დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 12 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/01/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 20/01/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №12
2010 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №72 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წ., №47, მუხლი 521) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფოთის თიზის ფუნქციონირების ვადის დაწყებად განისაზღვროს 2010 წლის 1 აგვისტო.“.
2. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ფოთის თიზის ფუნქციონირების დაწყების მიზნით ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივლისისა უზრუნველყოს შემდეგ ღონისძიებათა განხორციელება:
ა) ,,თიზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 30 მარტის №761 ბრძანებაში მითითებული:
ა.ა) საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობასთან, ინფრასტრუქტურის ელემენტებთან, ტექნიკა-დანადგარების სახეობასა და რაოდენობასთან, უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებული პარამეტრების შესრულება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული კონკრეტული სახეობისა და ტექნიკა-დანადგარების შეძენა-მონტაჟი და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ა.ბ) შენობა-ნაგებობების აღჭურვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული საოფისე ტექნიკა-აღჭურვილობით, კომპიუტერული ტექნიკით, მონაცემის ელექტრონული გადაცემის ქსელური კავშირით, გამოსახულებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ხმის ჩამწერი საშუალებებით;
ა.გ) შენობა-ნაგებობებში სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ჩასატვირთ-გადმოსატვირთი ტექნიკით აღჭურვა;
ბ) ,,თიზ-ის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 30 მარტის №761 ბრძანების პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შეცვლის შემთხვევაში ამ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის მიზნით შემოსავლების სამსახურში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ტერიტორიისა და საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა.“.
3. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არა უგვიანეს 2010 წლის 31 მარტისა გააფორმოს ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთვალდებულების ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასთან.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები