საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 594
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 03/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019661
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
594
27/12/2016
ვებგვერდი, 28/12/2016
010240030.10.003.019661
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/12/2016 - 05/07/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №594

2016 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  დებულება.  
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 3 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მისთვის მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

3. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

4. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს, გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

6. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.

7. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

8. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.

9. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0160, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №12.

მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: რეგიონული განვითარებისა და მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის ან/და დეკონცენტრაციის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს წყლით უზრუნველყოფისა და მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა; საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა.

2. სამინისტროს საქმიანობის სფეროს ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების და წინადადებების შემუშავება, აგრეთვე კონცეფციების, სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ხოლო მათი მიღების შემთხვევაში − განხორციელება, განხორციელების კოორდინაცია და  კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი;

ბ) რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და განხორციელების კოორდინაცია, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და ანალიზი;

გ) მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის, დეკონცენტრაციის და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხებზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური გაძლიერებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

დ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;

ე) საქართველოს რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის წინადადებების შემუშავება, რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თაობაზე წინადადებების შემუშავება;

ვ) ადგილობრივი და უცხოური წყაროებით დაფინანსებული რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია და მათი შესრულების ეფექტიანობის შეფასება, კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერების განაწილებისა და მათი მიზნობრივი გამოყენების თაობაზე, აგრეთვე გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

თ) მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენი წინადადებების მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების საერთაშორისო, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციების და მუნიციპალიტეტის მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;

ლ) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება;

მ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება;

ნ) სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;

ო) მუნიციპალიტეტების მიერ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია;

პ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, როგორც სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი, ისე სხვა სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობას მიკუთვნებული, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე ამ პროექტებით გათვალისწინებული ობიექტების სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სხვა სახის სამუშაოების კოორდინაცია და კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი;

ჟ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა, აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციის მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;

რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს წყლით უზრუნველყოფისა და მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;

ტ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);

უ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება/ განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობა;

ქ) არსებობის შემთხვევაში, მართვის პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისათვის, რომელთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილები მართვის უფლებით გადაეცა სამინისტროს (შემდგომში − სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტები);

ღ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ამოცანების განხორციელება.

3. სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლით დადგენილი საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს მიკუთვნებული საკითხების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების, აგრეთვე სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით.

მუხლი 3. სამინისტროს სისტემა

სამინისტროს სისტემას შეადგენენ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები (შემდგომში სტრუქტურული ქვედანაყოფი), სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომში სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტები).

მუხლი 4. სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) აპარატი (დეპარტამენტი);

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

გ) რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტი;

დ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტი;

ე) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ვ) ევროინტეგრაციის და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტი;

ზ) ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

თ) რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტი;

ი) შიდა აუდიტის სამსახური;

კ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

2. სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მინისტრის სამართლებრივი აქტით შეიძლება შეიქმნას სამმართველოები ან/და განყოფილებები.

მუხლი 5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება

სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მუხლი 6. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:

ა) საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;

ბ) ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი;

გ) ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი.

მუხლი 7. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ხელმძღვანელობს სამინისტროს, იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციას.

2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი.

3. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებსა და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;

დ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, ამტკიცებს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას, სამინისტროსა და მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს; საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;

ზ) ადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურას, სამინისტროს და მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი დადგენილია ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

თ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ი) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელებას, გამოითხოვს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებსა და ინფორმაციას, აუქმებს ან აჩერებს მათ არამართლზომიერ გადაწყვეტილებებს, ამტკიცებს წლიურ ბალანსს და ნიშნავს დამოუკიდებელ აუდიტორს წლიური ბალანსის შესამოწმებლად;

კ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს დებულების პროექტს;

ლ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს;

მ) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას;

ნ) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომების მუშაობაში;

ო) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;

პ) საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს საქართველოს პარლამენტში წარსადგენად მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ;

ჟ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტების მიერ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოებს, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ამ სფეროსთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

რ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების, სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის ნორმატიულ აქტებს, აგრეთვე  მინისტრის ბრძანებებს, ასევე ძალადაკარგულად ცნობს მითითებულ თანამდებობის პირთა აქტებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;

ს) უზრუნველყოფს საავტომობილო გზების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებას, კოორდინაციასა და კონტროლს, ასევე წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონიძიებათა განხორციელებას, აგრეთვე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის, მართვის და დახურვის, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობისა და მართვის სფეროში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

ტ) ერთ-ერთ მოადგილეს ავალებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელებას;

უ) უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს;

ფ) გამოსცემს ბრძანებებს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად;

ქ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

4. მინისტრს ჰყავს 4 მოადგილე (მათ შორის, ერთი პირველი), რომელთაც მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.

6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

7. მინისტრი თავისი ბრძანებით განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციებს, აგრეთვე იმას, თუ სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული რომელი სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას.

8. მინისტრი უფლებამოსილია, თავისი ბრძანებით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი და უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 8. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი

1. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს ან კურატორ მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;

ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას;

ვ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;

ი) ასრულებს ამ დებულებითა და სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამსახურებრივ დავალებებს.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები).

მუხლი 9. აპარატი (დეპარტამენტი)

აპარატის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის საორგანიზაციო-საპროტოკოლო უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა;

გ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება;

დ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებთან;

ე) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება);

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში, სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და მათი სავიზო მომსახურების ორგანიზება;

ზ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და აპარატის (დეპარტამენტის) დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 10. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, კორექტირება და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;

ბ) სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების საერთო კოორდინაცია;

გ) სამინისტროს შიდა კომპიუტერული, სატელეფონო ქსელის და ქვესადგურის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების უზრუნველყოფა;

ე) სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვისა და მისი დაცვის კონტროლი;

ვ) სამინისტროს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

ზ) სამინისტროს შენობა-ნაგებობ(ებ)ის, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია და ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა;

თ) სამინისტროს საქმისწარმოების წესის შესაბამისად, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების განხორციელებაზე მინისტრისათვის ან/და კურატორი მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინადადებების მომზადება;

კ) სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და აღნიშნული სუბიექტების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების გამოვლენის მიზნით, სამსახურებრივი შემოწმების  ჩატარება, სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის ან/და კურატორი მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 11. რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტი

რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საჯარო ხელისუფლების ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი მართ­ვის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად წინადადე­ბების მომზადება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული პოლიტიკის სრულყოფის, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიის სრულყოფის შესახებ წინადადებების შემუშავება;

გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სფეროებში არსებული გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, სამინისტროს მიერ დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელმწიფოს ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერობების კოორდინაცია და ხელშეწყობა;

ზ) საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგის, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა;

ი) რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შედგენის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით;

კ) რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის მიერ მიწოდებული ინიციატივების შესწავლა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ლ) მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა, კოორდინაცია და მონიტორინგი, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა, აგრეთვე მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;

მ) სამინისტროს მიერ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;  

ნ) საქართველოს კანონმდებლობითა და რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 12. მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტი

მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამობილიზაციო ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა;

გ) სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;

დ) სამხედრო სამსახურში გაწვევის გეგმების გაცნობა მუნიციპალიტეტების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის და მათი რეალიზაციის გრაფიკის დადგენა;

ე) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, სამინისტროს მიერ დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ვ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 13. ეკონომიკური დეპარტამენტი

ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა, სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;

გ) რეგიონებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და მისი განაწილების შესახებ მომზადებული საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად წინადადებების მომზადება;

დ) სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბიზნესგეგმების პროექტების შესწავლა და ანალიზი;

ე) სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფაქტობრივად მიღებული მოგების განაწილების თაობაზე წინადადებების, ინვესტიციების დაბანდების, მათ მიერ სესხებისა და კრედიტების აღებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე, წინადადებების მომზადება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 14. ევროინტეგრაციის და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტი

ევროინტეგრაციის და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებზე ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებთან (მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისი ვალდებულებების განხორციელება) დაკავშირებულ საქმიანობაზე კოორდინაციის განხორციელება;

ბ) სამინისტროს მიერ, სამინისტროს საქმიანობის სფეროსა და ამოცანების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება;

გ) ევროკავშირის სპეციალური პროგრამების (მათ შორის, ევროკავშირის ერთიანი დახმარების ჩარჩო პროგრამის, საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამების, ტექნიკური დახმარების პროგრამებისა და საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამების) ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის, მოლაპარაკებების წარმოების, ჩართულობისა და განხორციელების მხარდაჭერა;

დ) ევროკავშირის ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) ევროკავშირის რეგიონული განვითარებისა და გამოთანაბრების პოლიტიკის დაგეგმვის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით,  წინადადებების, სტრატეგიებისა და პროგრამული დავალებების პროექტების მომზადება და მათი განხორციელების მხარდაჭერა;

ვ) ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესსა და ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების, ტერიტორიული განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობითი სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ პრაქტიკასთან მათი დაახლოების მხარდაჭერა, საუკეთესო პრაქტიკის ეფექტიანი გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების შემუშავება ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით;

ი) საქართველოს კანონმდებლობითა და ევროინტეგრაციის და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 15. ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი

ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს კომპეტენციის შესაბამისად, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში, საქართველოს წყლით უზრუნველყოფისა და მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის სფეროში, არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის, მართვისა და დახურვის, აგრეთვე ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობისა და მართვის კუთხითა და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში, განვითარების საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;

გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სფეროების განვითარებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საერთაშორისო დახმარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;        

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 16. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტი

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული და სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების კოორდინაცია;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივი პროგრამების და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელება;

გ) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება/განხორციელების კოორდინაცია;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის კოორდინირებული საქმიანობის და სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ადმინისტრაციასთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან მათი კოორდინირებული თანამშრომლობის და ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 17. შიდა აუდიტის სამსახური

შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებისა და საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავების გზით;

გ) საქართველოს კანონმდებლობითა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 18. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონპროექტების მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის მიღება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის კოორდინაცია;

ე) ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობა;

ვ) სამინისტროში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების:

ზ.ა) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა;

ზ.ბ) სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსისა და მოხელეთა ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;

ი) შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების შემუშავება;

კ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა;

ლ) სამინისტროში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია;

მ) საქართველოს კანონმდებლობითა და სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

მუხლი 19. დასკვნითი დებულება

სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.