ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში

  • Word
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 06/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
-
06/12/2016
ვებგვერდი, 12/12/2016
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში

 

(2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 6 დეკემბრამდე)

1. 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 6 დეკემბრამდე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია სულ 19 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე, ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ – 15 განცხადება, მოქალაქეების მიერ – 4 განცხადება, აქედან დაკმაყოფილდა 19 მოთხოვნა;

2. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

3. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი არის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე - მამუკა ქილიფთარი.

4. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.

5. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სამსახურში დაცულია პერსონალური მონაცემები მატერიალური სახით.

6. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსი“ს და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.

8. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

9. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, როგორც კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.