ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2014 წლის 18 დეკემბერს და 2016 წლის 3 ივნისს გაფორმებული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების ფარგლებში გამოყოფილი 90 მილიონი ჟენმინბი იუანის ოდენობის უსასყიდლო დახმარების მიმღები ორგანოს განსაზღვრის და გამოყენების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1551
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021937
  • Word
1551
28/07/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
000000000.00.003.021937
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2014 წლის 18 დეკემბერს და 2016 წლის 3 ივნისს გაფორმებული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების ფარგლებში გამოყოფილი 90 მილიონი ჟენმინბი იუანის ოდენობის უსასყიდლო დახმარების მიმღები ორგანოს განსაზღვრის და გამოყენების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1551

 2016 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2014 წლის 18 დეკემბერს და 2016 წლის 3 ივნისს გაფორმებული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების ფარგლებში გამოყოფილი 90 მილიონი ჟენმინბი იუანის ოდენობის უსასყიდლო დახმარების მიმღები ორგანოს განსაზღვრის და გამოყენების თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 2014 წლის 18 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში, 30 მილიონი ჟენმინბი იუანისა (ოცდაათი მილიონი ჟენმინბი იუანი) და 2016 წლის 3 ივნისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში, 60 მილიონი ჟენმინბი იუანის (სამოცი მილიონი ჟენმინბი იუანი) ოდენობის უსასყიდლო დახმარებით, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების თაობაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აწარმოონ კონსულტაციები ჩინურ მხარესთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი უსასყიდლო დახმარებით, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის და ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი დოკუმენტების გაფორმების მიზნით.

3. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი უსასყიდლო დახმარების 2014 წლის 18 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში, 30 მილიონი ჟენმინბი იუანისა (ოცდაათი მილიონი ჟენმინბი იუანი) და 2016 წლის 3 ივნისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში, 60 მილიონი ჟენმინბი იუანის (სამოცი მილიონი ჟენმინბი იუანი) ოდენობის უსასყიდლო დახმარების მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

პრემიერ-მინისტრი                გიორგი კვირიკაშვილი