„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 487-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2017
ძალაში შესვლის თარიღი 30/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190010.05.001.018353
487-IIს
22/03/2017
ვებგვერდი, 27/03/2017
010190010.05.001.018353
„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის, აგრეთვე ამ კანონის 61 მუხლით გათვალისწინებული კონტროლის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, როგორც წესი, კომიტეტის წევრთაგან იქმნება ნდობის ჯგუფი.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ნდობის ჯგუფს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს.

2. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შემოწმების შესახებ და შეამოწმოს იგი წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. სააგენტოს საქმიანობის შემოწმების მიზნით ნდობის ჯგუფის 1 წევრს შეარჩევს ნდობის ჯგუფი კანონით დადგენილი წესით.

3. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს წარუდგინოს რეკომენდაციები სააგენტოს საქმიანობის დახვეწის თაობაზე.

4. ნდობის ჯგუფი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში მიმართოს საგამოძიებო ორგანოს და მიმართვას დაურთოს მის ხელთ არსებული მასალები.“.  

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 მარტი 2017 წ.

N487-IIს