ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ

ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 313
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2017
ძალაში შესვლის თარიღი 05/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.020023
313
03/07/2017
ვებგვერდი, 05/07/2017
330090000.10.003.020023
ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №313

2017 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ბახმაროს  მიენიჭოს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი და დამტკიცდეს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრების აღწერილობა, თანდართული დანართის მიხედვით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 5 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი 

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორია

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვარი დგინდება ქვემოთ ჩამოთვლილი წერტილების მიხედვით:

ა)  №1. კურორტ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის  საზღვრის საწყისი წერტილი მიუყვება ხევს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით (27˚74'19"N, 46˚38'640"E);

ბ) №2. მდინარე ბახვისწყლის ხეობის კვეთით (27˚54'20"N, 46˚38'043"E);

გ) №3. სამხრეთით გადადის ოზურგეთი-ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, საიდანაც გადადის საჰარა-მესხეთის ქედის სამხრეთით (27˚53'33"N, 46˚32'879"E);

დ) №4. გურია-აჭარის ა.რ.-ის სამხარეო-ადმინისტრაციული საზღვრისკენ (27˚74'20"N, 46˚32'394"E);

ე) №5. გადადის გადრეკილი-ზოტიყელის გზაზე, რომელსაც მიუყვება ჩრდილოეთით, დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე,  (28˚11'75"N, 46˚33'331"E);

ვ) №6. ჩრდილოეთით (28˚11'96"N, 46˚34'930"E);

ზ) №7. მთა გადრეკილზე ზ.დ. 2500 მ (28˚12'96"N, 46˚36'380"E);

თ) №8. ჩრდილო-დასავლეთით, ბახმაროს უღელტეხილის (ზ.დ. 1950 მ) კვეთით გადადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზაზე (27˚98'89"N, 46˚37'360"E);

ი) №9. შემდეგ გადადის ჩრდილოეთით, გზის პარალელურად 200 მეტრის მოშორებით და გრძელდება მზის ჩასვლის გორამდე ზ.დ. 2200 მ აქედან საზღვარი მიუყვება ქედს ჩრდილოეთის მიმართულებით, ხოლო შემდეგ იგი ხევში გრძელდება (27˚82'82"N, 46˚37'860"E).