იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

  • Word
იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 240
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023069
  • Word
240
13/02/2017
ვებგვერდი, 22/02/2017
000000000.00.003.023069
იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №240

2017 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს თანდართული „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“ (დანართი №1) და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების საერთო შეფასება“ (დანართი №2).

2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                  გიორგი კვირიკაშვილი

 

 

 

 დანართი №1

 

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა

 

I. შესავალი

1.1. 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით ძალაში შევიდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“ (შემდგომში - სახელმწიფო სტრატეგია). სახელმწიფოს სტრატეგიის დამატებამ, რომელიც მიღებულ იქნა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 დეკემბრის №854 განკარგულებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები მოაქცია სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში.

1.2. სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა (სახელმწიფო სტრატეგის მე-2 მიზანი).

1.3. აღნიშნული სტრატეგიის მიზნის მისაღწევად, კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ, განახლებულ და განხორციელებულ იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა.[1]

1.4. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დღემდე საქართველოს ოკუპირებული ტერტიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ (შემდგომში - სამინისტრო) მრავალ სხვა პროექტთან ერთად განახორციელა დევნილთა საყოველთაო რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რის შედეგად სხვა მონაცემებს შორის განსაზღვრული იყო ის ძირითადი საჭიროებები, რომლებიც საფუძვლად დაედო წინამდებარე სამოქმედო გეგმას.

1.5. საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფის ფარგლებში, შემუშავებულ და მიღებულ იქნა ახალი კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობდა სამინისტროს მიერ შექმნილი წარმომადგენლობითი კომისიის ფარგლებში. კომისიაში მონაწილეობდნენ ამ სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და გაეროს ექსპერტები.[2] ამასთან ერთად, სამინისტრომ შეიმუშავა და მიიღო დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი და კრიტერიუმები, რომელიც საფუძვლად დაედო ამ პროცესის განხორციელებას.[3]  

1.6. 2017–2018 წლების სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა (შემდგომში - სამოქმედო გეგმა), რომელიც უკავშირდება სახელმწიფო სტრატეგიის ზემოთ აღნიშნული მიზნის მიღწევას, ითვალისწინებს სამი ძირითადი ამოცანის შესრულებას:

) დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გზით;

) დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება;

) დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდა.

1.7. სამოქმედო გეგმა წარმოადგენს განახლებულ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებს, რომელთა განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებების მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებთან დიალოგსა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა უფლებების, ასევე აღიარებულ ადამიანის სხვა უფლებათა დაცვას.[4]

 1.8. დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია უვადოა, ხოლო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა წარმოადგენს 2017-2018 წლებში განსახორციელებელ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებს, რაც თავისთავად არ გულისხმობს სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ამ ვადაში დასრულებას.

მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის 1943 ბრძანებით მიღებულ იქნა კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ დევნილები.

1.9. სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.

1.10. სამინისტრო ახორციელებს, მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ, სამინისტროს კომუნიკაციის სტრატეგიითა და მისი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს,[5] რომლის მეშვეობითაც დევნილები რეგულარულად მიიღებენ ინფორმაციას სამოქმედო გეგმის ყველა ასპექტთან დაკავშირებით, რაც მათ დაეხმარებათ ინფორმირებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში.

1.11. სამოქმედო გეგმის ძირითადი პრიორიტეტები:

ა) წინა წლებთან შედარებით სამოქმედო გეგმაში ნაკლები რაოდენობის ბინების რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რაც ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კარკასული შენობების რესურსები ამოწურვადია. ასევე გათვალისწინება ხდება რეაბილიტაციის ხარჯებისა და რეაბილიტირებული შენობების ექსპლუატაციის ვადის. 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაში აქცენტი კეთდება მშენებლობებზე და გრძელვადიანი განსახლების სხვა პროგრამებზე;

ბ) სამოქმედო გეგმაში გაზრდილია სოფლად სახლის პროგრამის დაფინანსება და ორი წლის განმავლობაში 1700 ოჯახის დახმარება იგეგმება, რადგანაც ამ პროგრამის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ დევნილებს განსახლებასთან ერთად უჩნდებათ საარსებო წყაროზე წვდომა;

გ) 2017 წელს სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებს მინიმუმ 18 ნგრევად ან საცხოვრებლად უვარგისი კოლექტიური ცენტრის დახურვას, 300 დევნილი ოჯახის განსახლებას ასეთი ობიექტებიდან და 50 კოლექტიური ცენტრის შეფასებას საცხოვრებლად ვარგისიანობის თვალსაზრისით. 2018 წლის მიზნების განსაზღვრა მოხდება 2017 წლის მეორე ნახევარში.

1.12. სამოქმედო გეგმის ძირითადი მოსალოდნელი შედეგებია:

ა) მონაცემების განახლება დევნილთა ბაზაში, მათ შორის დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ასევე გრძელვადიანი განსახლებისთვის საჭირო ინფორმაციის განახლება;

ბ) დევნილთა გრძელვადიანი განსახლება სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში:

ბ.ა) სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში 2017-2018 წლებში დაგეგმილია 1700 დევნილი ოჯახის განსახლება;

ბ.ბ) ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში 2017-2018 წლებში ბინას მიიღებს დაახლოებით 2096 დევნილი ოჯახი;

ბ.გ) 29 ბინიანი კორპუსის რეაბილიტაცია განხორციელდება 2017 წელს;

ბ.დ) მოხდება დაახლოებით 100 კერძო საკუთრებაში არსებული ბინის გამოსყიდვა 2017-2018 წლებში;

ბ.ე) განხორციელდება 200 იპოთეკარის დახმარება 2017-2018 წლებში;

გ) საცხოვრებელი ფართების პრივატიზაციის მიმართულებით 2017-2018 წლებში იგეგმება 4000 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში დარეგისტრირება. ამ ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილება მოხდება გრძელვადიანი განსახლების შემდეგი პროგრამების ფარგლებში:

გ.ა) ახლად აშენებული კორპუსები;

გ.ბ) საცხოვრებელი ფართები, სადაც დევნილები უკვე ცხოვრობენ;

გ.გ) სოფლად სახლის პროგრამა;

გ.დ) კერძო საკუთრებაში არსებული ფართების გამოსყიდვის პროგრამა.

 

II. სამოქმედო გეგმის ამოცანების განმარტება და დასაბუთება

2.1. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიმართულებები

 2.1.1. სამოქმედო გეგმის 2.1.2.1. პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შესაბამისი შენობების სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდება, რათა მოხდეს მათი საცხოვრებელ ერთეულებად გარდაქმნა და დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემა.

2.1.2. სამოქმედო გეგმის 2.1.2.2., 2.1.2.5. და 2.1.2.6. პუნქტების მიხედვით, დევნილებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი და ცხოვრობენ უკიდურესად გაჭირვებულ პირობებში, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას საცხოვრებლად მოწყობილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ცარიელ შენობებში, ან სახელმწიფოს მიერ ახლად აშენებულ კორპუსებსა და სახლებში, ასევე შესაძლოა სახელმწიფოს მიერ შესყიდულ ბინებსა და სახლებში (მათ შორის, თანადაფინანსებით), ასევე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებში სოფლად.

2.1.3. სამოქმედო გეგმის 2.1.2.3. და 2.1.2.4. პუნქტების მიხედვით მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებში მაცხოვრებელ დევნილებს, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას და სახელმწიფო სთავაზობს ფაქტობრივი ჩასახლების ადგილებს, მათ აღნიშნული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ ფაქტობრივი ფლობის მიხედვით;

მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებში მაცხოვრებელი დევნილებისთვის, სამოქმედო გეგმით შეთავაზებული ალტერნატივები ეყრდნობა ორ შემთხვევას:

) დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის;

) დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით (არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, ან შეუძლებელია საცხოვრებლად მოეწყოს, ან მისი საცხოვრებელ ბინებად გარდაქმნა განსახლების სხვა ალტერნატივებთან შედარებით საგრძნობლად ძვირია, ან წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ან აქვს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მნიშვნელობა, ან შენობები ავარიულია, ან სახელმწიფო ინტერესის შემცველი და სტრატეგიული მნიშვნელობისაა) შეუძლებელია გამოყენებული იყოს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის.

არსებობს დევნილთათვის საკუთრებაში გადასაცემი მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართების ორი კატეგორია:

.) ის შენობები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაშია (სამოქმედო გეგმის 2.1.2.3. პუნქტი );

.) შენობები, რომლებსაც სახელმწიფო შეისყიდის კერძო მესაკუთრეთაგან გონივრულ ფასად (ფასი არ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ალტერნატიული განსახლების ღირებულება) და საკუთრებაში გადაცემის მიზნით შეეთავაზებათ დევნილებს (სამოქმედო გეგმის 2.1.2.6. პუნქტი ).

იმ ობიექტების, რომელთა გამოყენება გრძლევადიანი განსახლების მიზნით შეუძლებელია, დევნილთა განსახლება განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ნორმატიული აქტით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესისა და კრიტერიუმების მიხედვით.

მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელი ფართებიდან (ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტებიდან), რომლებიც შეუძლებელია გამოყენებული იყოს დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის, მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია განხორციელდეს იქ მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გამოყვანასაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებსაქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2-6-ე პუნქტებით გათვალისწინებული წესის დაცვით, ხოლო განსახლება მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესისა და კრიტერიუმების მიხედვით.

დევნილებს, რომელთაც ესაჭიროებათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება და თანხმობა ან უარი განაცხადონ შეთავაზებული საცხოვრებელი ფართის დაკანონებაზე/საკუთრებაში გადაცემაზე.

დევნილები, რომლებიც უარს იტყვიან დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართების დაკანონებაზე, გააგრძელებენ ცხოვრებას განკუთვნილ ფართებში, ვიდრე დევნილი არ განაცხადებს თანხმობას ერთ-ერთ ალტერნატიულ შეთავაზებაზე. ამასთან, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი ამ ობიექტზე არ შეფერხდება.

2.1.4. გრძელვადიანი განსახლების მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2017 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. ერთჯერადი ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. ამ დევნილი ოჯახების შერჩევა განხორციელდება მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესისა და კრიტერიუმების მიხედვით.

2.1.5. . თბილისში, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში, სახელმწიფოს მიერ შესყიდულ საცხოვრებლებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ . თბილისში.

2.1.6. მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით საცხოვრებელი ფართის სტანდარტები არის ამოსავალი დოკუმენტი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას, გარდა 2.1.2.3. და 2.1.2.4. პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა.

2.1.7. სამოქმედო გეგმის 2.1.2. პუნქტში მოცემული განსახლების ღონისძიებები არის ძირითადი, თუმცა სამინისტრომ დევნილებს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივები (მათ შორის მაგალითად, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ, კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება).

2.1.8. საცხოვრებელი ფართიბინა დევნილ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემათ უსასყიდლოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2.1.9. საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შემდეგ დევნილებს ეძლევათ საშუალება, ჩამოაყალიბონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, რომლებიც იქნებიან მუნიციპალიტეტების პროგრამების ბენეფიციარები და მიიღებენ დახმარებას სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაწყვეტაში. ამასთან, სამინისტრო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობს მოცემული ღონისძიებების განხორციელებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსებებითა და საერთო სარგებლობაში არსებული ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის საკუთრებაში გადაცემის გზით (სამოქმედო გეგმის 2.1.3.1. და 2.1.3.2. პუნქტების შესაბამისად).

2.1.10. დევნილი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია,ჩაითვლებიან როგორც სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად. მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილება.

2.1.11. იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება ბოლო ეტაპზე.

2.1.12. სამინისტრო, კომპეტენციის ფარლებში, გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართებისა და შენობების რეაბილიტაციისა და სამშენებლო სამუშოების სათანადო ხარისხი დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ასევე აქტიურად დაიცავს დევნილთა უფლებებს.

 2.1.13. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც არამართლზომიერად/ თვითნებურად იკავებენ დევნილთა იმ ყოფილ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს, რომლიდანაც სამინისტრომ განახორციელა დევნილთა გამოყვანისა და განსახლების ღონისძიებები.

 

2.2. დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება

2.2.1. აღნიშნული ამოცანის შესრულება მოიცავს ორი სპეციფიკური ქვეამოცანის განხორციელებას:

) დევნილის დახმარების მექანიზმის საჭიროებებზე დაფუძნება;

) საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობისა და სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის საჭიროებების გათვალისწინება.

2.2.2. დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, გაგრძელდება დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება.

2.2.3. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და მათი ინტეგრაციის მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების პარალელურად, მოხდება დევნილთა მიმართ სოციალური დახმარების სისტემის დაფუძნება მათ საჭიროებებზე. დევნილთა მხრიდან დახმარების მიღების მიზანშეწონილობა დაეფუძნება რაციონალურ, ნათელ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს. ეს განხორციელდება სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, ასევე შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადების/გადასინჯვისა და სოციალური დაცვის პროგრამებში დევნილთა ჩართვის უზრუნველყოფის გზით.

2.2.4. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს დევნილ ოჯახებს ერთჯერადი ფულადი დახმარებით შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად.

 2.2.5. სამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანაა დევნილთა პრობლემების მდგრადი გადაჭრა. გრძელვადიანი განსახლება წარმოადგენს ძირითად საჭიროებას, რომლის მდგრადი ფორმით გადაწყვეტა მჭიდროდ დაკავშირებულია დევნილთა საარსებო წყაროებზე სათანადო ხელმისაწვდომობასთან. აღნიშნული ამოცანის გადასაჭრელად სამინისტროს მიერ შემუშავდა დაიძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის 257 განკარგულებით დამტკიცებულ იქნაიძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგია“. „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიაითვალისწინებს საარსებო წყაროების შექმნის პროექტების განხორციელებას მიზნობრივი საჭიროების მქონე ჯგუფებთან მიმართებაში.

2.2.6. დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის მიზანია დევნილთა და მათი მასპინძელი თემებისათვის შექმნას შესაბამისი შესაძლებლობები მათი პოტენციალის რეალიზაციისათვის, რათა ისინი გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებელნი სახელმწიფოსაგან და, შესაბამისად, განვითარდნენ ეკონომიკურად, სოციალურად და ფსიქოლოგიურად და სრულფასოვანი როლი შეასრულონ საქართველოს შემდგომ განვითარებაში.

2.2.7. აღნიშნული სტრატეგიის მიზნების განსახორციელებლად შეიქმნა სსიპ „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო“. შემუშავდა დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმა[6] სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამონაწილეობითი პროცესის საფუძველზე. დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზანია, დევნილთა დასაქმების ბაზარზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის პირობების გაუმჯობესება და მოიცავს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ აქტივობებს, რომლებიც ასევე შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიას“.

 

2.3. დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდა

2.3.1. აღნიშნული ამოცანის შესრულება გულისხმობს კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში დევნილთა ინფორმირებულობის და ცნობიერების დონის გაზრდას მათთვის ხელმისაწვდომ პროგრამებზე, იურიდიულ კონსულტაციებზე დევნილთა ხელმისაწვდომობას და სამოქმედო გეგმაში მათი ჩართულობის ხელშეწყობას. დევნილთა ცნობიერების ამაღლების აქტივობები გათვალისწინებულია კომუნიკაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია დევნილთა ინფორმირება მათთვის განკუთვნილი პროგრამების შესახებ, რათა გაიზარდოს დევნილთა ჩართულობა აღნიშნული პროგრამების შემუშავების პროცესში და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების დროს დევნილებს შეეძლოთ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება.

2.3.2. დევნილთა ინფორმირებულობის და ცნობიერების დონის გაზრდა გულისხმობს დევნილთათვის ინფორმაციის რეგულარულ მიწოდებას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სახელმწიფო სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელების პროგრესი და სხვა შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც მიწოდებული შეიძლება იყოს სამინისტროს ცხელი ხაზის და მისაღების მეშვეობით, ასევე უშუალოდ დევნილთა განსახლების ობიექტებში დევნილთა ჯგუფებთან.

2.3.3. დევნილთა უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციითა და იურიდიული კონსულტაციით ხორციელდება მედია (საინფორმაციო კამპანიის ჩათვლით) საშუალებების ჩართულობით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დევნილთა მობილიზების ხელშეწყობით.

2.3.4. სამინისტრო ხელს უწყობს დევნილთა ჩართულობას სამოქმედო გეგმის შედგენის, განხორციელების და მიმოხილვის პროცესში, მათ შორის დევნილთა განსახლების ადგილებში დევნილთა აქტიურ ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრებისა და საკონსულტაციო მისიების ჩატარების გზით.

 

III. სამოქმედო გეგმის ფინანსური გათვლა და უზრუნველყოფა

განკარგულებას თანდართული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის რეალიზებისათვის საჭირო რესურსების საერთო შეფასებაშიმოცემულია კონკრეტული სამოქმედო მიმართულებები, ღონისძიებები, მათი განხორციელების ვადები და რესურსების მობილიზების საჭიროებები. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 2017 წლის აქტივობების გასახორციელებლად საჭიროა 53,610,350 მილიონი ლარი, ხოლო 2018 წლისთვის 31,641,350 ლარი. შესაძლოა მოხდეს აღნიშნული თანხების დაზუსტება, განსაკუთრებით გრძელვადიანი განსახლების პროექტების დაფინანსების მიმართულებით. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესასრულებლად საჭირო საბიუჯეტო თანხების ზედა ზღვარი წლიურად არის დაახლოებით 75 მილიონი ლარი (სახელმწიფო ბიუჯეტის 3402 და 3403 კოდებით გათვალისწინებული თანხები).

 

IV. საკოორდინაციო მექანიზმი

4.1. საერთო კოორდინაციას განახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს სამინისტრო. იგი იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საერთო მოქმედების კოორდინაციის მიზნით, რათა მოხდეს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის რეალიზება და განხორციელება.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა (EU), ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), გაერთიანებული ერების მუდმივი კოორდინატორი საქართველოში (UNCT), მსოფლიო ბანკი (WB), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „პროექტი ზრდა საქართველოში“ (ZRDA) წარმომადგენელი; სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, სათათბირო ხმის უფლებით, ასევე არიან არასამთავრობო სექტორის ორი წარმომადგენელი (ერთი ადგილობრივი, ერთი საერთაშორისო); სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სპეციფიკური საკითხების განსახილველად.

სამეთვალყურეო საბჭოს პერსონალური შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანებით, ზემოაღნიშნული სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან. სამეთვალყურეო საბჭოს დებულება მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანებით.

სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, თითოეულ უწყებას და ორგანიზაციას აქვს ერთი ხმა. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მიმდინარეობისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი პოზიცია დააფიქსიროს სხდომის ოქმში.

4.2. სამეთვალყურეო საბჭო ძირითადად იკრიბება კვარტალში ერთხელ, ხოლო გადაუდებელი საკითხების გადასაწყვეტად იწვევს ასევე რიგგარეშე სხდომებს. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს მოახდინოს სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის საჭირო სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტა.

4.3. სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს გეგმებს და აყალიბებს პრიორიტეტულ მიმართულებებს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მი­ღებული გადაწყვეტილებები იქნება კონკრეტული და დროში გაწერილი. სამეთვალყურეო საბჭოს დისკუსიები და გადაწყვეტილებები ეფუძნება კომპეტენტურ ტექნიკურ ექსპერტიზას, მონაცემებსა და რჩევებს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გაკეთებული რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებები მიეწოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის წევრებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ექსპერტ-ჯგუფებს დაევალება ტექნიკური დახმარების აღმოჩენა და დროში გათვლილ ისეთ სპეციფიკურ დავალებათა შესრულება, რომლებიც აუცილებელია სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის (მაგ., სტანდარტების შემუშავება, სამართლებრივი საკითხები და სხვ.).

4.4. სამეთვალყურეო საბჭო პასუხისმგებელი იქნება განხორციელებული ღონისძიებების გამჭვირვალობისათვის. სამინისტრო განახორციელებს პროექტების მონიტორინგს. სხვადასხვა სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები ფართოდ იქნებიან ჩაბმულნი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენასა და ამ პროგრამების განხორციელებაში.

4.5. სამინისტროებს შორის კოორდინაცია განხორციელდება მთავრობის რეგულარული სხდომების, ასევე სამინისტროს სხვადასხვა უწყებების კონკრეტულ საკითხებზე გამოყოფილ თანამშრომელთა შორის პირდაპირი კომუნიკაციის გზით. დევნილთა თემატიკასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებში გამოყოფილი იქნება საკონტაქტო პირები. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების დროს სახელმწიფო უწყებები ჩართულები იქნებიან მათი კომპეტენციის მიხედვით. კერძოდ, სამინიტრო – სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაციაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამებისთვის უძრავი ქონების, მიწის და შენობების გამოყოფაზე, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ – უძრავი ქონების რეგისტრაციის და დევნილთათვის გრძელვადიანი განსახლების პროექტებით გადაცემულ საცხოვრებელ ფართებზე ქონებრივი უფლების რეგისტრაციაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტრო – სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – სოციალურ მომსახურებებზე და ასევე სხვა საჯარო უწყები კომპეტენციის მიხედვით. სამინისტრო მხარს დაუჭერს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობის გაზრდას იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარების მიზნით.

4.6. სამინისტრო გააგრძელებს რეგიონალური წარმომადგენლობების დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერას ადგილობრივ დონეზე მათი ფუნქციების სრულყოფის მიზნით.

 

V. გასაჩივრების მექანიზმი

დევნილებს შეუძლიათ ისარგებლონ გასაჩივრების არსებული მექანიზმით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ასევე მიმართონ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

VI. თვალსაჩინოების უზრუნველყოფა

 სამინისტრო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, გაითვალისწინებს დონორთა რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

VII. მონიტორინგი და შეფასება

 7.1. სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და მონიტორინგის განმახორციელებელი სხვა სააგენტოებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა სრულ წვდომას დევნილთა განსახლების პროცესის განმავლობაში. ეს მოიცავს ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივ მონიტორინგის მისიებს და სხვა ღონისძიებებს. გარეშე შემფასებლის საჭიროებასა და შესაძლებლობაზე გადაწყვეტილების მიღება მოხდება სამეთავლყურეო საბჭოს დონეზე.

 7.2. სამოქმედო გეგმა დამტკიცების შემდგომ ყოველწლიურად განახლდება და საჭიროების შემთხვევაში განახლდება დამოუკიდებელი შუალედური შეფასების საფუძველზე. ორივე მექანიზმი ინიცირებული იქნება სამინისტროს მიერ ყველა სხვა პარტნიორთან კონსულტაციის გზით. სამოქმედო გეგმაში ცვლილებები, საჭიროების შემთხვევაში, შემუშავდება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, სამინისტროს უშუალო ხელმძღვანელობით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

 

VIII. შესაძლო რისკები

8.1. გეოპოლიტიკური დაძაბულობის, ეკონომიკური კრიზისის ან სხვა ფაქტორების გამო შესაძლოა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებას შეფერხებები შეექმნეს, რამაც გამოიწვიოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რესურსების გადამისამართება. მოსახლეობის დიდი ჯგუფის იძულებით გადაადგილებამ, მათ შორის ეკოლოგიური თუ სტიქიური მოვლენების შედეგად, ასევე შეიძლება გამოიწვიოს სხვა პრიორიტებებისა და გამოწვევების გამო სამოქმედო გეგმის აქტივობების შესრულებაში პრობლემები. ასევე შესაძლებელია, რომ სხვადასხვა ფაქტორების გამო დაინტერესებული მხარეები არასათანადოდ ჩართონ ისეთ აქტივობებში, სადაც მათი ჩართულობაა გათვალისწინებული სამოქმედო გეგმით. დასახული ამოცანების სრულყოფილად შეუსრულებლობა სხვა ობიექტური მიზეზების გამო.

8.2. წარმოდგენილი რისკების, მათ შორის გამოწვეული ეკონომიკური თუ პოლიტიკური ცვლილებების შედეგად, რისკების შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება მოხდება სამოქმედო გეგმაში, რათა შესაბამისობაში მოვიდეს არსებულ რეალობასთან. სამინისტრო შეცვლის სამოქმედო გეგმას სხვა სახელმწიფო უწყებებთან და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, რათა გამოწვევებს უპასოხოს.

 

 



[1] 2008 წლის 30 ივლისი საქართველოს მთავრობის №489 განკარგულებაიძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“, რომელიც ეფუძნება გაეროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ საჭიროებათა ანალიზის შედეგად გამოვლენილ პრიორიტეტულ საჭიროებებს, ასევე ფართომასშტაბიანი კონსულტაციების გზით გამოკვეთილ საჭიროებებს;

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შემდეგ გადაიხედა სამოქმედო გეგმა და არსებული რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის 403 განკარგულებით დამტკიცდა  იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“;

შემდგომ სამოქმედო გეგმის გადახედვა განხორციელდა 2011-2012 წლებში:მთავრობის 2011 წლის 11 მარტი 551 განკარგულება, 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულება. 2013 წელს სამოქმედო გეგმაში შევიდა ორი ცვლილება : 2013 წლის 15 მარტის №240 და 2013 წლის 23 მაისის №483 განკარგულებები.

2015 წლის 4 თებერვლის საქართველოს მთავრობის №127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა, რომელშიც შევიდა რამდენიმე ცვლილება, მიღებულ იქნა ზემოთ წარმოდგენილი პროცედურების შესაბამისად.

[2] საქართველოს კანონი „ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ “ (ძალაში შევიდა 2014 წლის 1 მარტიდან).

[3] საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 320 ბრძანება დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი.

[4] მაგალითადგაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუცია, რომლის ძირითად პრინციპებსაც ითვალისწინებს სამოქმედო გეგმა. 

[5] ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 ივნისის №1943 ბრძანებით დამტკიცებული კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

[6] საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №128 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც შეიცვალა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №2721 განკარგულებით დამტკიცებულმა „იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით.“