმატივი

შენიშვნა

 

 

1

2

3

4

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

 

1

გაგრის

30715

18429

 

 

2

გალის

34001

20400

 

 

3

გუდაუთის

30858

18515

 

 

4

გულრიფშის

30858

18515

 

 

5

სოხუმის

33858

20315

 

 

6

ოჩამჩირის

33858

20315

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

 

7

ქედის

28572

17143

 

 

8

ქობულეთის

34001

20400

 

 

9

ხელვაჩაურის

33429

20058

 

 

10

ხულოს

26429

15857

 

 

11

შუახევის

26429

15857

 

 

რაიონები

 

1

ახალგორის

26286

15772

 

 

2

აბაშის

33001

19800

 

 

3

ადიგენის

19715

11829

 

 

4

ამბროლაურის

22000

13200

 

 

5

ასპინძის

19715

11829

 

 

6

ახალქალაქის

28572

17143

 

 

7

ახალციხის

26429

15857

 

 

8

ახმეტის

26429

15857

 

 

9

ბაღდათის

28572

17143

 

 

10

ბოლნისის

30715

18429

 

 

11

ბორჯომის

19857

11915

 

 

12

გარდაბნის

34001

20400

 

 

13

გორის

30715

18429

 

 

14

გურჯაანის

30858

18515

 

 

15

დმანისის

28572

17143

 

 

16

დედოფლისწყაროს

30858

18515

 

 

17

დუშეთის

19715

11829

 

 

18

ვანის

28572

17143

 

 

19

ზესტაფონის

28572

17143

 

 

20

ზუგდიდის

31858

19115

 

 

21

თელავის

30858

18515

 

 

22

თერჯოლის

29715

17829

 

 

23

თეთრიწყაროს

27429

16457

 

 

24

თიანეთის

23858

14315

 

 

25

კასპის

28572

17143

 

 

26

ლაგოდეხის

29715

17829

 

 

27

ლანჩხუთის

30858

18515

 

 

28

ლენტეხის

16428

9857

 

 

29

მარნეულის

34001

20400

 

 

30

მესტიის

15429

9257

 

 

31

მარტვილის

28572

17143

 

 

32

მცხეთის

30715

18429

 

 

33

ნინოწმინდის

28572

17143

 

 

34

ოზურგეთის

30857

18515

 

 

35

ონის

17718

10543

 

 

36

საგარეჯოს

27429

16457

 

 

37

სამტრედიის

33429

20058

 

 

38

საჩხერის

24286

14572

 

 

39

სიღნაღის

28572

17143

 

 

40

ტყიბულის

19715

11829

 

 

41

ქარელის

28572

17143

 

 

42

ყვარლის

28572

17143

 

 

43

ყაზბეგის

14286

8572

 

 

44

ცაგერის

23143

13886

 

 

45

ჩოხატაურის

22429

13457

 

 

46

ჩხოროწყუს

26429

15857

 

 

47

წალენჯიხის

28572

17143

 

 

48

წალკის

25286

15172

 

 

49

წყალტუბოს

33858

20315

 

 

50

სენაკის

30858

18515

 

 

51

ჭიათურის

15429

9257

 

 

52

ხაშურის

28572

17143

 

 

53

ხარაგაულის

18715

11229

 

 

54

ხობის

30858

18515

 

 

55

ხონის

30858

18515

 

 

56

ჯავის

14286

8572