„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 52-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 23/06/2017
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240020.30.056.016068
52-უ.ს.რ.ს.
23/06/2017
ვებგვერდი, 28/06/2017
010240020.30.056.016068
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge) 29.06.2012, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010240020.30.056.016015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. უსკოს აპარატის თანამშრომლები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) საჯარო მოხელეები არიან და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.“.

2. მე-13 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. უსკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.“.

3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) უსკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე განკარგულებით ამტკიცებს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას;“.

4. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედმეგი რედაქციით:

„4. დაუშვებელია აპარატის თანამშრომლად ისეთი პირის მიღება, რომელსაც არა აქვს საჯარო მოხელის სერტიფიკატი და ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა. იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს და რომლებსაც არ მოეთხოვებათ ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, დადგენილებით განსაზღვრავს უსკო. უსკოს აპარატში მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას საჯარო მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.“.

5. მე-19 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) უსკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში.

9. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 58-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე.“.

6. 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საჯარო მოხელე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა. მასზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ დადგენილი მოთხოვნები. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საჯარო მოხელეს დროებით შეუჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით  ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად.“.


მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე

 

ჩაქვი,

23 ივნისი 2017 წ.

N52-უ.ს.რ.ს.