ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 183
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.160.016394
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
183
25/01/2017
ვებგვერდი, 27/01/2017
190040000.35.160.016394
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/01/2017 - 26/07/2017)

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №183

2017 წლის 25 იანვარი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, 99-ე მუხლისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე



დანართი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.  ეს წესი საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ და საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 67-ე მუხლით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესს.

2.  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი (შემდგომ – წესი) მიზნად ისახავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  სარეზერვო  ფონდის  ხარჯვის  მექანიზმის განსაზღვრას.

3.  სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი  ორგანოს ხელმძღვანელი.

 


მუხლი 2. სარეზერვო  ფონდის განკარგვა
1.  სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება:

ა)  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში კატასტროფისაგან, სტიქიური მოვლენებისაგან (ხანძარი, მიწისძვრა, მეწყერი, ჩამოცვენა, ჩამოშლა, ქვათა ცვენა, კასტრული ჩამოქცევა, ღვარცოფი, წყალდიდობა, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნა, ქარიშხალი, გრიგალი, ძლიერი ქარბუქი, დიდთოვლობა, ძლიერი გაყინვა, მსხვილი სეტყვა, ძლიერი წვიმები, ხანგრძლივი წვიმები, კოკისპირული  წვიმები, გვალვა, ზვავი და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენები) გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და დაზარალებულთა ფინანსური დახმარების ხარჯები, გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები; საგანგებო და  საომარი  მოქმედების  დროს    შექმნილი    საფრთხეებისაგან მშვიდობიანი   მოსახლეობის   საევაკუაციო  და დაცვითი (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებების    ხარჯები;

ბ) ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონმდებლობით  დაცულ  სხვა სიკეთეს;

გ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაავადებულ პირთა მედიკამენტოზური, ქირურგიული და სხვა  ფორმით  მკურნალობისათვის,  ხარჯები  მძიმე  სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა  საყოფაცხოვრებო  პირობების გაუმჯობესებისათვის. ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამით გაუთვალისწინებელი ან/და შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან გადაუდებელი შემთხვევების დროს გასაწევი   ხარჯები;

დ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაზიანებულ მდგომარეობაში არსებული საცხოვრებელი ფართის შეკეთების ან/და აღდგენის მიზნით, აგრეთვე, ხარჯები (არაუმეტს 3 (სამი) თვის ოდენობით) ისეთ პირთა საცხოვრებელი ბინების უზრუნველყოფის მიზნით, რომელთაც აქვთ საცხოვრებელი სახლები, თუმცა მათში ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის;

ე) ხარჯები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისეთი სამუშაოების ჩატარებისათვის, როდესაც დაზიანდა ან განადგურდა საინჟინრო ინფრასტრუქტურა (გზა, ხიდი, ნაგებობა, და სხვა) და აუცილებლობას წარმოადგენს დროულად იქნეს ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის კანონიერი  ინტერესების დაცვის მიზნით;

ვ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ის ხარჯები, რომელიც საჭიროა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების ახალგაზრდულ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ასევე ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ის ხარჯები, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საფესტივალო და  სადღესასწაულო  ღონისძიებების ჩასატარებლად.


მუხლი 3. სათათბირო ორგანოსსაბჭოს სტრუქტურა
1.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით იქმნება სათათბირო ორგანო-საბჭო (შედგომში – ,,საბჭო“).

2.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საბჭოს შემადგენლობას.

3.  საბჭოს თავმჯდომარეობს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ განსაზღვრული  თანამდებობის პირი, ხოლო საბჭოს წევრთა შემადგენლობაში შედიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები/მოხელეები და საკრებულოს წევრები.

4.  საბჭოს ჰყავს  საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

5.  საბჭოს ჰყავს სხდომის მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.


მუხლი 4. მუშაობის წესი
1.  საბჭოს მუშაობის საფუძველს წარმოადგენს მუნიციპალიტეტში ფიზიკური ან იურიდიული პირისგან შემოსული განცხადება ან შეტყობინება, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წერილი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნეს თანხა.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ განსახილველი განცხადების/შეტყობინების/წერილის შინაარსიდან გამომდინარე საკითხს საბჭოს წინაშე წარადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

3.  საკითხის განხილვისას სამსახური უფლებამოსილია გამოითხოვოს მასალები, ცნობები ფოტომასალა და მონაცემები შესაბამისი ორგანიზაციებისა და პირებისაგან, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის     გამოყოფის  აუცილებლობას.

4.  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მისცეს დავალება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან მერიის სხვა მოხელეს, რათა განცხადების, შეტყობინების ან წერილის ირგვლივ მოიძიოს მასალები საბჭოს სხდომაზე განსახილველად.

5. საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ.

6.  ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში საბჭოს წევრი  მონაწილეობას  არ ღებულობს საკითხის განხილვაში.


მუხლი 5. საბჭოს უფლებამოსილება
1.  საბჭო უფლებამოსილია:

ა)  შეამოწმოს საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებების და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და შესაბამისობა კანონთან;

ბ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი, იმსჯელოს თანხის ოდენობაზე და რეკომენდაციის სახით მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ. საბჭოს გადაწყვეტილება წარედგინება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

2.  სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.

 


მუხლი 6. საბჭოს სხდომა
1. საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხის განსახილველად.

2. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს.

5.  საბჭოს წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე  საბჭოს წევრი.


მუხლი 7. სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც გამოსცემს ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით აუცილებლობის შემთხვევაში.

2.  ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს:

ა) გამოყოფილი თანხის ოდენობა;

ბ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება.

3.  დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.

4. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემისთანავე  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს


მუხლი 8. წესში ცვლილების შეტანა
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.