დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა, სტრუქტურული ერთეულების და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.139.016235 |
|
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა, სტრუქტურული ერთეულების და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა, სტრუქტურული ერთეულების და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ" ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №35 დადგენილებაში (www.mattsne.gov.ge, 01/01/2016, 010250000.35.139.016206) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: |
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოების“ დანართიდან (ცხრილიდან) ამოღებულ იქნეს: |
ა)
იურიდიული კონსულტირების, სასამართლო საქმეთა წარმოების, კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის კონტროლისა და აუდიტის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის ერთი საშტატო ერთეული და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
ბ)
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ურბანული დაგეგმარების მთავარი სპეციალისტის ერთი საშტატო ერთეული და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
გ)
გამგებლის წარმომადგენლის სპეციალისტის ერთი საშტატო ერთეული და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები