დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1990 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024656 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1990
2017 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 35/10 კვ ძაბვის ქვესადგურის მშენებლობისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების (სამშენებლო და სხვადასხვა მასალები, სპეცტექნიკის ქირავნობა/გადაზიდვა, საინჟინრო მომსახურებები და დაცვის მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს 35/10 კვ ძაბვის ქვესადგურის მშენებლობისათვის უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.02.11.564) და მასზე განთავსებული 35/10 კვ ძაბვის ქვესადგურის შენობა-ნაგებობები და მოწყობილობები) შეძენა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ერთ-ერთი აუდიტორული მომსახურების გამწევი პირის მიერ მომზადებული დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები