ქ.ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ

ქ.ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016215
21
29/09/2017
ვებგვერდი, 03/10/2017
010250020.35.131.016215
ქ.ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2017 წლის 29 სექტემბერი

ქ. ქობულეთი

 

ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის  მე-2  პუნქტის  ,,ე“ ქვეპუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძველის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის  დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2016  წლის 30 სექტემბრის №16 დადგენილების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. რეგულირების სფერო
წინამდებარე წესები არეგულირებს:

ა) ქ. ქობულეთის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესებს;

ბ) ქ. ქობულეთის ტერიტორიის ზონებად დაყოფის მიზნით ზოგადი ფუნქციური და კონკრეტული ფუნქციური ზონების ჩამონათვალს;

გ)  კონკრეტულ ფუნქციური ზონებისათვის კოეფიციენტებს; 

დ) კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესს;

ე) კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) და დაუშვებელი (აკრძალული) სახეობების ჩამონათვალს;

ვ) მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების დამატებით პირობებს;

ზ) ქ. ქობულეთის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების სხვა წესებს.


მუხლი 2. წესის მიზანი
წინამდებარე წესის მიზანს წარმოადგენს საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე ქ. ქობულეთის ტერიტორიის, კვლევაზე დაფუძნებული, წინასწარ დაგეგმილი, დასაბუთებული სივრცით-ტერიტორიული წყობისა და მისაღები არქიტექტურული ღირებულებების შესაბამისი ურბანული განვითარება.

მუხლი 3. ფუნქციური ზონები
უფლებრივი ზონირების დოკუმენტების განხორციელების მიზნით ქ. ქობულეთის ტერიტორია იყოფა შემდეგ ზონებად:

ა) ზოგად ფუნქციურ ზონებად:

ა.ა) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა – (ლსზ);

ა.ბ) სასოფლო-სამეურნეო ზონა – (სოფზ);

ა.გ) სარეკრეაციო ზონა – (რზ);

ა.დ) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა – (სრზ);

ა.ე) სპეციალური ზონა(სპეცზ);

ა.ვ) საცხოვრებელი ზონა -(სზ);

ა.ზ) სატრანსპორტო ზონა(ტზ);

ა.თ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – (სსზ);

ა.ი) სამრეწველო ზონა – (ს);

ბ) კონკრეტულფუნქციურ ზონებად:

ბ.ა) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა – (ლსზ);

ბ.ბ) სასოფლო-სამეურნეო ზონა – (სოფზ);

ბ.გ) სარეკრეაციო ზონა – (რზ');

ბ.დ) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2 – (სრზ-2)

ბ.ე) სპეციალური ზონა – (სპეცზ);

ბ.ვ) საცხოვრებელი ზონა 3 – (სზ-3);

ბ.ზ) საცხოვრებელი ზონა 5 – (სზ5);

ბ.თ) საცხოვრებელი ზონა 6 – (სზ6);

ბ.ი) სატრანსპორტო ზონა 1 – (ტ1);

ბ.კ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 – (სსზ-1);

ბ.ლ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 – (სსზ-2);

ბ.მ) სამრეწველო ზონა 1 – (ს-1);

ბ.ნ) სამრეწველო ზონა 2 – (ს-2).

2. ტერიტორიის ზოგად ფუნქციურ ზონებად დაყოფა აისახება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისი მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირების დოკუმენტში.

3. ტერიტორიის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად დაყოფა აისახება განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისი მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტში.


მუხლი 4. კონკრეტული ფუნქციური ზონებისათვის კოეფიციენტები
კონკრეტული ფუნქციური ზონებისათვის დადგინდეს შემდეგი კოეფიციენტები:

4.1.საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3), დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა:

ა) განაშენიანების დომინირებული სახეობა საცხოვრებელი სახლები;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,5;

გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2=1,3- მდე;

დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,2.

4.2. საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5), საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა:

ა) დომინირებული სახეობა საცხოვრებელი სახლები;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,5;

გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 =1,8 - მდე;

დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.

4.3. საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6), მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა:

ა) განაშენიანების დომინირებული სახეობა საცხოვრებელი სახლები;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,5;

გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 2,2- მდე;

დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.

4.4. საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 1 (სსზ-1), საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა:

ა) განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე  (შერეული ზონა);

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,6;

გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 3,0-მდე;

დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.

4.5. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2), განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა:

ა) დომინირებული სახეობა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,7;

გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 5,0-მდე;

დ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.

4.6. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა-2 (სრზ-2):

ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1 = 0,3;

ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 3,0-მდე;

გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 = 0,1.

4.7. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ), სარეკრეაციო ზონა (რზ), სამრეწველო ზონა 1 (ს-1), სამრეწველო ზონა 2 (ს-2), სპეციალური ზონა  (სპეცზ);

სასოფლო-სამეურნეო ზონა (სოფზ);

სატრანსპორტო ზონა 1 (ტრ-1) და

სატრანსპორტო ზონა 2 (ტრ-2);

სამხედრო ზონა (სდზ);

სანიტარიული ზონა (სანზ): კოეფიციენტები არ დგინდება. 

4.8. კონკრეტული ფუნქციური ზონებისათის მაქსიმალური კოეფიციენტის დადგენა დამკვეთს არ ავალდებულებს სრულად აითვისოს დადგენილი კოეფიციენტი, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ პირს არ ავალდებულებს უპირობოდ დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და შეითანხმოს პროექტი.


მუხლი 5. კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის ფორმულის (H=L/Y) Y კოეფიციენტის მნიშვნელობა.
5.1. დადგინდეს კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე სამშენებლო მიწის ნაკვეთზე შენობის მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის ფორმულის (H=L/Y)Y კოეფიციენტის შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საცხოვრებელი ზონა - 1(სზ-1) = 0,4;

ბ) საცხოვრებელი ზონა - 3 (სზ-3) = 0,4;

გ) საცხოვრებელი ზონა - 5 (სზ-5) = 0,4;

დ) საცხოვრებელი ზონა - 6 (სზ-6) კ-3 = 0,4;

ე) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა - 1 (სსზ-1)=0,35;

ვ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა - 2 (სსზ-2)=0,35;

ზ) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა-2 (სრზ-2) = 0,4;

თ) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა(ლსზ)= 0,4;

ი) სარეკრეაციო ზონა(რზ) = 0,4;

კ)  სამრეწველო ზონა 1 (ს-1) = 0,25;

ლ) სამრეწველო ზონა 2 (ს-2) = 0,25;

მ) სპეციალური ზონა (სპეცზ) = 0,4;

ნ) სასოფლო-სამეურნეო ზონა’ (სოფზ’) = 0,4;

ო)  სატრანსპორტო ზონა 1 (ტრ-1) = 0,4.


მუხლი 6. კონკრეტულ  ფუნქციურ ზონაში  მდებარე  ტერიტორიისათვის  უძრავი  ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) სახეობების ჩამონათვალი
დამტკიცდეს  კონკრეტულ  ფუნქციურ  ზონაში  მდებარე  ტერიტორიისათვის  უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) სახეობების ჩამონათვალი:

6.1. საცხოვრებელი ზონა - 1 (სზ-1):

ა) ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

• სკვერები;

• საბავშვო მოედნები;

• საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებები;

• სკოლები და სხვა საგანმანათლებლო ობიექტები;

• ღია საცურაო აუზები;

• სპორტული მოედნები;

• ამბულატორიები;

• აფთიაქები;

• საკულტო შენობა-ნაგებობები;

• პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიები;

• სასურსათო მაღაზიები;

• კვების ობიექტები;

• მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები;

• სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლები (გესტჰაუზები);

• ავტოგასამართი სადგურები ან/და სატრანსპორტო მომსახურების ობიექტები;

• კომუნალური და საინჟინრო-ტექნიკური ობიექტები;

• პურიტყვისა და შინაურ ფრინველთა სადგომი შენობა-ნაგებობა;

• ორანჟერები (სათბურები);

• სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტები (სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმღები და გადამამუშავებელი საწარმოები, საწყობები, მაცივრები, დამფასოებელი და სხვა).

6.2. საცხოვრებელი ზონა - 3 (სზ-3):

ა) ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

• ბაღები;

• სკვერები;

• საბავშვო მოედნები;

• მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები;

• ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნოები საცხოვრებელ სახლებში/ცალკე მდგომი სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

• საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებები;

•  სკოლები და სხვა საგამანათლებლო ობიექტები;

• მოხუცთა ინტერნატები, თავშესაფრები და მასთან გათანაბრებული ობიექტები;

• ღია საცურაო აუზები;

• სპორტული მოედნები;

• ამბულატორიები;

• აფთიაქები;

• საკულტო შენობა-ნაგებობები;

• კლუბები (მრავალფუნქციური დარბაზები შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის);

• პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიები;

• სასურსათო მაღაზიები;

• კვების ობიექტები;

• სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლები (გესტჰაუზები);

• საფოსტო განყოფილებები, კავშირგაბმულობის განყოფილებები;

• კომუნალური და საინჟინრო-ტექნიკური ობიექტები.

• ბანკების ფილიალები/ განყოფილებები;

• პირუტყვისა და შინაურ ფრინველთა სადგომი შენობა-ნაგებობა;

• ორანჟერეები (სათბურები);

• სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტები (სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმღები და გადამამუშავებელი საწარმოები, თევზსაშენი მეურნეობები საწყობები, მაცივრები, დამფასოებელი და სხვა);

•  საერთო  სარგებლობის  ღია  მიწისზედა  ან/და  მიწისქვეშა  ავტოსადგომები,  ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები.

• ავტოგასამართი სადგურები ან/და სატრანსპორტო მომსახურების ობიექტები.

• 112-ის ობიექტები.

6.3. საცხოვრებელი ზონა - 5 (სზ-5):

ა) ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

• პარკები;

• ბაღები;

• სკვერები;

• ბულვარები;

• საბავშვო მოედნები;

• მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები;

• ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნოები საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

• საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებები;

• სკოლები და სხვა საგანმანათლებლო ობიექტები;

• საკულტო შენობა-ნაგებობები;

• სასტუმროები, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლები (გესტჰაუზები);

• მოხუცთა ინტერნატები, თავშესაფარები და მასთან გათანაბრებული ობიექტები;

• პოლიკლინიკები;

• ამბულატორიები;

• აფთიაქები;

• სპორტული დარბაზები;

• ღია და დახურული  საცურაო აუზები;

• სპორტული მოედნები;

• კლუბები (მრავალფუნქციური დარბაზები შეხვედრებისათვის, გამოფენებისათვის);

• კინოთეატრები;

• საინფორმაციო ცენტრები;

• საგამოფენო დარბაზები;

• პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიები;

• სამრეწველო საქონლის მაღაზიები;

• სასურსათო მაღაზიები;

• უნივერსალური მაღაზიები;

• კვების ობიექტები;

• საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები;

• საფოსტო განყოფილებები, კავშირგაბმულობის განყოფილებები;

• ბანკების ფილიალები, განყოფილებები;

• საქმიანი ობიექტები (ოფისები);

• ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები;

• საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები;

• კომუნალური და საინჟინრო-ტექნიკური ობიექტები;

• 112-ის ობიექტები.

6.4. საცხოვრებელი ზონა - 6 (სზ-6):

ა) ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

• პარკები;

• ბაღები;

• სკვერები;

• ბულვარები;

• საბავშვო მოედნები;

• მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები;

• ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნოები საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;

• საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებები;

• სკოლები და სხვა საგანმანათლებლო ობიექტები;

• პოლიკლინიკები;

• საავადმყოფოები;

• სასტუმროები, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლები (გესტჰაუზები);

• მოხუცთა ინტერნატები, თავშესაფრები და მასთან გათანაბრებული ობიექტები;

• ამბულატორიები;

• აფთიაქები;

• სასტუმროები, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლები (გესტჰაუზები);

• სპორტული დარბაზები;

• საცურაო აუზები;

• ღია საცურაო აუზები;

• სპორტული მოედნები;

• კლუბები;

• კინოთეატრები;

• საქალაქო ბიბლიოთეკები;

• საინფორმაციო ცენტრები;

• საგამოფენო დარბაზები;

• პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიები;

• სამრეწველო საქონლის მაღაზიები;

• სასურსათო მაღაზიები;

• უნივერსალური მაღაზიები;

•  კვების ობიექტები;

• საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები;

• საფოსტო განყოფილებები, კავშირგაბმულობის განყოფილებები;

• ბანკების ფილიალები, განყოფილებები;

• საქმიანი ობიექტები (ოფისები);

• იურიდიული კონსულტაციები;

• სანოტარო კანტორები;

• ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები;

• საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები;

• 112-ის ობიექტები;

6.5. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა - 1 (სსზ-1):

ა) ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

• პარკები;

• ბაღები;

• სკვერები;

• ბულვარები;

• საბავშვო მოედნები;

• მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, მრავალფუნქციური შენობები (საცხოვრებელი, ოფისები და სხვა);

• საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებები;

• სკოლები და სხვა საგანმანათლებლო ობიექტები;

• პოლიკლინიკები;

• ამბულატორიები;

• აფთიაქები;

• სპორტული დარბაზები;

• საცურაო აუზები;

• კლუბები;

• კინოთეატრები;

• თეატრები;

• საქალაქო ბიბლიოთეკები;

• არქივები;

• საინფორმაციო ცენტრები;

• მუზეუმები;

• საგამოფენო დარბაზები;

• სამრეწველო საქონლის მაღაზიები;

• სასურსათო მაღაზიები;

• უნივერსალური მაღაზიები;

•  კვების ობიექტები;

• საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები;

• საფოსტო და კავშირგაბმულობის განყოფილებები;

• ბანკები;

• მართვის დაწესებულებები და ორგანიზაციები;

• საქმიანი ობიექტები (ოფისები);

• სასამართლოები;

• სასტუმროები;

• ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები;

• საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები.

• 112-ის ობიექტები;

6.6. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა - 2 (სსზ-2):

ა) ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

• პარკები;

• ბაღები;

• სკვერები;

• ბულვარები;

• მრავალბინიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, მრავალფუნქციური შენობები (საცხოვრებელი, ოფისები და სხვა);

• აფთიაქები;

• კლუბები;

• კინოთეატრები;

• თეატრები;

• საკონცერტო დარბაზები;

• უნივერსალური სპორტულ-სამაყურებლო დარბაზები;

• საქალაქო ბიბლიოთეკები;

• არქივები;

• საინფორმაციო ცენტრები;

• მუზეუმები;

• საგამოფენო დარბაზები;

• სამხატვრო და სახალხო რეწვის სახელოსნოები, სალონები;

• უნივერსალური მაღაზიები;

• სავაჭრო ცენტრები;

•  კვების ობიექტები;

• საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები;

• საფოსტო და კავშირგაბმულობის ობიექტები;

• ბანკები;

• მართვის დაწესებულებები და ორგანიზაციები;

• საქმიანი ობიექტები (ოფისები);

• სასამართლოები;

• სასტუმროები;

• საზოგადოებრივი საპირფარეშოები (ტუალეტები);

• ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები;

• საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები.

6.7. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ):

ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

• პარკები;

• ბაღები;

• სკვერები;

• ბულვარები;

• სანაპირო პლაჟები;

• დეკორატიული გაფორმების ობიექტები;

•  მცირე  არქიტექტურული ფორმები  (საპარკო პავილიონები, როტონდები,  კიოსკები, შადრევნები, დეკორატიული აუზები, წყლის სასმელები, კასკადები, არხები და სხვა);

• საწყალოსნო ობიექტები (ნავსადგომები, პირსები, ელინგები);

• გასახდელები, საშხაპეები,  საზოგადოებრივი საპირფარეშოები (ტუალეტები);

• პლაჟის ინვენტარის ანაკრები კონსტრუქციის საწყობები;

• საპლაჟე სერვისების გაუმჯობესების დროებითი მოდულები (მცირე გაბარიტის საწყლოსნო ატრაქციონები, მობილური აუზები და სხვა);

• სამაშველო სამსახურის სადგურები;

• პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები.

• დისკოთეკები - ანაკრები კონსტრუქციის შენობა-ნაგებობები.

6.8. სარეკრეაციო ზონა (რზ):

ზონის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები:

• პარკები;

• ბაღები;

• სკვერები;

• ბულვარები;

• დეკორატიული გაფორმების ობიექტები;

•  მცირე  არქიტექტურული ფორმები  (საპარკო პავილიონები, როტონდები,  კიოსკები, შადრევნები, დეკორატიული აუზები, წყლის სასმელები, კასკადები, არხები და სხვა);

• სპორტული მოედნები;

• პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები;

• სავაჭრო პავილიონები;

• ატრაქციონები;

• საწყალოსნო ობიექტები (ნავმისადგომები, პირსები, ელინგები);

• საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები;

• საზოგადოებრივი საპირფარეშოები (ტუალეტები);

• სამაყურებლო  ობიექტები  (ესტრადები,  ამფითეატრები,  საგამოფენო  დარბაზები, კინოთეატრები);

• სპორტულ-ფიზკულტურული ნაგებობები (სტადიონები, სპორტდარბაზები, ღია და დახურული საცურაო აუზები);

• სათამაშო ავტომატების დარბაზები, საბილიარდოები და ა.შ.;

• ზოოპარკები;

• კაფეები, რესტორნები;

• სასტუმროები;

• სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზებული დაწესებულებები;

• ადმინისტრაციის შენობები.

6.9. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა-2 (სრზ-2):

• პარკები;

• ბაღები;

• სკვერები;

• ბულვარები;

• დეკორატიული გაფორმების ობიექტები;

• საერთო სარგებლობის ღია მიწისზედა ან/და მიწისქვეშა ავტოსადგომები;

• მცირე არქიტექტურული ფორმები (საპარკო პავილიონები, როტონდები და სხვა);

• სპორტული მოედნები;

• პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები;

• სავაჭრო პავილიონები, კიოსკები;

• ატრაქციონები;

• საწყალოსნო ობიექტები (ნავმისადგომები, ელინგები);

• საზოგადოებრივი საპირფარეშოები (ტუალეტები);

• სამაყურებლო  ობიექტები  (ესტრადები,  ამფითეატრები,  საგამოფენო  დარბაზები, კინოთეატრები);

•   სპორტულ-ფიზკულტურული    ნაგებობები   (საწვრთნელი    ბაზები,    სტადიონები, სპორტდარბაზები, ღია და დახურული საცურაო აუზები);

• ზოოპარკები, აკვარიუმები და სხვა;

• კაფეები, რესტორნები;

• სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აგარაკები;

• დასვენების ბანაკები და ბაზები;

• დასასვენებელი სახლები, რომლებიც წარმოადგენენ ერთი ან რამდენიმე მესაკუთრის მფლობელობას და ექვემდებარება ერთიან მართვას, კორდინირებასა და კონტროლს  ფიზიკური/ იურიდიული პირის მიერ;

• სანატორიუმები;

• სასტუმროები;

•  სამეურნეო  ობიექტები  (ადმინისტრაციის  შენობები;  საყოფაცხოვრებო  სათავსები, სახელოსნოები, ცალკე მდგომი მრავალსართულიანი ავტოსადგომები).

6.10. სამრეწველო ზონა 1 (ს-1), სამრეწველო ზონა 2 (ს-2), სპეციალური ზონა (სპეცზ), სასოფლო-სამეურნეო ზონა (სოფზ), სატრანსპორტო ზონა 1 (ტრ-1) და სატრანსპორტო ზონა 2 (ტრ-2):

სამრეწველო ზონა 1 (ს-1)-ის, სამრეწველო ზონა 2 (ს-2)-ის, სპეციალური ზონის (სპეცზ), სასოფლო-სამეურნეო ზონის (სოფზ), სატრანსპორტო ზონა 1 (ტრ-1)-ის და სატრანსპორტო ზონა 2 (ტრ-2)-ის ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობები განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანებით დამტკიცებული „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებით“.

6.11. კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) სახეობების ჩამონათვალი ვრცელდება, როგორც ახალმშენებლობაზე, ისე არსებულის რეკონსტრუქციაზე.


მუხლი 7.

კონკრეტულ   ფუნქციურ ზონაში   მდებარე   ტერიტორიისათვის   უძრავი   ქონების (ობიექტების) დაუშვებელი (აკრძალული) სახეობების ჩამონათვალი

დამტკიცდეს  კონკრეტულ  ფუნქციურ  ზონაში  მდებარე  ტერიტორიისათვის  უძრავი ქონების (ობიექტების) დაუშვებელი (აკრძალული) სახეობების ჩამონათვალი:

7.1.  კონკრეტული  უფლებრივი  ზონირების  დოკუმენტში  ასახული  ყველა  ზონის ტერიტორიისათვის დაუშვებელი (აკრძალული) უძრავი ქონების (ობიექტების) სახეობებია:

ა) უძრავი ქონებები (ობიექტები), რომელთა შესაბამის ზონის ტერიტორიაზე განთავსებაც (მშენებლობაც) ქ.ქობულეთში კონკრეტული უფლებრივი ზონირების  რუკაში  ასახული  ზონის  ტერიტორიისათვის  უძრავი  ქონების  (ობიექტების) დასაშვები (ნებადართული) და დაუშვებელი (აკრძალული) სახეობების ჩამონათვალით (რეგლამენტით), მათ შორის სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით, დასაშვები არ არის;

ბ) ხის საცხოვრებელი სახლები, რომლის გამოყენება ხდება მრავალჯერადად და წარმოადგენს უსახურ შენობა-ნაგებობას.

7.2. კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარე ტერიტორიისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დაუშვებელი (აკრძალული) სახეობების ჩამონათვალი ვრცელდება, როგორც ახალმშენებლობაზე, ისე არსებულის რეკონსტრუქციაზე.


მუხლი 8. მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების დამატებითი პირობები
1. მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსება (მშენებლობა) ან/და არსებულის რეკონსტრუქცია დასაშვებია, თუ იგი არ წარმოადგენს სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთს.

2. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთს, თუ:

ა) მას არ აქვს ერთი მისავლელი მაინც, მათ შორის სერვიტუტის გამოყენებით;

ბ) მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს წინამდებარე წესით დამტკიცებულ ტერიტორიულ ზონაში, თუ მისი ფართობი არის 100,00 კვ.მ.-ზე ნაკლები;

გ) მიწის ნაკვეთი საჭიროა  ქ. ქობულეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან  ქალაქის - ქობულეთის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობისათვის ან ქობულეთის მიერ სხვა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის, რომელიც „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მიმართ ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.

 3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ შეუსაბამობა ნიშნავს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეუსაბამობის აღმოფხვრამდე არ დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო თუ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დამტკიცებულია, არ შეითანხმოს არქიტექტურული პროექტი/კონსტრუქციული სქემა, ხოლო, თუ ხსენებული ორივე ეტაპი გავლილია, არ გასცეს მშენებლობის ნებართვა.

4. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი პირი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე ან არქიტექტურული პროექტი/კონსტრუქციული სქემის შეთანხმებაზე ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიწის ნაკვეთს ანიჭებს სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსს.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მისავლელი არსებულად  ჩაითვლება,  თუ  მიწის  ნაკვეთს  ესაზღვრება  საზოგადოებრივი  სივრცე.  სხვა  შემთხვევაში კი, როცა მიწის ნაკვეთს ყველა მხრიდან ესაზღვრება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, ან ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებიც არ წარმოადგენენ საზოგადოებრივ სივრცეს, მისასვლელის არსებობა დასტურდება, თუ:

ა) მოსაზღვრედ არსებული მიწის ნაკვეთებიდან ერთს მაინც ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე და იგი წარმოადგენს სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მოსარგებლის საკუთრებას, მათ შორის თანასაკუთრებას, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით;

ბ) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მესაკუთრესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რაც რეგისტრირებული იქნება საჯარო რეესტრში, მისასვლელად გამოყენების მიზნით მოსაზღვრედ არსებული მიწის ნაკვეთები სერვიტუტითაა დატვირთული სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ, იმდაგვარად, რომ სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი უკავშირდებოდეს საზოგადოებრივ სივრცეს;

გ) სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს დასახლებათა ტერიტორიების დაგეგმარებითი თვალსაზრისით დარეგულირებელი/მოწესრიგებული განაშენიანებული ტერიტორიის ნაწილში/კვარტალში, მაგრამ არსებობს აღნიშნული ტერიტორიის კვარტალურად განაშენიანების გეგმა და სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ტერიტორიის კვარტალურად განაშენიანების გეგმით გათვალისწინებულ კვარტალის შემომსაზღვრელ პერსპექტიულ ქუჩას.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება, თუ მიწის ნაკვეთი მდებარეობს შენობებით განაშენიანებულ მიწის ნაკვეთებს შორის და მშენებლობის განხორციელებით სრულად უქმდება შენობებით განაშენიანებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული ღია სივრცე. ასევე, უკვე არსებული ობიექტის რეკონსტრუქციაზე, თუ არ იცვლება გაბარიტები. ამ პუნქტის მიზნებისათვის შენობებით განაშენიანებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული ღია სივრცე სრულად გაუქმებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შენობებს შორის არ რჩება 0,1 მეტრზე მეტი ღია სივრცე.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს ავტომატურად ეხსნება სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი, თუ:

ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ დაგეგმვიდან 10 (ათი) წლის განმავლობაში არ განხორციელდება ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის გამოც მიწის ნაკვეთს მიენიჭა სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი, გარდა სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისა, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობისა;

ბ) მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობის, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის მოტივით მინიჭებული სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი ეხსნება, თუ გაუქმდა ან შეიცვალა გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა საავტომობილო გზის მშენებლობას ან არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობას;

გ) თუ სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან  ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახალი საერთაშორისო, შიდა სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის, ასევე არსებული საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობისათვის საჭირო არ არის მთლიანი მიწის ნაკვეთი, სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სტატუსი ენიჭება მიწის ნაკვეთის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც საჭიროა აღნიშნული მიზნისათვის. შესაბამისად, მიწის ნაკვეთის დარჩენილი ნაწილი განიხილება სამშენებლო მიწის ნაკვეთად;

დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ქ.ქობულეთის იმ ტერიტორიაზე, რომელზეც გათვალისწინებულია ახალი საავტომობილო გზების მშენებლობა ან/და არსებული საავტომობილო გზების გაგრძელების ან/და გაფართოების მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გაცემისას, თითოეული სამშენებლო მიწის ნაკვეთისათვის დგინდება განაშენიანების რეგულირების ხაზები (წითელი ხაზები) და განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები). განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები) არ შეიძლება დადგინდეს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც საჭიროა ახალი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის ან/და არსებული საავტომობილო გზის გაგრძელების ან/და გაფართოების მშენებლობისათვის.

 8. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი პირი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე ან არქიტექტურული პროექტის/კონსტრუქციული სქემის შეთანხმებაზე ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიწის ნაკვეთს ანიჭებს სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთის სტატუსს.

9. თუ შენობის განთავსება დაგეგმილი არ არის სამეზობლო საზღვარზე ან სარეკონსტრუქციო შენობა განთავსებული არ არის სამეზობლო საზღვარზე, სავალდებულოა შენობის საანგარიშო ზედაპირზე მოეწყოს კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი, ასევე აივანი ან/და ერკერი ან ერთ-ერთი მათგანი მაინც, მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

10. თუ შენობის განთავსება დაგეგმილია სამეზობლო საზღვარზე ან სარეკონსტრუქციო შენობა განთავსებულია სამეზობლო საზღვარზე, საანგარიშო ზედაპირზე კარის, ფანჯარის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივანის ან/და ერკერის ან ერთერთი მათგანის მოწყობა სავალდებულო არ არის, თუ მოსაზღვრე მიწის ნაკვეთზე განლაგებულია შენობა და მშენებლობის განხორციელებით სრულად უქმდება მოსაზღვრე მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობასა და სამშენებლოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს შორის არსებული ღია სივრცე. ასევე, თუ სამშენებლოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნის დროისათვის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს ან პარალელურად მოთხოვნილია მშენებლობის ნებართვის გაცემა და აღნიშნული მშენებლობების განხორციელებით სრულად უქმდება მოსაზღვრე მიწის ნაკვეთებს შორის არსებული ღია სივრცე. ამ პუნქტის მიზნებისათვის შენობებით განაშენიანებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული ღია სივრცე სრულად გაუქმებულად ითვლება.

11. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება:

ა) თუ სამშენებლოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს დასახლებათა ტერიტორიების დაგეგმარებითი თვალსაზრისით დარეგულირებული/მოწესრიგებული განაშენიანებული ტერიტორიის ნაწილში (კვარტლში) და შენობის განთავსება დაგეგმილია კვარტლის შემომსაზღვრელ რომელიმე ქუჩაზე ან კვარტალში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ამ მუხლის მიზნებისათვის კვარტალი არის ოთხივე მხრიდან ქუჩებით (არ იგულისხმება მისასვლელები, ნაკვეთებს შორის გასასვლელები და შიდა კვარტალური გზები) შემოსაზღვრული განაშენიანებული ტერიტორია. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელებამდე სავალდებულოა უზრუნველყოფილ იქნეს კარის, ფანჯარის, სამტრედეს და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილის, ასევე აივანის ან/და ერკერის ან ერთერთი მათგანის გარეშე არსებული შენობის საანგარიშო ზედაპირის არქიტექტურული იერსახე ნატურალურთან

მისადაგებული სხვადასხვა მხატვრული და არქიტექტურული ელემენტებით, რაც სამომავლოდ არ წარმოადგენს დაბრკოლებას მოსაზღვრე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელებისათვის;

ბ) საპროექტო შენობის საანგარიშო ზედაპირის იმ ნაწილზე, რომელიც მდებარეობს მთის, ბორცვის, პლატოს ან/და სხვა იზოლირებული ბუნებრივი ამაღლების კალთის (ფერდობის) მხარეს, თუ საპროექტო შენობის შესაბამისი სართულის იატაკის დასხმის დონემდე საპროექტო შენობასა და მთის, ბორცვის, პლატოს ან/და სხვა იზოლირებული ბუნებრივი ამაღლების კალთას (ფერდობს) შორის არა არის საავტომობილო გზა და მთის, ბორცვის, პლატოს ან/და სხვა იზოლირებული ბუნებრივი ამაღლების კალთის (ფერდობის) შეხების წერტილამდე საპროექტო შენობის შესაბამისი სართულის იატაკის წარმოსახვითი ჰორიზონტალური ხაზის სიგრძე არის ხუთ მეტრზე ნაკლები;

გ) საპროექტო შენობის საანგარიშო ზედაპირის იმ ნაწილზე, რომელიც არ წარმოადგენს მთავარ ან გვერდით ფასადს;

დ) საპროექტო შენობის საანგარიშო ზედაპირის იმ ნაწილზე, რომელსაც აქვს არაწესიერი ფორმა, თუ აღნიშნულით არ ირღვევა მთლიანი საპროექტო შენობის ვიზუალურ ესთეტიური მთლიანობა.

12. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, თვითმმართველ ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე განსაზღვროს სხვა ტერიტორიული ზონები ან ქუჩები, სადაც არ ვრცელდება ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების მოთხოვნები. საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.


მუხლი 9
წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით  დადგენილი წესით,  გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე




.

.