„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 478-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 140100000.05.001.018350
478-IIს
22/03/2017
ვებგვერდი, 27/03/2017
140100000.05.001.018350
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ62“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპანია.“.

2. მე-6 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა უნდა განადგურდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ამ მასალას ანადგურებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარმდგენი პროკურორი შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით. აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ დგება ოქმი და იგი დასტურდება შესაბამისი პროკურორის და მოსამართლის ხელმოწერებით. ეს ოქმი გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრში.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:     

„3. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნისას, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარსადგენად ძებნისას, თუ ის თავს არიდებს მისთვის შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას, დანაშაულის შედეგად დაკარგული ქონების ძებნისას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს უფლება აქვს:

ა) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისგან ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსგან გამოითხოვოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVIთავით დადგენილი წესით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის მოქმედების განხორციელების შესახებ.“;

ბ) 3პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება მოსამართლის მიმართ ასევე შეიძლება განხორციელდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.“. 

   მუხლი 2. 2020 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

   მუხლი 3

 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.   

 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 მარტი 2017 წ.

N478-IIს